დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-11-16 21:00:17

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„ფინანსთა მინისტრის მოლოდინები არ გამართლდება“ - ექსპერტები 2021 წელს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას სკეპტიკურად უყურებენ

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზზე დაიგეგმება. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პანდემიის და მისგან გამომდინარე არსებული შეზღუდვების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.


2.Top 5-მა ბანკმა ჯარიმებიდან და საურავებიდან 9 თვეში 28 მლნ. ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

კომერციულ ბანკებს კორონავირუსის პანდემიის დროს კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან მიღებული შემოსავალი ჯარიმებიდან და საურავებიდან თითქმის გაუნახევრდათ. ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2020 წელს 9 თვეში ამ შემოსავალმა 34 531 577 ლარი შეადგინა, რაც 32 მილიონი ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


3.„ღამის განმავლობაში, როცა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ნაკლებია, ის იაფი ეღირება“ - დავით ნარმანია ახალი რეფორმის შესახებ

დავით ნარმანიას თქმით, მიმდინარე რეფორმებით ენერგეტიკის სექტორში ახალი ერა დაიწყება. მიღებულია ბაზრის, აუდიტის, ინვესტიციების შეფასების წესები, ხოლო ნოემბრის თვეში მარეგულირებელი საცალო ბაზრის წესებს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ტიპიური მომხმარებლები, როგორებიც არიან საოჯახო მეურნეობები და საწარმოები დარჩებიან მართვის ძირითადი პრინციპების ქვეშ.


4.ბაქსვუდი თბილისში ორი ახალი სკოლის გახსნას გეგმავს (ფოტოები)

ბაქსვუდის სკოლას ორი ახალი კორპუსი შეემატება, 2021 წელს წყნეთის კამპუსის მშენებლობის დასრულება იგეგმება. ხოლო მარშალ გელოვანზე, ბაქსვუდის სკოლა m³-ს კომპლექსში 2022 წლისთვის დაიწყებს მოსწავლეების მიღებას. პროექტის შესრულების საინვესტიციო მოცულობა ორივე კამპუსის შემთხვევაში 22 მილიონი ლარია.



5.„პოლიტიკური პროცესები და არაპროგნოზირებადი გარემო მოსახლეობას და ბიზნესს, ფულადი დანაზოგების მყარ ვალუტაში შენახვისკენ უბიძგებს“ - სოსო არჩვაძე

„ლარის კურსი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა, ვინაიდან მასზეა დამოკიდებული ოჯახების შემოსავალი, მათი მსყიდველუნარიანობა, ფასების დონე. რეალურად, ლარის კურსი უფრო მეტს აინტერესებს, ვიდრე არჩევნები“— რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო“ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე, ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს.


6.„სარბიელი“ ლევან კობიაშვილს მიმართავს - გამოდი და თქვი: მე წავედი!

„ფედერაცია მომხრეა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ვლადიმირ ვაისი დარჩეს“ როგორ ფიქრობთ, ვისი მარგალიტებია??? დიახ, ეს ბოლო ერთი წელიწადში თქვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა. სწორედ ამ სიტყვების გამო უნდა მოეთხოვოს მას პასუხი და ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, მისი მხრიდან, ერთადერთი სწორი ნაბიჯი მისივე მორყეული სკამიდან წამოდგომა და წასვლა თუ იქნება…


7.ევროპა აზერბაიჯანული გაზის მისაღებად ემზადება - რას მიიღებს საქართველო

„სამხრეთის გაზის დერეფანის“ მშენებლობა დასრულებულია.TAR -ის გაზსადენი( ტრანსადრეატიკული გზასადენი) იტალიურმა კომპანია Snam-მა ევროპის გაზის გამანაწილებელ სისტემას მიუერთა.


8.„ყოველი დღე 10-20 ობიექტის დასასრულია, 2-3 კვირის შემდეგ დახმარებას აზრი აღარ ექნება“ - რესტორატორთა ასოციაცია

,,დღევანდელი მონაცემებით, ობიექტების ძალიან დიდი რაოდენობა დახურულია, ეს არის კაფე-რესტორნების 70%“ - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა.


9.2019 წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა - „საქსტატმა“ მშპ-ს დაზუსტებული ანგარიში გამოაქვეყნა

საქსტატმა დღეს 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზომამ მიმდინარე ფასებში 49.2 მილიარდი ლარი ანუ 2019 წლის გაცვლითი კურსითვე 17.47 მილიარდი დოლარი შეადგინა.


10.ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის ექსპორტი გართულდა

აფხაზი გადამზიდავები რუსეთში აგრარული პროდუქციის ექსპორტზე გატანის პროცედურების მნიშვნელოვან გართულებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ტვირთის გაფორმება ჭიანურდება, ექსპორტიორებს კი საზღვარზე რამდენიმე დღის მანძილზე წვალება უწევთ. ზოგადად, ამ საკითხთან დაკავშირებით ოკუპირებულ აფხაზეთში პრობლემებმა ტრადიციული ხასიათი მიიღო, საზღვარზე ექსპორტიორებს უზარმაზარ საცობებში დგომა უწევთ, ხოლო რუსი მებაჟეები მათ ფულს სძალავენ.



თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up