დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-04 21:30:27

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

1. ლარის გაცვლითი კურსის მორიგი შოკის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის ნიშნული შესაძლოა მშპ-ის 72%-მდე გაიზარდოს

ლარის გაცვლითი კურსის მორიგი შოკის შემთხვევაში, მაღალია ალბათობა სახელმწიფო ვალის ნიშნული მოულოდნელად მშპ-ის 72%-მდე გაიზარდოს. ასეთია აუდიტის სამსახურის ანგარიშის დასკვნა, რომელიც  ბიუჯეტის მეორე წარდგენის დოკუმენტს ეხება.


2. „კაპიტალის ბაზრის განვითარება ხელს შეუწყობს ბანკებს უფრო მეტი ბიზნესის დაფინანსებაში“ - ინტერვიუ ბაზისბანკის გენერალურ დირექტორთან

საბანკო სექტორის გამოწვევებზე, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ლარის გაუფასურების გავლენაზე, ჩინური კაპიტალის როლზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „კომერსანტთან“ „ბაზისბანკის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ ისაუბრა.


3. საქართველოში კორონავირუსის 5068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


4. ბექა ფერაძე: 6 ათასამდე ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს

საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო 5 792 ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს. ინფორმაცია მედიას შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ გააცნო.



5. ბოლო 5 წელიწადში ცხოვრება 22%-ით გაძვირდა - ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს სცილდება

წლიური ინფლაციის განაკვეთი ნოემბერში აპრილის პიკური 6.9%-იანი დონიდან 3.8%-მდე შემცირდა. კლების მიუხედავად, ის კვლავ აცდენილია ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელს. 2020 გამონაკლისი არ არის, 2015 წლის შემდეგ ეს უკვე მესამე წელია, როდესაც ინფლაციის განაკვეთი 3%-ს აჭარბებს.


6. ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქციის ფასზე აისახება - კულა

საკონსერვო კომპანია „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე  კომერციული ორგანიზაციებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის მატებას უარყოფითად აფასებს.


7.  „სტრადა მოტორსი“ ბელიაშვილზე coffee drive-ს გახსნის ( ფოტოები)

სტრადა მოტორსი ბელიაშვილზე coffee drive გახსნის. ამის შესახებ „კომერსანტს“ „სტრადა მოტორსის“ დამფუძნებელმა დავით ზაუტაშვილმა განუცხადა. ავტობიზნესის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე ახალ ბიზნეს მიმართულებას ავითარებს.


8. „მოედანი“ დედაქალაქში მთავარი ტურისტული ადგილი გახდება’’ - ავლაბარში მრავალფუნქციური კომპლექსი 2022 წელს დასრულდება

18 მილიონი დოლარის ინვესტიციით, ავლაბრის ძველ უბანში პროექტ „მოედანის“ მშენებლობა 2022 წლის ზაფხულში დასრულდება. მის შესახებ „კომერსანტს“ მრავალფუნქციური კომპლექსის მეპატრონემ ვახტანგ გურგენიძემ განუცხადა.


9. საქართველოდან ღვინის ექსპორტი 8%-ით შემცირდა

2015 წლის შემდეგ პირველად, ღვინის ექსპორტი 8%-ით 10 თვეში $163 მლნ-მდე შემცირდა. კლება აღინიშნება ისეთ დიდ ბაზრებზე როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი.


10. „ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?

დეკემბრის შუა რიცხვებში საცხოვრებელი ფართების დაჯავშნის სერვისი Airbnb-ი თავისი აქციების გასაყიდად გამოტანის პროცედურას დაასრულებს. პირველ ეტაპზე საუბარი იყო 30 მლრდ. დოლარის ფასიან ქაღალდებზე, დღეს კი - 35 მლრდ-ის.

 

თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up