დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

access_time2020-06-09 21:30:31

დღის Top-10 საინტერესო ამბავი


1.აზერბაიჯანულ Yelo Bank-ს კრიზისის მიუხედავად დიდი გეგმები აქვს - ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკოლოზ შურღაიასთან

აზერბაიჯანული Yelo Bank, რომელიც თიბისის სტრატეგიული პარტნიორია ბაზარზე პოზიციების გამყარებას და ერთ-ერთ ლიდერად გადაქცევას გეგმავს. ბანკის მმართველი მენეჯერი ნიკოლოზ შურღაია საქართველოს საბანკო სფეროში წლების განმავლობაში მოღვაწეობდა.„კომერსანტი“ ბანკირთან ინტერვიუს გთავაზობთ.


2.როგორი იქნება ცენტრ პოინტისგან დაზარალებულების დასრულებული ბინები (ფოტოები)

Next Door-ი, არქი, თბილი სახლი, ანაგი და X2 — ეს იმ დეველოპერული კომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც ცენტრ-პოინტისგან დაზარალებულების 15 წლიანი პრობლემის მოგვარების პროცესში ჩაერთნენ და აუშენებელი თუ დაუსრულებელი საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობას განახორციელებენ.


3.პირველად სადაზღვევო ბაზარზე „ალდაგმა“ ლიდერის პოზიციები დაკარგა და რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა

პირველად სადაზღვევო ბაზარზე, მოზიდული სადაზღვევო პრემიით „თიბისი დაზღვევამ“ „ალდაგს“ გადაუსწრო და მესამე ადგილი დაიკავა. 2020 წლის 3 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი“ (47.83მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს „იმედი L“ (33.13 მლნ. ლარი) და „თიბისი“ (21.86 მლნ. ლარი). მეოთხე ადგილზეა „ალდაგი“ (18.94 მლნ. ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს სადაზღვევო კომპანია „არდი“ (18.33 მლნ. ლარი) იკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.


4.მთავრობის სახელფასო ფონდი 60 მილიონით შემცირდა - „პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები“


„ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რომელიც სწრაფად და ოპერატიულად შემუშავდა, სრულადაა მორგებული ჩვენს ანტიკრიზისულ საჭიროებებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბიუჯეტი უახლოეს პერიოდში დამტკიცდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. დღეს საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული ბიუჯეტი განიხილა.


5.ფოთში სამედიცინო ტურიზმის განვითარება იწყება - მალთაყვაში სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება(ფოტოები)

ფოთში მალთაყვის ნახევარკუნძულის განვითარების გეგმის ფარგლებში, ადგილზე სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება.მალთაყვის განაშენიანების გეგმა დასრულებული და უკვე დამტკიცებულია. მუნიციპალიტეტის მიერ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთა ერთად ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სხვადასხვა ინვესტორებისგან შეთავაზებული პროექტების განხილვა. ერთ-ერთი ასეთი პროექტია ფოთში სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი და სასტუმრო. როგორც ფოთის მერმა „გოჩა კურდღელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, აღნიშნულმა პროექტმა, რომელიც გენგეგმით გათვალისწინებულ რეგულაციებს აკმაყოფილებს მოწონება დაიმსახურა და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.


6.პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41.7%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის 1-ელ კვარტალში 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის 1-ლი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 41.7 პროცენტით ნაკლებია.


7.რუსულ ავიაკომპანიებს გადასარჩენად ქართული მიმართულების აღდგენა დასჭირდათ

რუსული ავიაკომპანიების ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესების მიზნით, მოსკოვში შემოდგომიდან საქართველოს და ეგვიპტესთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.


8.დავით ზეიკიძე ბიზნესომბუდსმენისგან „ლიდერფუდის“ საქმის შესწავლას მოითხოვს

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებელმა დავით ზეიკიძემ საქართველოს ბიზნესომბუდსმენს მიხეილ დაუშვილს წერილით მიმართა. ზეიკიძე ბიზნესომბუდსმენს სთხოვს, შეისწავლოს „ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავა და გასცეს საკუთარი რეკომენდაციები.


