დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-14 21:00:11

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„ამ ეტაპზე კონკრეტული პრიორიტეტული საკითხების ჩამოთვლა არაპროფესიონალურად მიმაჩნია„ - რა გეგმა აქვთ პარლამენტის კომიტეტების ახალ თავმჯდომარეებს?

11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს პირველი ერთპარტიული პარლამენტის სხდომა იყო. სხდომაზე პარლამენტის წევრებმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს, რომელთა ხელმძღვანელობით საკანონმდებლო ორგანოში საკომიტეტო სხდომების ფარგლებში განიხილება, ეკონომიკური, საფინანსო, საგარეო, აგრარული თუ სხვა საკითხები.


2.„მინისტრმა მიიწვია მხოლოდ იმ ბაღების წარმომადგენლები, სადაც მთავრობის წევრებს დაჰყავთ ბავშვები და შეღავათებზეც მათ ესაუბრა“ - ასოციაცია

მინისტრთან შეხვედრას კერძო ბაღების ძალიან მცირე ნაწილი ესწრებოდა, დანარჩენი მათგანისთვის კი შეხვედრის და შეთანხმების დეტალები დღემდე უცნობია. საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელი პავლე ქალიაშვილი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ მინისტრმა მიიწვია მხოლოდ ისინი, სადაც მთავრობის წევრებს დაჰყავს ბავშვები და მათთან დაახლოებულები არიან, შეღავათებზეც სწორედ მათ ესაუბრა. მისი თქმით, ასოციაციამ, რომელიც 140 ბაღს აერთიანებს შეხვედრაზე მიწვევა, კრიტიკული განწყობის გამო არ დაიმსახურა.


3.ქამრების შემოჭერის ნაცვლად 2021 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასები 60 მლნ. ლარით იზრდება

საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მთლიანი სახელფასო ანაზღაურება 2021 წელს იზრდება. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის თანახმად, მომდევნო წელს საჯარო სექტორში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებისთვის 1,614,671.1 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც 60 მილიონი ლარით მეტია 2020 წელთან შედარებით.


4.ნოემბერში საქართველოს იმპორტი 12.1%-ით, ხოლო ექსპორტი 13.4%-ით შემცირდა


2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 202.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.6 პროცენტით ნაკლებია.


5.რა უშლის ხელს საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას?!

პანდემიის დროს მოსალოდნელიც იყო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში შემცირდებოდა. კლება მიმდინარე წლის პირველივე კვარტალში დაიწყო, როცა მხოლოდ $174 მილიონი შემოვიდა ქვეყანაში.


6.„თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება“ - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება. ამის შესახებ მინისტრმა უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


7.„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა

მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა.


8.საკლუბო ბიზნესი მთავრობას მიმართავს

საკლუბო ბიზნესი მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. სექტორმა ოთხპუნქტიანი გეგმა შეიმუშავა.


9.KTW ჯგუფი 2021 წლიდან ორი ეკო სოფლის მშენებლობის დაწყებას გეგმავს

„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ 2021 წლიდან ორი ეკო სოფლის მშენებლობის დაწყებას გეგმავს, მათ შორის ერთი „ქინძმარაულის ღვინის სოფელი“ იქნება, რომლის მშენებლობა გაზაფხულზე უნდა დაიწყოს.


10.10 გრამი ღორის ხორცი და 0.5 კვერცხი - საარსებო მინიმუმის დასათვლელი ფორმულა 17 წელია არ შეცვლილა

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2020 წლის ოქტომბერში 187.7ლარით განისაზღვრა, ხოლო საშუალო მომხმარებლის ანუ ერთსულიანი ოჯახის კიდევ უფრო ნაკლებით - 166.3 ლარით.

თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up