დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-02-11 21:00:55

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1.გაზრდილი სიღარიბე და შეჩერებული პროექტები - რა დაუტოვა თურნავამ დავითაშვილს

ნათია თურნავამ მინისტრის სავარძელი 3 წელი შეინარჩუნა და „ადუღებული“ ეკონომიკის მიუხედავად გადადგომა მოუწია. მის თანამდებობაზე ყოფნას ანაკლიის პორტის საბოლოო გაჩერება, პანდემია და მშპ-ის რეკორდული ვარდნა დაემთხვა. წინამორბედების მსგავსად, გაზრდილი სიღარიბისა და შეჩერებული პროექტებისგან განსხვავებით, სტრუქტურული რეფორმები არც მის სახელთან ასოცირდება, თურნავას შემცვლელის ლევან დავითაშვილის მთავარ მიღწევად, სოფლის მეურნეობის მინისტრობის დროს, ფაროსანას დამარცხება ითვლება.



2.ღარიბაშვილმა ბიზნესის ინტერესი არ გაითვალისწინა - ბიზნესომბუდსმენის პოსტი საჯარო სექტორის წარმომადგენელმა დაიკავა

წელიწადი და ხუთი თვის შემდეგ ბიზნესომბუდსმენის პოსტი ვაკანტური აღარაა.  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ 2020-21 წლები ბიზნესისთვის საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იყო, უწყების სრულფასოვანი ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილმა მხოლოდ ორი დღის წინ შეარჩია. თუმცა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კერძო სექტორის წარმომადგენლები ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობის საჭიროებაზე აქტიურად საუბრობდნენ.



3. ბანკების საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები თითქმის 6%-ია - ლიდერი 33.81%-ით „ქართუ ბანკია“

2021 წლის მეოთხე კვარტალში უმოქმედო სესხების წილი ბიზნეს სესხებში მცირედით შემცირდა. საანალიზო პერიოდში, წინა კვარტალთან შედარებით, უმოქმედო სესხების წილი ჯამურად ბიზნეს სესხებში, 6%-მდე შემცირდა, რაც პორტფელის ზრდასა და ზოგიერთი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება. 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, უმოქმედო სესხების წილი ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებშიც შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უმოქმედო სესხების წილი იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებში მცირედით შემცირდა და 3% და 5% შეადგინა, შესაბამისად, რაც მნიშვნელოვანწილად პორტფელის ზრდისა და შინამეურნეობების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგია.




4.რესტორატორები ქორწილებზე შეზღუდვის გაუქმებას მოითხოვენ

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე სექტორისთვის შეზღუდვების სრულად მოხსნას ითხოვს.როგორც მან ბიზნესპარტნიორთან განაცხადა, დღეს არსებული რეგულაციები ვირუსს ვერ აჩერებს და მას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს. კერძოდ, შოთა ბურჯანაძე ითხოვს, რომ რესტორნებში დაუშვან ქორწილები და სხვა ღონისძიებები. 



5.საქართველოზე გაზის ტრანზიტი გაოთხმაგებულია

BP-ის ინფორმაციით, 2021 წელს “სამხრეთ კავკასიური მილსადენის” დღიური საშუალო საექსპორტო გამტარუნარიანობა დღეში 48,5 მლნ კბ/მ გაზი იყო, ანუ წლის განმავლობაში საქართველოს დერეფნით 17.7 მლრდ კბ/მ აზერბაიჯანული გაზია გატარებული.



6. საპენსიო სესხზე 26%-ზე მეტი აღარ დაირიცხება

უწყებათაშორისმა კომისიამ საპენსიო სესხების საკითხზე მსჯელობა დაასრულა. განხილვაში მმართველი გუნდის, ოპოზიციის, ეროვნული ბანკისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.



7.2021 წელს ასაკობრივ პენსიას 794 ათასი ადამიანი იღებდა

საქართველოში 2021 წელს ასაკობრივ პენსიას 794 ათასი ადამიანი იღებდა, მათგან 71.5% ქალია, 28.5%  კაცი. სოციალურ პაკეტს კი 178 ათასი ადამიანი იღებდა, რომელტაგან 34.7% ქალი იყო, 65.3%  კაცი. სოციალური შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა კი 174 ათასს შედეგნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქასტატი ავრცელებს.



8.რა ინვესტიცია ჩაიდება და როდის დაიწყება გარდაბანში მზის ელექტროსადგურის მშენებლობა

საქართველოში, კერძოდ კი ქვემო ქართლის რეგიონში 100 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. საუბარია არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ენერგეტიკული კომპანია „მასდარის“ პროექტზე, რომელიც 50 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.



9. რამდენ ხინკალს შეჭამთ 2 წუთში? - სასწორზე 6000 ევროა

რამდენი ხინკლის ჭამა შეგიძლიათ 2 წუთში?  ქართული რესტორნების ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგი რუსეთში GG Group მოსკოვის ხინკლის ჩემპიონატს იწყება - სასწორზე ნახევარი მილიონი რუბლია (6 000 EUR).



10. ბრიტანეთის კანონმდებლობა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დაუშვებს, დღეს შევა ძალაში

კანონმდებლობა, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დაუშვებს, დღეს შევა ძალაში. განცხადება საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა. გაერთიანებული სამეფოს ევროპის საკითხების მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ კანონს ხელი დღეს მოაწერა და აღნიშნა, რომ “მთავრობას ექნება უფლება დააწესოს მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც კანონმდებლობა პარლამენტში წარსდგა, რათა მოუწოდოს კრემლს, შეწყვიტოს აგრესიის კამპანია უკრაინაში”. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up