დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-15 21:00:10

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.წყალტუბოს აღორძინებისთვის გადადგმული პირველი ქმედითი ნაბიჯი - კურორტს გენგეგმა ექნება

კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია 90 დღეში ექნება, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა „წყალტუბოს აღორძინების“ გეგმას ჩაუყარა საფუძველი, ეს კურორტის ახალ სიცოცხლისთვის გადადგმული ერთადერთი ქმედითი ნაბიჯია. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მცდელობა აქამდეც იყო, თუმცა წარუმატებელი.


2.„ბიზნესებს, რომლებსაც სახელმწიფო დაეხმარება არ უნდა იყვნენ მოვალეთა რეესტრში დაფიქსირებულები, ეს მხარდაჭერის პაკეტის ხარვეზია“ - ადვოკატი

კოვიდ პანდემიის ფარგლებში დაწესებული დახმარებებისა და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ „კომერსანტთან“ ა/ო სამართლებრივი კვლევის, სწავლებისა და დახმარების ცენტრის დამფუძნებელმა და ადვოკატმა ეკა ლომიძემ ისაუბრა. ეკა ლომიძე დასაქმებულებისა და თვითადაქმებულებისთვის სახელმწიფო დახმარების მიღების პროცედურებს განმარტავს. მისი თქმით, დახმარებით ასევე ისარგებლებენ ის მიკრო მეწარმეები, რომლებსაც შეეზღუდათ საქმიანობა.


3.„საქართველო პირველ ადგილზეა პანდემიური დახმარებების ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებებით“ - ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.


4.„გალფის“ მოგებამ „ვისოლთან“ შედარებით 2019 წელს 12 მლნ ლარით მეტი შეადგინა


„ვისოლ პეტროლიმ ჯორჯიას“ შემოსავალი 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 24 მლნ ლარით 467 მლნ ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ „დელოიტი და ტუშის“ მიერ მომზადებულ კონსოლიდირებულ აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი.


5.„ივენთის ჩასატარებლად საჭირო ნივთებს ვყიდით, სხვა გზა არ არის“ - კლუბი „მტკვარი“

„სხვა გზა არ გვაქვს, უკვე ისეთ მნიშვნელოვან ნივთებს ვყიდით, რომელიც ივენთის ჩასატარებლად არის საჭირო.“- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კლუბ „მტკვარზე“ დამფუძნებელმა განუცხადა. ნოდარ ბერიძის განმარტებით, საკლუბო სექტორის წარმომადგენლები გადარჩენისთვის იბრძვიან.


6.საქართველოში დასაქმების მაძიებელთა რიცხვი შემცირდა

უმუშევართა რაოდენობა 2020 წლის III კვარტალში II ვარტალთან შედარებით 0.4%-ით, 11.9%-მდე შემცირდა, თუმცა იმავე დროს დასაქმებულთა რაოდენობაც 55 ათასით, 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 62 ათასით 1.629 მლნ-მდე შემცირდა. ასეთი დისპროპორცია სამუშაო ძალის მოცულობის ცვლილებამ გამოიწვია. თუ II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურ ადამიანთა რაოდენობა 1.920 მლნ-ს შეადგენდა, III კვარტალში მათი რიგები 72 ათასმა პირმა დატოვა.


7.Forbes.ge: რამდენი მილიონი ლარი დაჯდა საარჩევნო კამპანიები

პოლიტიკურმა პარტიებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უკვე წარუდგინეს ფინანსური ხარჯთაღრიცხვა იმის შესახებ, თუ რა თანხები დახარჯეს საკუთარი კამპანიების დაფინანსებისთვის. მთლიანობაში პარტიებმა, რომლებმაც 1%-ზე მეტი მხარდაჭერა მიიღეს, საარჩევნო პერიოდის განმავლობაში 39.9 მილიონი ლარის ხარჯები გასწიეს.


8.Washington post: ათწლეულების მანძილზე საბჭოთა ჭადრაკში ქართველი ქალები დომინირებდნენ

ათწლეულების მანძილზე პატარა საქართველო მსოფლიოს საჭადრაკო არენაზე წარმოუდგენელ შედეგებს აღწევდა. ქართველ ქალებს კი გზა მათმა საკუთარმა გმირმა, ნონა გაფრინდაშვილმა გაუკვალა. 1978 წელს ის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი, რომელმაც გროსმეისტერის ტიტული მიიღო. 79 წლის ასაკში ის დღესაც საერთაშორისო ტურნირებში იმარჯვეს და ასობით ქართველი გოგონასთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.


9.„შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს“ - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

ჩემი აზრით შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


10.„კავკასიის ავტოიმპორტი“: პანდემიის შემდეგ გაყიდვების გაორმაგებას ველოდებით

„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კომპანია რეექსპორტს ახორციელებს გაიზარდა, ამან კი გაყიდვების საერთო მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედა.

თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up