დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-04-20 23:55:17

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1. IMF: რუსეთის ეკონომიკა ფართომასშტაბიან სანქციებს ვერ გაუძლებს

უახლოეს პერიოდში რუსეთი ვერ დააღწევს თავს ფართომასშტაბიან სანქციებს, რომლებიც დასავლეთმა მას უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო დაუწესა და დამატებითი ზიანიც შეიძლება მიიღოს, თუ ეს შეზღუდვები გამკაცრდება. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მთავარმა ეკონომისტმა პიერ–ოლივიე გურინშამ განაცხადა.



2.ნულოვანი ბრუნვა და არალიკვიდური ბაზარი - რას ჩავწერთ ევროკომისიის კითხვარში კაპიტალის ბაზრის შესახებ

საქართველოში საფონდო ბირჟა წლებია უმნიშვნელოდ ფუნქციონირებს, მაგალითად მარტში სულ 3 გარიგება შედგა, რომელთა საერთო ღირებულებამ მხოლოდ 1309 ლარი შეადგინა, დღიური საშუალო ბრუნვა კი 57 ლარი იყო. პოლიტიკოსები და ეკონომისტები პერიოდულად კაპიტალის ბაზრის ამოქმედებაზე იწყებენ საუბარს, თუმცა, როგორც წესი, არაფერი იცვლება. ფასიანი ქაღალდებით დაინტერესება არც სავალდებულო საპენსიო დაზღვევას გაუჩენია და მთელი დანაზოგი ისევ ბანკების ხელში გადავიდა.



3.ჩინეთმა სამხრეთ კავკასიის გავლით ახალი სარკინიგზო მარშრუტი აამუშავა

ჩინეთმა გერმანიის მიმართულებით ახალი სარკინიგზო მარშრუტი აამოქმედა, რომელიც სამხრეთ კავკასიაზე გადის და საბოლოო დანიშნულების წერტილია გერმანიის ქალაქი მანგეიმი.




4.დეფოლტი მეორე რუსულმა ბანკმაც გამოაცხადა

ანტირუსულ სანქციებში მოხვედრილმა როსსელხოზბანკმა ვერ შეძლო დათქმულ ვადაში $500–მილიონიანი ევროობლიგაციების დაფარვა, რომელიც 2023 წელს უნდა დაიხუროს. ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წერს RBC-Ukraine.



5.მომავალი 7 წლის მანძილზე საქართველო მშპ-ს ზრდით ერთ-ერთი ლიდერი იქნება არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში - კოვზანაძე IMF-ის პროგნოზზე

„სავალუტო ფონდი პროგნოზით მომავალი 7 წლის მანძილზე საქართველო ერთ-ერთი ლიდერი იქნება არამარტო რეგიონში, არამედ მთლიანად პოსტ საბჭოთა სივრცეში და ევროპაშიც მშპ-ს ზრდის მიხედვით“,  ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.



6.მეთხილეობაში ცოდნის ნაკლებობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება

დასავლეთ საქართველოში თხილის წამლობა დაიწყო. როგორც ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში“ აცხადებენ, პირველი 2 წამლობა აპრილსა და მაისში ძირითადად სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ არის მიმართული. წინა წლებისგან განსხვავებით, თხილის ხარისხი აშკარად გაუმჯობესებულია, თუმცა მავნებლები კვლავ რჩება გამოწვევად.



7.ირაკლი როსტომაშვილი „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარეობიდან გადადგა

არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.



8.ბანკების წმინდა მოგება მარტში წინა თვესთან შედარებით თითქმის 21%-ით გაიზარდა

2022 წლის მარტში ქართული ბანკების წმინდა მოგებამ 110 მლნ ლარს გადააჭარბა და წინა თვესთან (თებერვალი — 90.6 მლნ ლარი) შედარებით 21%-ით გაიზარდა. გაზრდილია როგორც სესხებიდან მიღებული შემოსავლები, ასევე სხვა ფინანსური ოპერაციებიდან და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლები, თუმცა სექტორისთვის შემოსავლის მთავარ წყაროდ მაინც ფიზიკური პირების სესხები რჩება.



9.რუსეთში ბრენდი RuCoLa–ს რეგისტრაციაზე განაცხადი გააკეთეს

რუსეთში ბრენდის RuCoLa რეგისტრაციას გეგმავენ. შესაბამისი განაცხადი როსპანტენტში გამოჩნდა. ამ ბრენდის ქვეშ გაზიანი წყლის, წვენების და ლიმონათების გამოშვებას გეგმავენ. განაცხადი კომპანიამ „სასმელები ჩერნოგოლოვკიდან – აკვალაიფ“ შეიტანა. ამერიკულ Coca-Cola Company–ში უკვე იციან ამის შესახებ და რუსულ კონკურენტს სასამართლოშიც უჩივლებენ. მანამდე უკვე ჰქონდა Coca-Cola–ს ერთი სასამართლო დავა „ჩერნოგოლოვკასთან“ გამაგრილებელი სასმლის Fantola გამო.



10.Airbnb-ის მოთხოვნამ მარტში თბილისში 91%, ხოლო ბათუმში 405% შეადგინა - GALT & TAGGART

Airbnb-ის ბაზარი თითქმის სრულად აღდგა 2022 წლის მარტში. ამის შესახებ ინფორმაციას GALT & TAGGART ავრცელებს. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან მარტში Airbnb-ის მოთხოვნამ თბილისსა და ბათუმში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

თეგები:
ტოპ 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up