დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-03 21:30:03

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 

 

1. „ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გაუნათლებელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“ - ეპიდემიოლოგი

 

 

„ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი. სუპერმარკეტებმა ისარგებლეს შემთხვევით და აღარც თერმოსკრინინგებს ატარებენ შესვლისას და აღარც სადეზინფექციოს გასხამენ,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ეპიდემილოგმა პაატა გამცემლიძემ ისაუბრა.

 

 

2. პროტესტი ჰანტელებით - ფიტნეს ცენტრების მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა

 

 

არსებობის სულ რაღაც ორთვიანი ისტორიით ბათუმის ფიტნეს-ცენტრი „რეფორმერი ფიტნესი“, ბოლო რამდენიმე დღეში საზოგადოებისთვის თავისი დაუმორჩილებლობით ერთერთი ყველაზე ცნობილი ბიზნეს ობიექტი გახდა. მიზეზი კი მთავრობის ორთვიანი შეზღუდვების მიმართ, ამ ფიტნეს ცენტრის პროტესტის ფორმა გახდა, რომელმაც აკრძალვის მიუხედავად, ფუნქციონირება გააგრძელა და ჯარიმასთან ერთად, ახლა მის დამფუძნებელს შესაძლოა „ამბოხის“ გამო, თავისუფლების აღკვეთაც კი მიესაჯოს.



 

3. „საქსტატის“ ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ზეთი 23%-ით, თევზეული 9%-ით, რძის ნაწარმი 8%-ით, პურპროდუქტები 7%-ით გაძვირდა

 

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 4.8 პროცენტით განისაზღვრა.

 

 

 

4. „ბანკებმა საპროცენტო განაკვეთი უნდა დაწიონ“ - „სტრადა მოტორსის“ გაყიდვები განახევრებულია


 

 

 „კოვიდ პანდემია როგორც ყველა სექტორს, მათ შორის საავტომობილო სფეროსაც უარყოფითად შეეხო. შეიძლება ვთქვათ, რომ გაყიდვები განახევრებულია“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „სტრადა მოტორსის“ დამფუძნებელმა დავით ზაუტაშვილმა განუცხადა. საქართველოში Jeep-ის, FIAT- -ისა და Alfa Romeo -ს  ექსკლუზიური დილერი კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბიზნეს სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს.

 

 

 

5. ბიძინა ივნაიშვილის Luxury Collection-ის გახსნის თარიღი ერთი წლით გადავადდა

 

 

 „თავისუფლების მოედანთან, კერძოდ კი ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე, მარიოტის უმაღლესი კლასის ბრენდის „Luxury Collection “, სასტუმროს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში განუცხადეს. მათი ინფორმაციით სასტუმროს მშენებლობა 2021 წელს დასრულდება. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ სასტუმრო 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გახსნილიყო, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო სასტუმროს გახსნა ერთი წლით გადავადდა.

 

 

6. „მოვითხოვთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშუალება 15 დეკემბირდან 3 იანვრის ჩათვლით მოგვეცეს, ამ პერიოდში ზარალი მილიარდ ლარამდე იქნება“ - რითეილის სექტორის მოთხოვნები მთავრობას



საცალო სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და დიდი სავაჭრო ცენტრები  სითი მოლი, თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, თბილისი ცენტრალი, გლდანი მოლი, ქარვასლა, რითეილ გრუპ ჯორჯია, ICR Holding, LC Waikiki GE, თრეიდლაინ -დრესაპ, ჯითექსი მთავრობას განცხადებით მიმართავენ.



 

7. ბაირახტარი – მთავრობამ არჩევანი გააკეთა, რომლითაც დაბალშემოსავლიანი ფენა შიმშილისთვის გაწირა

 

 

„თუ გაზაფხულზე შეზღუდვები შეცდომა იყო, ახლა ეს უკვე არჩევანია, რადგან ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ არ იმეორებენ. ეს არჩევანი მთავრობამ გააკეთა მაღალშემოსავლიანი ფენების სასარგებლოდ“,- ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აცხადებს.

 

 

 

8. „მთავრობა წინა საარჩევნო კონიუქტურიდან გამომდინარე დაეხმარა იმ ბიზნესს, რომელიც მისი დამფინანსებელია“- გიორგი კეპულაძე

 

 

რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ადვოკატის საათში“  საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მთავრობაც აღიარებს, რომ ეს შეზღუდვები ეკონომიკურ ზრდაზე დამატებით უარყოფით ზეგავლენას მოახდენს და ეს დამატებით 1% -იანი ვარდნა იქნება.

 

 

9. ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

 

 

რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.

 

 

10. Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

 

 

2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up