დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-02-02 21:00:34

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მთავარი დამსაქმებელი შეიძლება კერძო სექტორი გახდეს

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამას საქართველოს მთავრობა ოფიციალურად ერთ კვირაში წარადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო სექტორში დასაქმების რესურსი რეალურად არ არის, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სოციალური სტატუსის მქონე ადამიანების დასაქმების სფერო იქნება კერძო სექტორი, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და ვაჭრობა, სადაც ამ მხრივ მეტი პოტენციალია.




2. ავია ბიზნესს შეზღუდვების შემსუბუქება ჯერ ვერ შველის

ავიაციის სფეროში შეზღუდვები უმეტესწილად მოხსნილია, მაგრამ პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა. ავიაექსპერტი იასე ზაუტაშვილი მთავარ დაბრკოლებად სახელმწიფოს პოლიტიკას მიიჩნევს. მისი თქმით, პანდემიისას ქართული კომპანიები ფაქტობრივად გაკოტრდნენ და მათი მდგომარეობა ჯერჯერობით უიმედოა.




3. „ნუტრიმაქსი“ პროდუქციას მალე ნიგერიის ბაზარზეც გაიტანს

ცხოველებისა და ფრინველის საკვების მწარმოებელი ქართული კომპანია ,,ნურტიმაქსი“ აფრიკის ბაზარზე ფართოვდება. განასა და უგანდაში წარმატებული ექსპორტის შემდეგ, კომპანიამ  გეზი ნიგერიისკენ აიღო. ამასთან, ,,ნუტრიმაქსი“ ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია რეგიონის ბაზრებზეც.





4.რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 2 თებერვალს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10.5%-ზე შეინარჩუნა. როგორც სებ-ში განმარტავენ, განაკვეთის შენარჩუნების მიზეზი მაღალი ინფლაცია გახდა.



5. “ჩვენი დაპირება იყო, რომ არ დავტოვებდით დასახლებას, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებდა“ - კახა კალაძე

ჩვენი დაპირება იყო, რომ არ დავტოვებდით დასახლებას, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებდა - მიმდინარეობს მარშრუტების გადალაგება ისე, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.




6. ბრიტანეთ-პოლონეთ-უკრაინის სამხედრო ალიანსი - ახალი „ინტერმარიუმი“

უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს , კერძოდ დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის სამხედრო ალიანსის თემას ვრცელ პოსტში აანალიზებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი კახა ლომაია. ამ ალიანსის შექმნას ლომაია ახალ „ინტერმარიუმს“ უწოდებს.



7. საქართველოს ფინანსთა ექსმინისტრი საჯარო ფინანსების მართვის საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტად აირჩეს

პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი საჯარო ფინანსების მართვის საერთაშორისო კონსორციუმის (ICGFM) პროგრამების ვიცე-პრეზიდენტად აირჩეს.



8. მწვანე პასპორტის გაუქმებას ბიზნესი არაერთაზროვნად აფასებს

1-ელ თებერვალს გამართულ სხდომაზე საკოორდინაციო საბჭომ “მწვანე პასპორტების” მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა, რასაც ბიზნესის ნაწილი დადებითად, ნაწილი კი უარყოფითად შეხვდა.



9. ნატო და აშშ რუსეთთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ - რა წერია „ელ-პაისში“ გაჟონილ წერილებში?

აშშ-სა და ნატოს არ სურთ კონფრონტაცია და მზად არიან განიხილონ რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ხელმოწერილი დოკუმენტი, მაგრამ არ წავლენ კომპრომისზე მათთვის პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა: ნატოს გაფართოებაზე უარის თქმა და მოთხოვნა, რომ ნატოს ინფრასტრუქტურა დაუბრუნდეს 1997 წლამდე არსებულ საზღვრებს, - ამის შესახებ საუბარია ესპანურ გამოცემა „ელ-პაისის“ მიერ გამოქვეყნებულ კონფიდენციალურ დოკუმენტაციაში, რომელიც წარმოადგენს აშშ-ისა და ნატოს ოფიციალურ პოზიციას რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე.



10. ევროპას რუსული გაზის ჩანაცვლება გაუჭირდება

ენერგორესურსებით მდიდარმა ქვეყნებმა კატარიდან აზერბაიჯანამდე პირობა დადეს, მიაწოდონ ევროპას გაზის გაზრდილი მოცულობები საგანგებო ვითარებაში. თუმცა, რეგიონი აცნობიერებს, რომ არ შეუძლია შეცვალოს მთავარი მიმწოდებელი - რუსეთი.







წელს მსოფლიო ტურიზმი 65%-ით აღდგება - UNWTO

წელს მსოფლიო ტურიზმი 65%-ით აღდგება - UNWTO
access_time2022-11-29 23:55:13
ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის (UNWTO) პროგნოზით, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი წელს 65% იქნება. ორგანიზაციის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში 700 მლნ ტურისმტმა იმოგზაურა მთელ მსოფლიოში, რაც წლიურად 133%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 63%-ს შეადგენს. აღდგენის ეს მაჩვენებელი გამოწვეულია მოგზაურობაზე მაღალი მოთხოვნითა და „კოვიდის“ გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებით. საანგარიშო პერიოდში რეგიონში...

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
access_time2022-11-29 21:55:59
2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი პრიზი - აშშ-ში ნასას საზაფხულო ბანაკში გამგზავრება, გუნდმა “LIGGA“-მ პროექტით „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“ მოიპოვა. გუნდის მიერ შექმნილიპროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და რადიაციის გავრცელების არეალის განსაზღვრა. გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში....

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი
access_time2022-11-29 20:55:28
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუქარესტში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები გამოხატავენ მტკიცე ერთგულებას ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი. „დასავლეთ ბალკანეთის და შავი ზღვის რეგიონებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. ჩვენ მივესალმებით ჩვენს შეხვედრას ნატო-ს პარტნიორების, ბოსნია და...

ეკონომიკის ორნიშნა ზრდას და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ - ვახტანგ ჭარაია

ეკონომიკის ორნიშნა ზრდას და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ - ვახტანგ ჭარაია
access_time2022-11-29 21:30:15
ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ, -ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ვახგანგ ჭარაიამ, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ განაცხადა. მისი თქმით, გლობალურმა თუ ეკონომიკურმა ცვლილებებმა საქართველოზე გარკვეული პოზიტიური ეფექტი იქონია, მაგრამ საქართველო ამისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა და ბევრი...

კომპანია Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა

კომპანია Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა
access_time2022-11-29 20:30:44
კომპანია Starlink-მა ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა უკრაინის მაცხოვრებლებს. კომპანიამ აბონენტებისთვის შესაბამისი წერილების დაგზავნა დაიწყო. 29 დეკემბრიდან სატელიტური ინტერნეტი კერძო პირებისთვის თვეში 60 დოლარიდან გაიზრდება 75 დოლარამდე. როგორც „ტელეგრამში“ წერს Инсайдер UA, Starlink-ის ტერმინალისა და ანტენის ფასი გაიზრდება და 500 დოლარის ნაცვლად 700 დოლარი ეღირება. ომის დაწყებიდან ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უკრაინას Starlink-ის დაახლოებით 20...


მსგავსი სიახლეები

up