დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-07 21:00:02

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სასოფლო-სამეურნეო მიწა, სადაც სიმინდის ყანების ნაცვლად ავტოსადგომი ფუნქციონირებს, კორუფციული გარიგება თუ ხელისუფლების გულგრილობა

15 683 კვ. მ. მიწა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიზნით უნდა გამოიყენებოდეს. თუმცა, სავარაუდო კორუფციული გარიგებით, დღეს აქ ტირ პარკი - „მწვანე“ ფუნქციონირებს. ექსკლუზიურად „კომერსანტს“ სანდო წყარო უყვება, რომ ადგილობრივმა და ცენტრალურმა მთავრობამ კონკრეტულ სუბიექტებს მწვანე შუქი აუნთეს და ბიზნესსაქმიანობის უხეში კანონდარღვევით დაწყების უფლება მისცეს.


2.ინტერვიუ კობა გვენეტაძესთან: „ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გაცვლითი კურსის გამყარება ვერ იქნება“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ პატარა, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის მცურავი გაცვლითი კურსი საუკეთესო გამოსავალია. მისივე თქმით, არსებულ პირობებში მცურავი გაცვლითი კურსი არის საუკეთესო საშუალება საგარეო შოკების შთანთქმისთვის, რათა ეკონომიკა კრიზისისგან დაიცვას.


3.რატომ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის თითქმის ყველა პროექტის გახნის თარიღი - „თანაინვესტირების ფონდის“ განმარტება

5- ვარსკვლავიანი სასტუმრო მწვანე კონცხზე, მარიოტის უმაღლესი კლასის ბრენდის „Luxury Collection თავისუფლების მოედანთან, სასტუმრო და გოლფ კლუბი თაბორის მთაზე, 5 - ვარკვლავიანი სასტუმრო განმუხურში, „თანაინვესტირების ფონდმა“ ბიძინა ივანიშვილის თითქმის ყველა პროექტის გახნის თარიღი გადავადდა. „კომერსანტი“ დაინტერესდა რამ განაპირობა მრავალმილიონიანი პროექტების გახსნის თარიღების ცვლილება.


4.სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი ანაზღაურებული ზარალის მოცულობის მიხედვით


2020 წლის 9 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებულმა ზარალმა 250 934 009 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 182 294 945 ლარით ნაკლებია (2019 წლის III კვარტალში 433 228 954 ლარი იყო).


5.„ამ დარგების გარეშე ქვეყანა წელში ვერასდროს გაიმართება...“ - ლადო პაპავა

ქვეყანაში სპეციფიკური ეკონომიკური კრიზისია, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია მედიცინაში შექმნილი პრობლემით. შესაბამისად, სანამ მედიკოსები ვაქცინას და მკურნალობის ეფექტიან საშუალებას არ შეიმუშავებენ, ეკონომიკური კრიზისი ვერ დასრულდება, - ამბობს პროფესორი ლადო პაპავა.


6.„მზად ვართ ოჯახის ექიმების რაოდენობა კიდევ გავზარდოთ“ – „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“

Covid-19-ის მართვაში ჩართული ოჯახის ექიმების რაოდენობა სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ“ 30-მდე გაზარდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ნინა კობახიძემ განაცხადა, ეს გადაწყევტილება ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მიიღეს.


7.BP, ჰაიდელბერგი, კოკა-კოლა, მაკდონალდსი, Wizzair - ყველაზე დიდი უცხოური კომპანიები საქართველოში

1996 წლიდან 2020 წლის მეორე ნახევრამდე საქართველოში $21.763 მლრდ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. საიდანაც $9 მლრდ-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, ბრიტანეთის ჩათვლით. $4.1 მლრდ-ზე მეტი დსთ-ს ქვეყნბზე უკრაინის ჩათვლით, $8.2 მლრდ დანარჩენ სახელმწიფოენზე, $332 მლნ კი საერთაშორისო ორგანიზაციებზე.


8.საქართველოს საერთაშორისო რეზერვები $271 მლნ-ით გაიზარდა

ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს 24 სავალუტო ინტერვენციის შედეგად $823 მლნ გაყიდა, თუმცა იმავე პერიოდში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა $271 მლნ-ით $3.777 მლრდ-მდე გაიზარდა. მიზეზი ისაა, რომ ამ ხნის განმავლობაში სებ-ი ძირითადად სესხად მიღებული საერთაშორისო დახმარებით ვაჭრობდა და არა რეზერვებით.


9.რუსეთში სურსათის იმპორტის ჩანაცვლების პროგრამა ჩავარდა

რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ 2014 წელს ევროპიდან და ამერიკიდან კვების პროდუქტების იმპორტის აკრძალვა ადგილობრივი წარმოებს ზრდას და იმპორტის მაშტაბურ ჩანაცვლებას უზრუნველჰყოფდა. თუმცა, ეროვნული სარეიტინგო სააგენტოს კვლევის თანახმად, ამ პროგრამამ თითქმის არ იმუშავა და ძირითადად მოხვდა არა იმპორტის ჩანაცვლება, არამედ იმპორტიორი ქვეყნების შეცვლა. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ადგილი აკრძალული ევროპული და ამერიკული პროდუქციის სხვა ქვეყნებიდან რეექსპორტს აქვს.


10.Financial Times: თურქეთს ამერიკული სანქციები ელის

ამერიკის კონგრესმა თავდაცვის თაობაზე კანონპროექტი შეათანხმა და ის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თურქეთის წინაამღდეგ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენის გამო სანქციების დაწესებას აიძულებს. სავარაუდოდ, ამ დოკუმენტით დამსჯელი ზომები რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ში მონაწილე კომპანიების წინაამღდეგაც გამკაცრდება.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up