9.შეუძლებელია ინფლაციის მოთოკვა იმ პოლიტიკით, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს-პაატა ბაირახტარი

გასულ კვირას პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენდნენ. გვენეტაძეს დეპუტატების საკმაოდ მწვავე კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. მათ შორის იმაზეც, თუ რატომ ვერ ახერხებს უკვე 2 წელია ეროვნული ბანკი ინფლაციის მართვას. ცხადია, კობა გვენეტაძის გამოსვლას პარლამენტს გარეთაც, ეკონომისტებსა თუ აკადემიურ წრეებშიც მოჰყვა შეფასებები. სწორედ ეკონომისტსა და „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს ვთხოვეთ სებ-ის პრეზიდენტის გამოსვლის შეფასება. როგორც ბაირახტარი აღნიშნავს, სებ-ის პრეზიდენტის გამოსვლა დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაგვეთვალა, რომ არა ქვეყანაში არსებული ფასების საერთო დონე და ეროვნული ვალუტის მდგომარეობა.


10.„Tsikolia Watches“ 2020 წლის ბოლომდე საათების ოთხ ახალ მოდელს გამოუშვებს

„Tsikolia Watches“ 2020 წლის ბოლომდე საათების ოთხ ახალ მოდელს გამოუშვებს. ამის შესახებ „კომერსანტს თავად ცნობილმა ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ განუცხადა. დიზაინერი მედიაჰოლდინგთან დეტალურად განმარტავს, თუ როგორი იქნება ცნობილი და პოპულარული ქართული ბრენდის ახალი მოდელები.




თეგები:
Top-10



პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა
access_time2020-08-06 17:40:00
პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას ტვირთის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. სატვირთო გადაზიდვები სახელმწიფო კომპანიის შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს აგენერირებს. 2019 წელს რკინიგზამ ამ გზით 109.4 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია როგორც მშრალი, ასევე თხევადი ტვირთების გადაზიდვებმა. ჯამში რკინიგზამ გასულ წელს 174.2 მლნ დოლარის შემოსავალი...

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-06 16:00:25
6 აგვისტოს, ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ. 20 აგვისტომდე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:✔️ რიგა - თბილისი | ყოველ...

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე
access_time2020-08-06 16:30:15
ქვევრის ლუდის გამოჩენამ არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორია დამზადების ტექნოლოგია, როგორ ხვდება ლუდი ქვევრში, რამდენად მაღალია მომხმარებლების დაინტერესება და რა პოზიცია უჭირავს ქვევრის ლუდს საერთაშორისო ბაზარზე – ამ დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ მწარმოებელი კომპანიის Gotsa Wines-ის მფლობელს ბექა გოცაძეს დაუკავშირდა. „როგორც მეღვინეობაში მთავარი არის ყურძენი და ვენახი, ისე ლუდში მთავარია ალაოდა...

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის
access_time2020-08-06 19:50:38
ბოლო თვეებში ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის, 5 წლიანი უწყვეტი ზრდის შედეგები მე-2 კვარტალში დაინგრა, როდესაც ქვეყნის მშპ, ინვესტიციების და შიდა მოხმარების ვარდნის გამო 9,5%-ით დაეცა. 2020 წლის მე-2 კვარტალი ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო 75 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი იყო. ამის კარგი მაგალითია ნიუ-იორკი, სადაც მარტის დასაწყისიდან 2800 საწარმო დაიხურა, ხოლო 240 000 მცირე ოჯახური კომპანიიდან (ყავახანები, სილამაზის სალონები, პატარა...

მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურებს

მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურებს
access_time2020-08-06 11:30:25
იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე, ანტიკრიზისული გეგმის მე-3 ეტაპზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან განმარტა, პრინციპი იქნება იგივე და 200 კვ...


მსგავსი სიახლეები

up