დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

access_time2020-06-23 21:30:53

დღის Top-10 საინტერესო ამბავი


1.1 ლარი თუ 8 თეთრი - რეალურად რა შეღავათს მიიღებენ ფერმერები აგროდიზელის პროგრამით?

საქართველოს მთავრობამ სოფლის დახმარების პროგრამა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავა.სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ფერმერებისთვის აგროდიზელის პროგრამა სპეკულირების საგანი გახდა, თუმცა რეალურად არცერთ ბენზინგასამართ სადგურზე ამ შეთავაზებაზე დაბალი ფასი ვერ იქნება და ხშირ შემთხვევაში ის 50%-ით უფრო იაფია.„მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ფერმერებს სოფლიდან ბენზინგასამართ სადგურ „სოკართან“ მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ, მათ იქ მხოლოდ 8-11 თეთრით დაბალი ფასი ხვდებათ.


2.მადრიდიდან თბილისის მიმართულებით შესაძლოა პირდაპირი რეისები დაინიშნოს

ქართულ ავიაბაზარზე შესაძლოა მალე ესპანური ავიაკომპანია Air Europa გამოჩნდეს, მგზავრი კი თბილისიდან მადრიდში პირდაპირი რეისით ჩასვლას შეძლებს.როგორც ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გადაცემაში ბიზნესპარტნიორის ოთხეული განაცხადა, მადრიდი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნით ესპანური მხარეა დაინტერესებული.


3.ორ წლის შემდეგ მთავრობა იძულებულია რთველი ისევ დაასუბსიდიროს

საქართველოს მთავრობა 2020 წლის რთველის სუბსიდირებაზე 60 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ „კომერსანტს“ განუცხადა სუბსიდიის სტრუქტურა დამუშავების პროცესშია. მისი თქმით, სუბსიდია მხოლოდ რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე გავრცელდება.


4.დეველოპერული კომპანია m2 „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობას დაასრულებს

დეველოპერული კომპანია m2 „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობას დაასრულებს.ამის შესახებ დღეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული დოკუმენტი, მხარეების კომპეტენციის ფარგლებში, სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობას ითვალისწინებს.



5.საქართველოსა და თურქეთს შორის ფრენები ივლისიდან აღდგება

Turkish Airlines–ი საერთაშორისო ფრენებს 1 ივლისიდან აღადგენს, კომპანიის განახლებული ფრენების განრიგში საქართველოც არის. ამის შესახებ ინფორმაციას ABC.AZ აქვეყნებს.ავიაკომპანია ფრენებს სტამბოლიდან თბილისამდე კვირაში 7-ჯერ განახორციელებს.


6.ქართველები წელს საზღვარგარეთ მოგზაურობას არ გეგმავენ, ჯავშნები მომავალი წლისთვის კეთდება

15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურიზმისთვის გაიხსნა, ხოლო 1-ლი ივლისიდან ქვეყანა მზად იქნება, უცხოელი ტურისტები მიიღოს. გარდა ამისა, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომლის მოსახლეობა ზაფხულში საზღვარგარეთ მოგზაურობას შეძლებს. მიუხედავად ამისა, ქართული გამყვანი ტურისტული კომპანიები წლევანდელ სეზონზე ჯავშნების არარსებობაზე საუბრობენ.ტურისტული სააგენტო Be my guest-ის ხელმძღვანელი ნატა რუხაძე „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთის მიმართულებით საგზურები გაიაფდა, ქართველები წელს მოგზაურობისგან თავს იკავებენ და ტურებს მხოლოდ მომავალი წლიდან ჯავშნიან.


7.ჯარიმა სამმაგდება - სამინისტრო კლინიკების რეგულირების წესის შეცვლას გეგმავს

ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება. მათ შორის სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც.


8.„ლარის კურსის ხელოვნურად გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის ე.წ. რეფინანსირების სესხებია“-თემურ ბასილია

„პრობლემა არის ფუნდამენტალური – ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა“.ლარის ბოლოდროინდელი არასტაბილურობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ეს განცხადება „მსოფლიოს სავალუტო ფონდს“ ეკუთვნის. აღნიშნული განცხადება სსფ-მ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს ლარის მკვეთრი გაუფასურების ერთგვარი პასუხიც იყო.


9.2020 წლის 3 თვეში ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 19 მლნ. ლარზე მეტი აუნაზღაურა

2020 წლის 3 თვის განმავლობაში დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 39,006 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (ავტოკასკო) რაოდენობის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:ვრცლად იხილეთ „კომერსანტზე“. 


10.20 CEO-ს მოსაზრება - როგორ ხედავენ უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები პანდემიას?

კორონავირუსის პანდემიამ ყველა კომპანიის გეგმები და პროგნოზები გადაალაგა. საინტერესოა როგორ ხედავენ მომავალს და რაზე საუბრობენ მსოფლიოს გიგანტური კომპანიების ხელმძღვანელები პანდემიის გავლენებზე. The Wall Street Journal-მა მათი ფრაზები შეკრიბა. გთავაზობთ 20 ლიდერის მოსაზრებას:



თეგები:
Top-10



პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა
access_time2020-08-14 16:30:58
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო 5000-დან 6000 ლარამდე იზარალა. როგორც „კომერსანტს“ მუზეუმის დირექტორმა თინათინ მამასტარაშვილმა უთხრა, სხვა მუზეუმების მსგავსად ივნისის თვეში მუშაობის განახლება  ვერ შეძლეს, რადგან ფინანსების არქონის გამო რეგულაციებით გათვალისწინებული ნივთები ვერ  შეიძინეს. „ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და...

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან
access_time2020-08-14 14:10:52
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათ აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორამციას AgroTimes ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2 %, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში...

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე
access_time2020-08-14 13:00:41
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, ბირჟიდან მოხსნის შემდეგ ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო. ბოლო დღეებში ქართულ მედიაში საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილის და რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული გამამართლებელი არგუმენტების...

ივლისში ფულადი გზავნილები 22.1%-ით გაიზარდა

ივლისში ფულადი გზავნილები 22.1%-ით გაიზარდა
access_time2020-08-14 15:20:52
2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების...


მსგავსი სიახლეები

up