დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-11-26 21:00:26

დღის ტოპ 10 საინტერესო ამბავი:


1.  ორთვიანი შეზღუდვები - რა იკრძალება 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე?

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

 

2. 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.

 

3. კომპანიები საშემოსავლო გადასახადისგან კიდევ 6 თვით გათავისუფლდებიან

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კომპანიები საშემოსავლო გადასახადისგან კიდევ 6 თვით გათავისუფლდებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

 

4. ზამთრის კურორტები 2021 წლის 31 იანვრამდე არ გაიხსნება!

ზამთრის კურორტების გახსნა 2021 წლის 31 იანვრამდე გადაიდო. COVID-19-ის გამო ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძიზე და სვანეთში საბაგიროები გაჩერებული იქნება, სასტუმროებს უფლება აქვთ იმუშაონ მხოლოდ საკარანტინო/კოვიდ სივრცეებად.


 

5. პრემიერ-მინისტრი - ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

6. კლინიკა გული დაიხურა

კორონავირუსის გამო კლინიკა “გული” 10 დეკემბრამდე დაიხურა. კლინიკის ინფორმაციით, დაიხურა რეანიმაცია, ინტენსიური, ემერჯენსი, დიაგნოსტიკა და მხოლოდ კარდიოქირურგია ფუნქციონირებს. ინფიცირებულია კლინიკის დირექტორიც ანზორ მელიაც.

 

7. „მიუხედავად იმისა,რომ დაგვიანებულია... - სამი სასწრაფო ნაბიჯი ბიზნესის გადასარჩენად

„ ამ ზამთარს ბევრი ბიზნესი ვერ გადაიტანს, ბევრი უკვე იხურება და ასევე ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი. მინიმუმ 6 თვიანი შეღავათებია საჭირო. ასევე, ქონების გადასახადი უნდა დაპაუზდეს. ეს ყველაფერი რეალობაში რომ ვაქციოთ, პირველ რიგში, კომუნიკაცია უნდა აღდგეს, რომელიც არ არსებობს,“ - შეღავათები, კომუნიკაციის ნაკლებობა, კადრების შენარჩუნებაში ხელშეწყობა - რას ითხოვს ბიზნესი

 

8. Mountain City Pantiani - თბილისთან ახლოს ახალი დასასვენებელი კურორტი მოეწყობა (ფოტოები)

თბილისთან ახლოს, ბეთანიიდან 4 კილომეტრში მრავალფუნქციური სასტუმრო, საცხოვრებელი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი მოეწყობა. ერთ ჰექტარამდე ტერიტორიის კურორტად გადაკეთებას შპს,“პანტიანი“ გეგმავს.

 

9. რა არის „შავი პარასკევი“ და სად დაიწყო დიდი ფასდაკლებების ტრადიცია

შავი პარასკევი - არის პირველი პარასკევი ამერიკის ერთ-ერთი ეროვნული დღესასწაულის - მადლიერების დღის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, როგორც წესი 23-დან 29-რიცხვამდე. სწორედ ამ დღეს იწყება საშობაო ფასდაკლებების სეზონი.

 

10. უკვე აღარ ვიცით ვიცინოთ, თუ ვიტიროთ - რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაცია

„უკვე აღარ ვიცით ვიცინოთ, თუ ვიტიროთ.  ეს ყველაფერი ჩვენი სექტორისთვის უკვე დამდგარი რეალობა იყო და ახლა კომენტრის გაკეთება და პროგნოზები უაზრობად მიმაჩნია. მივწერეთ ეკონომიკის მინისტრს, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა მოგვცეს, მან გვიპასუხა, რომ გამოაქვეყნებს დაკონკრეტებულ დახმარების პაკეტებს,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ესაუბრა.

 


თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up