დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-11-12 21:00:50

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 

 

1. „კომერსანტის“ ექსკლუზივი - სახელმწფო ორგანოების გულგრილობა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის სავარაუდო კორუფციული გარიგება


 

გაჩეხილი ორი ჰექტარი ტყის მასივი, დაგებული ასფალტი და აშენებული ორი ნაგებობა - ეს ყველაფერი მარნეულის მუნიციპალიტეტში უკანონოდ, სახელმწიფოს გვერდი ავლით განხორციელდა. ექსკლუზიურად „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი, რომ სოფელ ქუთლაირის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს ბიზნეს საქმიანობისთვის ამზადებენ. მედიაჰოლდინგს სანდო წყარო უყვება, რომ ყოველგვარი ნებართვის გარეშე, კონკრეტული ბიზნეს სუბიექტები მარნეულის მერიის თანამშრომლებთან სავარაუდო კორუფციული გარიგებით ტირ პარკს (ავტოსადგომი გადამზიდავი კომპანიებითვის) აშენებენ.

 

2. „სასწრაფოს პაციენტი არ მიჰყავს, სასტუმროებში ხალხი გვიკვდება„ - რას აკეთებდა მთავრობა მთელი ზაფხული?

 

 

უკვე ყოველდღიურად სოციალურ ქსელში covid19-ით ინფიცირებულების ან მათი ახლობლების არაერთ პოსტს ვკითხულობთ ჯანდაცვის სისტემასთან კომუნიკაციის უარყოფით გამოცდილებაზე. საუბარია ტესტების დაგვიანებულ პასუხებზე, ჰოსპიტლებში ადგილების დეფიციტზე,  შემთხვევებზე, როცა ტესტის გაკეთებას სიმპტომიანი ადამიანი 10 დღე ელოდება. უკონტროლო ეპიდვითარების თვალსაჩინო გამოვლინება კი გუშინ კორონავირუსით 45 ადამიანის გარდაცვალება იყო. დღეს ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 566-ია, დღიურად ინფიცირებულთა მაჩვენებელი კი  - 3000-ს აღწევს.


 

3. ვენდი’ს მენიუ 20 პროცენტით გაძვირდა - „როცა ხარისხი პრიორიტეტია“

 

„გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ვენდი’ს შესახებ და მიიღეთ 10 %-იანი ფასდაკლება მომდევნო შენაძენზე“ - ეს რეკლამა ვენდი’ს ვებ -ვერდზეა განთავსებული. ცნობილი ამერიკული რესტორნების ქსელი, მენიუზე იმ 10 პროცენტს გიკლებთ, რომელიც მანამდე გაზარდა. ბურგერი, ბეკონატორი, პრეტცელი, ჩიზბურგერი, ტოსტი და ა.შ მენიუზე ფასი მინიმუმ 20 პროცენტით გაძვირდა.

 

 

 


4. „კომერსანტის“ ექსკლუზივი - ყოფილ რესტორან სენატის შენობაში Aspria-ს ფიტნეს დარბაზი გაიხსნება (ფოტოები)

 

 

ვაკის პარკთან მდებარე რესტორან სენატის ყოფილ შენობაში, მალე Aspria-ს ფიტნეს დარბაზი გაიხსნება -ამის შესახებ „კომერსანტს“ ექსკლუზიურად Asprias-ს მარკეტინგის სამსახურში განუცხადეს. როგორც ფიტნეს ქსელის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი  ანა ჩანგიანი გვამცნობს, 2020 წლიდან კომპანია ასპრია ჰოლდინგ მეტის მფლობელობაში გადავიდა და ამჟამად კომპანია რებრენდინგს განიცდის, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქში სულ სამი ახალი ფიტნეს ცენტრი გაიხსნება.

 

 

5. ნიკორამ 2019 წელი 15 მლნ ლარიანი ზარალით დაასრულა - როგორია კონკურენტების მოგება

 

 

ნიკორას სუპერმარკეტების ქსელი 2019 წელს 30 ერთეულით გაიზარდა. მკვეთრი მატება აღინიშნება ასევე აქტივებისა და შემოსავლების ნაწილში, თანამშრომელთა რაოდენობამ 5000-ს გადააჭარბა, თუმცა კალენადარული წელი კომპანიამ მაინც 15 მლნ ლარი ზარალი დაასრულა. აუდიტორული დასკვნა GrantThornton-მა მოამზადა.

 

6. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზზე დაიგეგმება

 

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზზე დაიგეგმება. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პანდემიის და მისგან გამომდინარე არსებული შეზღუდვების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.


 

7. კოვიდინფიცირებული ვოლოდიმირ ზელენსკი კლინიკაში გადაიყვანეს

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეა ერმაკი კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ერმაკის მრჩეველი ავრცლებს.

 

8. მთავრობა ივენთ კომპანიებს საბანკო სესხებს დაუსუბსიდირებს

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ივენთ-კომპანიები დაემატა პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ ბიზნეს სუბიქტებს, რომლებსაც ხელისუფლება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ეხმარება.

 

 

9. Süddeutsche Zeitung: ომი ყარაბახში - ბოლო სიტყვა პუტინზეა

 

შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კავკასიაში კარგი ინფორმაციაა, თანაც ყველა მხარისთვის. აზერბაიჯანელები და თურქები თავს გამარჯვებულებად გრძნობენ, სომხებმა ომი წააგეს, თუმცა, რომ არა ეს დოკუმენტი მათი მარცხი გაცილებით უფრო მასშტაბური და საშინელი იქნებოდა. თუმცა, საბოლოოდ, რეგიონის ბედი მაინც მოსკოვში წყდება.

 

10. The Wall Street Journal: ამერიკა  5G ეპოქის ომებისთვის ემზადება

 

 

ამერიკელი სამხედროები ახალ ველზე ბრძოლისთვის ემზადებიან  - 5G ქსელები მთელს მსოფლიოში ფართოვდება. პენტაგონი იკვლევს, რამდენად შეუძლია ამ ახალ ტექნოლოგიას საბრძოლო მოქმედებების ტრანსფორმირება, კომუნიკაციების გაშლით და მისიების დაგეგმვით დაწყებული, საბრძოლო ტაქტიკით დასრულებული, მაგალითად დრონების ჯგუფების მართვით.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up