დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-11-13 21:00:27

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1. „კომერსანტის“ მიმართვა ლევან კობიაშვილს - სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჯარიმებული გულშემატკივრების ჯარიმა ფეხბურთის ფედერაციამ გადაიხადოს

მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ მიმართავს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, რომ გუშინ ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჯარიმებული ყველა გულშემატკივრის ჯარიმის თანხა ფეხბურთის ფედერაციამ გადაიხადოს.

 

2. საკუთრი ქვეყნის ნაკრების გულშემატკივრობა დაფასებას იმსახურებს და ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს

საქართველოს ნაკრების გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით პოზიცია დედაქალაქის მერმა და ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემაც დააფიქსირა. კალაძე, რომელიც თამაშს სტადიონიდან ადევნებდა თვალს წერს, რომ ღამის საათებში დაჯარიმებულ მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნება და ჯარიმები ქომაგებს ტვირთად არ დააწვებათ.

 

3. სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების სადეზინფექციო საშუალებების შემოწმებას არ ახორციელებს

რა შემადგენლობისაა და გვიცავს თუ არა covid 19-ისგან ბაზარზე არსებული სადეზინფექციო საშუალებები, რომელსაც მოსახლეობა ყოველდღიურად დეზინფექციისთვის ვიყენებთ? რატომ ვლინდება ინფიცირების მზარდი მაჩვენებელი სხვადასხვა დაწესებულებებში, სადაც აუცილებელია ზედაპირებისა და ხელების სწორედ ამ ხსნარებით დამუშავება?

 

4. ახალი გეოპოლიტიკური რეალობა რეგიონში და მაიკ პომპეოს ვიზიტი - რა არის საქართველოს ბოლო იმედი?

რამდენად აისახება ახალი სავაჭრო და გეოპოლიტიკური რეალობის შექმნის პერსპექტივა და გადალაგება საქართველოს სავაჭრო პოტენციალზე, ამასთან დაკავშირებით ექსპერტების უმეტესობა, მიიჩნევს, რომ საქართველოზე გამავალ კორიდორს, კორიდორების კონკურენციაში დიდი უპირატესობა აქვს, თუმცა პასიურობით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების გარეშე ეს უპირატესობები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.


 

5. „ვალის ასეთი სწრაფი ზრდა ქვეყანას საგარეო კრედიტორებისთვის არასანდოს ხდის“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 62% იქნება. IMF-ის მისიის ხელმძღვანელის მერსედეს ვერა-მარტინის თქმით, გასათვალისწინებელია ორი მთავარი ფაქტორი: 1. პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ვალი ძირითადად არის დოლარში ან ევროში; 2. ეს ის დაფინანსებაა, რომელიც ხელისუფლებამ მოიზიდა პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად.

 

6. თუ ანაკლიის პორტის ინვესტორი ისევ არ გამოჩნდება, მთავრობამ შეიძლება გასცეს გარანტიები, რომ შეიყვანონ მათთან აფილირებული ბიზნესმენები და ტენდერი მოაგებინონ“ - გიორგი ქობულია

ანაკლიის პორტი ყოველთვის უპერსპექტივოდ მიაჩნდა საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულია. მისი აზრით, ამ პროექტის საინვესტიციო თანხის გასამართლებელი ტვირთების რაოდენობა არ დასტურდებოდა.

 

7.  საქართველო ახალი კალიფორნიაა ნუშის წარმოებაში - ინდოელი ინვესტორი

ინვესტორი და ნუშის გამოცდილი მწარმოებელი აშიშ კაპური საქართველოში 2018 წელს ჩამოვიდა. სიტუაციის შესწავლის შემდეგ მან კახეთში ფერმის შექმნა გადაწყვიტა - სწორედ ეს რეგიონი მიიჩნია მან ნუშის მოყვანისთვის იდეალურ ადგილად, პირველ რიგში შედარებით მშრალი და უნალექო კლიმატის გამო.

 

8. დედაქალაქში ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება (ფოტოები)

თბილისში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე მრავალფუნქციური დანიშნულების კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ არქიტექტურული პროექტის ესკიზი მოიწონა და დადებითი რეკომენდაცია გასცა.

 

9. თბილისში ბინების გაყიდვები 29%-ით გაიზარდა - „თიბისი კაპიტალი“

თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის ზრდის მაჩვენებელი დადებით ნიშნულს ინარჩუნებს და წლიურმა ცვლილებამ 29% შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ მორიგ კვლევაში.

 

10. Forbes: შვედეთმა კორონავირუსთან ბრძოლის თავისი სტრატეგიის სისუსტე აღიარა  

შვედეთმა აღიარა, რომ პროგნოზი, თითქოს შემოდგომაზე ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში უკეთესი იქნება ვიდრე სამეზობლოში, მცდარი აღმოჩნდა.

კოლექტიურ იმუნიტეტზე დამყარებულმა იმედებმა ვერ გაამართლა - შვედეთში ინფიცირებაც და სიკვდილიანობაც უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, სადაც ლოქდაუნი მოქმედებდა.

 

 


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up