დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-09 21:00:17

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

1. ინტერვიუ კობა გვენეტაძესთან: „გვქონდეს ისეთი საპროცენტო განაკვეთები, როგორიც ევროპაშია, შეუძლებელია“

საქართველოს ეკონომიკის გამოწვევების, პანდემიის გავლენის, ლარის კურსის, საბანკო სექტორის მდგრადობის ანალიზის, საპროცენტო განაკვეთების შემცირების პერსპექტივის, მაღალი დედოლარიზაციის პრობლემის, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების და სხვა საინტერესო თემების შესახებ „კომერსანტთან“ ვრცელი ინტერვიუს დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ისაუბრა.

 

2. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 9 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

 

3. „ჩინელები საქართველოში აშენებენ, ჩვენ სომხეთში ვაშენებთ“ - რატომ თანამშრომლობს სახელმწიფო რეპუტაციაშელახულ ჩინური კომპანიებთან

„ჩინელები საქართველოში აშენებენ, ჩვენ სომხეთში ვაშენებთ“,- ასე ეხმაურება „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი პაატა ტრაპაიძე საქართველოში პოლონეთის ელჩის, მარიუშ მაშკიევიჩის კრიტიკას ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის ჩინური კომპანიების შერჩევასთან დაკავშირებით.

 

4. ``სფერო, რომელიც წლობით ვითარდებოდა, ჩაიძირება`` - გამომცემლობების კრიზისი და 4 თვეში დისტანციურად მოსამზადებელი სასკოლო სახელმძღვანელოები

როგორ იმოქმედა შეზღუდვება და წიგნის მაღაზიების დახურვამ გამომცემლობების საქმიანობაზე, რომელთაც სულ რამდენიმე თვეში უნდა უზრუნველყონ განახლებული სახელმძღვანელოების კონკურსისთვის სასკოლო წიგნების მომზადება?


 

5. ჭავჭავაძის გამზირზე Burger king-ის ახალი რესტორანი იხსნება

ცოტა ხნის წინ,  ჭავაჭავაძის გამზირზე 55-ე სკოლის მიმდებარედ,  Burger King-ის ახალი ფილიალის გახსნისთვის მზადება დაიწყო. Burger King-ი საქართველოში პირველად  2013 წელს გაიხსნა და ამ დროისთვის ბრენდს რესტორნები უკვე 10 -ზე მეტ ლოკაციაზე აქვს წარმოდგენილი, მათ შორის რეგიონშიც.

 

6.იანვრიდან ზეთის ფასი მნიშვნელოვნად მოიმატებს

საქართველოში იანვრიდან ზეთი კიდევ გაძვირდება. ამის მიზეზი მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში საექსპორტო პროდუქციაზე ფასის ზრდაა, რასაც იანვრიდან ნედლეულის იმპორტზე გადასახადის ზრდა ემატება.

 

7.აშშ-ს ოფიციალური პირების ცნობით, Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდისას 6 ადამიანი გარდაიცვალა

ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული Biotech-ის მიერ შემუშავებული Covid 19-ის ვაქცინის ცდების პროცესში ექვსი ადამიანი გარდაიცვალა - 4 მოხალისე პლაცებოთი, ხოლო ორი პაციენტი, რომელსაც ვაქცინა გაუკეთეს -  საუბარია დოკუმენტში, რომელიც აშშ-ს კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების კონტროლის განყოფილებამ გამოაქვეყნა.

 

8.ANOUKI BEAUTY – ანუკი არეშიძემ კოსმეტიკის ხაზი დააანონსა

დღეს, უკვე არაერთ ცნობილ ადამიანს აქვს სილამაზის და თავის მოვლის პროდუქტების საკუთარი ხაზი. როგორც აღმოჩნდა, მალე ქართულ ბაზარზეც გაჩნდება დეკორატიული კოსმეტიკის ახალი ბრენდი და რაც, ამ ყველაფრის უკან ანუკი არეშიძე დგას. დიზაინერმა ინსტაგრამზე – ANOUKI BEAUTY დააანონსა.

 

9.ოკუპირებული აფხაზეთის შემოსავლის ნაკლებად ცნობილი წყარო - ავტომობილების რეექსპორტი რუსეთში

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბიზნესის კუთხით შემოსავლის არც თუ ისე ბევრი წყაროა - ძირითადად  ტურიზმი და კრიპტოვალუტების მოპოვება.  თუმცა, არის კიდევ ერთი, რომლის შესახებაც ბევრი არაფერია ცნობილი, ესაა  ავტომობილების რეექსპორტი რუსეთში.


10. რუსეთმა აზერბაიჯანიდან პომიდვრისა და ვაშლის იმპორტი აკრძალა

რუსეთის სასოფლო სამეურნეო ზედამხედველობის სამსახურმა (როსსელხოზნადზორმა) აზერბაიჯანიდან პომიდვრისა და ვაშლის იმპორტი აკრძალა.  გადაწყვეტილება ძალაში 10 დეკემბრიდან შედის.

 


თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up