დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-11-18 21:30:08

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად - მაიკ პომპეო

მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო იმყოფება ჩინეთიდან მომდინარე ვირუსის გამოწვევის წინაშე. მას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასათან შეხვედრისას განაცხადა.

 

2. „ფულადი გზავნილების ზრდა იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში დიდი გაჭირვება და უმუშევრობაა“

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა, სოსო ბერიკაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ფულადი გზავნილების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობას პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულად გაუჭირდა და ემიგრანტები ცდილობენ ხელმომჭირნედ იცხოვრონ, დაგროვილი თანხა კი ოჯახის წევრებს გამოუგზავნონ.

 

3. „ცენტრ პოინტის“ საქმე - რატომ იცვლებიან დეველოპერები და როდის დაკმაყოფილდება 6200 ოჯახის მოთხოვნა?!

„ ჩემი აზრით, თებერვლიდან დაიწყება მასიურად მუშაობა „ცენტრ-პოინტის“ ყველა ობიექტზე და თუ ასე არ მოხდა, მაშინ ჩავთვლი, რომ გადაგვაგდეს,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ცენტრ პოინტის ერთერთი დაზარალებული ესაუბრა.

 

4. ბანკებისთვის ყველაზე მიმზიდველი ვაჭრობისა და მომსახურების სექტორის დაკრედიტებაა


2020 წლის მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, პანდემიის მიუხედავად ბანკებისთვის ყველაზე მიმზიდველი ვაჭრობისა და მომსახურების სექტორის დაკრედიტება რჩება. თუმცა, სექტემბერში, ივნისთან შედარებით, საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა შემცირდა და გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 12.0% შეადგინა.

 

5. ბიტკოინი 2017 წლის რეკორდის მოსახსნელად ემზადება - მისი ღირებულება $17 700-ს გადასცდა

ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის ბიტკოინის ღირებულებამ $17 700-ს გადააჭარბა, რაც 2017 წლის დეკემბრის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე, პირველად ბოლო 35 თვეში, მისი კაპიტალიზაცია $300 მლრდ-ს გადასცდა.

 

6. გომარდულს ახალი ინვესტორი ჰყავს - რატომ ჩაიშალა სამთო-სათხილამურო კურორტის შექმნის გეგმა?!

კურორტი გომარდული ველნეს რეზორტად იქცევა. შუახევში მდებარე გომარდული, რომელიც წლებია დაყადაღებულია და რომლის ქცევასაც მთავრობა სამთო-სათხილამურო კურორტად გეგმავდა, დანიშნულებას იცვლის. მიზეზი კი ახალი ინვესტორის გეგმებია, რომელმაც სააქციო საზოგადოება „გომარდულისგან“ კურორტის ტერიტორია იჯარით აიღო და რომლის ინტერესებში ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტის მოწყობა სულაც არ მოიაზრება. 


7. ქართულმა სტარტაპმა მეხანძრის ინოვაციური ცეცხლგაუმტარი კოსტიუმი დაამზადა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდება

ქართული სტარტაპი Elven Technologies-ი ავსტრალიის, ამერიკის, იაპონიის და ევროკავშირის  ბაზრებზე გასასვლელად ემზადება. Elven technologies -ს პროდუქტი მეხანძრის კოსტიუმია, რომელიც სრულიად ცეცხლგაუმტარია და არსებული კოსტიუმებისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივად იცავს მაღალი ტემპერატურისგან მეხანძრეს. 


8. კორონავირუსმა Black Friday-ის წესები შეცვალა - როგორი იქნება პანდემიური შავი პარასკევი?!

კორონავირუსის პანდემიამ Black Friday-ის წესები შეცვალა, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში. მაგალითად, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „თბილისი მოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, Black Friday-ს ფასდაკლებები სამი დღე გაგრძელდება.


9.Focus: რას აპირებს ტრამპების კლანი არჩევნების შემდეგ?

საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის დამარცხების შემდეგ, აშშ-ში ყველა არა მხოლოდ პირადად მილიარდერის, არამედ მისი მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრების მომავალზე მარჩიელობს. ბოლო პერიოდამდე  მანჰეტენის მაღალ საზოგადოებაში ივანკა ტრამპის და მისი მეუღლის, ჯარედ კუშნერის ნიუ-იორკში დაბრუნებას გამორიცხავდნენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კუშნერის მულმა,  ტოპ-მოდელ კარლი კროსმა სატელევიზიო შოუ „პროექტ პოდიუმში მასთან  ერთად გამოჩენაც კი არ მოისურვა.

 

10. „ჩვენ აქ სომხური სახელმწიფოს ასაშენებლად ჩამოვედით, მაგრამ ახლა აქ არაფერი გვესაქმება“ - სომხები ყარაბაღიდან გარბიან

ლაჩინი - პატარა ქალაქია, რომლის გასწვრივ  მთავარი საავტომობილო გზა სომხეთს და მთიან ყარაბაღს შორის გადის - ყველასთვის კარგად ცნობილი ლაჩინის დერეფანი, რომელიც 1991-1993  წლების სისხლისმღვრელი ომის შედეგად ერევნის კონტროლს ქვეშ გადავიდა. იმ ომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანელებმა ლაჩინი სასწრაფოდ დატოვეს და დღეს ის სომხებითაა დასახლებული.


თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up