დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

access_time2021-05-18 21:00:36

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

1. რას გულისხმობს ტყითსარგებლობის ახალი წესი?! - სატყეო სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება

საქართველო ატარებს სატყეო სექტორის რეფორმაზე რამდენიმე წელია მუშაობს, ამ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ახალი ტყის კოდექსი, რომელმაც უპრეცედენტო რაოდენობის საჯარო განხილვები გაიარა.


2.  474 მლნ ლარიანი შემოსავლით კარფური საქართველოს რითეილ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს

ექვსმა დიდმა სუპერმარკეტების ქსელმა 2019 წელს საქართველოში 1.656 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღო. მათგან ყველაზე ბევრი - 474 მლნ „კარფურმა“ გამოიმუშავა მისი წილი მსხვილ ქსელებში 28%-ს აღემატება.


3. იტალიური წარმოების ვერტმფრენები ტურისტებისთვის - რა ღირს საჰაერო ტური თუშეთში?

თელავში მდებარე სასტუმრო „ზუზუმბომ“ იტალიური წარმოების AGUSTA  A-109K2 -ს მოდელის ორი ვერტმფრენი შეიძინა და რამდენიმე დღის წინ საჰაერო ტურების სერვისი წამოიწყო. როგორც სასტუმროს გენერალური მენეჯერი მაიკო რატიანი „კომერსანტს“ უყვება ვერტმფრენით მომსახურებას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა განსაკუთრებით ტურისტების მხრიდან.


4. კარაგანდაში, ქართველი ბიზნესმენის მონაწილეობით, ნახშირგამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა, რომელსაც დსთ-ს მასშტაბით ანალოგი არ აქვს

2021 წლის 12 მაისს ქალაქ კარაგანდაში წარმოებაში ოფიციალურად ჩაეშვა ახალი ნახშირგამამდიდრებელი ფაბრიკა რომელსაც დსთ-ს მასშტაბით ანალოგი არ აქვს.


 

5. ბორჯომის ქარხნების მუშაობა არ გაჩერებულა - კომპანია ‘ბორჯომი’ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ქალაქ ბორჯომში, პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ ორგანიზებული,  IDS ბორჯომი საქართველოს ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლების ნაწილის გაფიცვა მიმდინარეობს.


6. სასტუმროების მესამედი კრიზისის გამო გაიყიდა, ან იყიდება - ტურიზმის კვლევის ცენტრი

სასტუმროების და ზოგადად, განთავსების ობიექტების მესამედი საერთოდ ვეღარ გაიხსნება, ზოგი უკვე გასხვისდა, ზოგი გასხვისების პროცესშია და ზოგი ბანკმა წაიღო.


7. GEORGIA CAPITAL: ჩვენი პორტფელი 8,3%-ით გაიზარდა

საინვესტიციო ჰოლდინგმა „საქართველოს კაპიტალი“ (Georgia Capital) I კვარტალში ზრდის კარგ მაჩვენებლებზე განაცხადა.


8. Glovo-სა და პარტნიორ კურიერებს შორის შეთანხმება შედგა

Glovo-სა და პარტნიორ კურიერებს შორის შეთანხმება შედგა, კურიერების ნაწილს, რომლებსაც დროებით შეჩერებული ჰქონდათ წვდომა აპლიკაციასთან, ბლოკი მოეხსნათ და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.


9. Le Monde: უკრაინაში პუტინის პარტნიორი-ოლიგარქი დააკავეს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ გამოაცხადა, რომ გავლენიანი პრორუსი დეპუტატები და მეწარმეები ვიქტორ მედვედჩუკი და ტარას კოზაკი სახელმწიფო ღალატში არიან ეჭვმიტანილები.


10. მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები  - Forbes-ის ტოპ-10

ბოლო 12 თვის მანძილზე მსოფლიოს 10-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა სპორტსმენმა 1,05 მლრდ. დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 28%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს

 

 


თეგები:
top 20



ლარი მცირედით გაუფასურდა

ლარი მცირედით გაუფასურდა
access_time2021-08-03 18:00:52
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1048-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსი 3.1065-ზე დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან, 0.13 თეთრით 3.69.19-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.86 თეთრით 4.3247-მდე, თურქულ ლირასთან 0.17 თეთრით 0.3729-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.55 თეთრით 4.2633-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.92 თეთრით 6.3566-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი უმნიშვნელო 0.01 თეთრით 1.8265-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-03 21:00:09
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ბიზნესმენების აზრი – იყო თუ არა გახარია „ბოლი“ პრემიერი? ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი: „ბიზნესს გიორგი გახარიამ ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა. ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, მას სექტორის სასარგებლად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია“.   2. ინფლაცია 10–წლიან...

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
access_time2021-08-03 16:00:25
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:   „სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...   შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია,...

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ
access_time2021-08-03 17:00:00
ივლისში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და ორნიშნულიან მაჩვენებელს 11.9%-ს მიაღწია, რაც 10-წლიანი რეკორდია. ამ ფონზე, Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებს 2022 წელსაც. მისი თქმით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე იქნება და შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს მიმდინარე წლის დეკემბერში. “ივნისის ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შენარჩუნდა ივლისშიც, რომელსაც კიდევ ერთი ფაქტი ემატება,...

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up