დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-11-27 21:00:33

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება, რესტორნების 90%-ის სამუდამოდ დახურვას გამოიწვევს, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი უმუშევრად დარჩება.


2.„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“

ლოქდაუნი ლოქდაუნის გამოცხადების გარეშე, საქართველოს მთავრობა „წერტილოვანი შეზღუდვებით“ ქვეყანას სრულად კეტავს. ხვალიდან გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიხურება ფიტნეს დარბაზები, აუზები და სავაჭრო ცენტრები. სტუმრებს ვეღარ მიიღებენ ვერც რესტორნები და კვების ობიექტები. გამოცხადებულ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ელოდება, რომ ეს ფასი მხოლოდ მშპ-ს 0.7%-0.8% იქნება და არა ათი ათასობით ახალი უმუშევარი ქვეყანაში.


3.„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია.


4.ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება


საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


5.„ძალიან ბევრი სასტუმრო დაიხურება და ვერც შემდეგ სეზონზე გაიხსნება“ - Snow Plaza Bakuriani

28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, სათხილამურო კურორტებზე - ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია დამატებითი შეზღუდვები შემოდის. კერძოდ, სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად; ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.


6.„იქნებ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ ყველა რეგულაციაზე, რაც ბიზნესს ხარჯებს უზრდის“

„გვქონდა საშუალება, რომ მოვმზადებულიყავით ამ მძიმე პერიოდისთვის. პირველი დამნაშავე აქ ჯანდაცვის სამინისტროა, ის უნდა ყოფილიყო მზად, - ამის შესახებ კომერსანტს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია ესაუბრა.


7.ლადო პაპავა - სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება

მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას, რადგან მოლოდინია, რომ ამ გადაწყვეტილებით შემცირდება ინფიცირების მზარდი დინამიკა. სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფესორმა ლადო პაპავამ მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების ეკონომიკაზე გავლენის კომენტირებისას განუცხადა.


8.საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


9.„მომხმარებელს ონლაინ ვარჯიშებს შევთავაზებთ“ - ასპრია

„მთავრობის მხრიდან მესიჯები ჩვენთანაც იყო და როგორც ყველას შეზღუდვების მოლოდონი ჩვენც გვქონდა“ - ასე გამოეხმაურა მთავრობის მიერ ფიტნეს ბიზნესისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ასპრიას მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ანა ჩანგიანი.


10.„ახალი შეზღუდვების წყალობით, წელს ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად, 6-7%-ით შემცირდება“ - გიორგი კეპულაძე

„ახალი შეზღუდვების წყალობით, წელს ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად შემცირდება, ვიდრე ველოდით. დაახლოებით 6-7%-ით“, — ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე სოციალურ ქსელში წერს.

თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up