დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

access_time2020-06-01 21:30:40

დღის Top-10 საინტერესო ამბავი


1.ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი მიწოდების ჯაჭვი იქმნება, საქართველო მზად უნდა იყოს - ამერიკის სავაჭრო პალატა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მოსალოც წერილში 26 მაისს საქართველოსთან ეკონომიკის დივერსიფიცირების სამომავლო მოლოდინებს გაუსვა ხაზი. „ველი თქვენთან თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციასა და პოლიტიკური პლურალიზმის განმტკიცებაში, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში, რომლის საყრდენს წარმოადგენს დამოუკიდებელი სასამართლო, ასევე - ეკონომიკის დივერსიფიკაცია,“ - ნათქვამია დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილში.რას გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოსთან ერთობლივად ეკონომიკურ დივერსიფიცირებაზე აქცენტის გაკეთება? რა სფეროებშია შესაძლებელი ამ კავშირების გაღრმავება?-თემაზე ვრცლად „კომერსანტთან“ ამერიკის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მაიკლ ქაუგლი საუბრობს. 


2.სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც. როგორც მან ფეისბუკის პირდაპირ ეთერში თქვა, მისი ტესტირების პასუხი დადებითია.


3.იციკ მოშე და ცნობილი ქართველი მომღერალი ძველ თბილისში სასტუმროს აშენებენ (ფოტო)

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე და მომღერალი ია ჩანტლაძე თბილისის ისტორიულ უბანში სასტუმროს აშენებენ. კომპანიამ მშენებლობის ნებართვა და პროექტი თბილისის მერიასთან უკვე შეათანხმა. არქიტექტურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ იციკ მოშე 62 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.


4.განახლებული სასტუმრო „პარაგრაფი“ შეკვეთილში 15 ივლისს გაიხსნება

სასტუმრო „პარაგრაფი“ შეკვეთილში 15 ივლისს გაიხსნება, ამის შესახებ „კომერსანტს“ სასტმროს მენეჯერმა თამუნა ჯიჯიხიამ განუცხადა. „პარაგრაფში“ სარემონტო სამუშაოების გაჭიანურების გამო სეზონის გახსნა ჩვეულებრივზე გვიან მოხდება.



5.არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობის ფონზე მიმდინარეობს – არბევენ და წვავენ მაღაზიებს, პოლიციის მანქანებსა და შენობებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მინესოტის შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უაიარაღო აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობრივ მოპყრობას, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია და უფრო ფართო პრობლემას — პოლიციის მიერ აფროამერიკელებისადმი სასტიკ მოპყრობას.


6.წყნეთის სამთავრობო აგარაკები ინვესტორისთვის მიმზიდველი არ არის- ობიექტი ამ დრომდე ვერ გაიყიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ დაბა წყნეთში არსებული სამთავრობო რეზიდენცია და აგარაკები ელექტრონულ აუქციონზე ჯერ კიდევ გასულ წელს გაიტანა, თუმცა 2019 წლის დეკემბერში გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო.დღეს „კომერსანტს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში განუცხადეს, რომ აღნიშნული ობიექტი კვლავ არის განთავსებული სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებულ პროექტის საპრივატიზებო რუკაზე და ნებისმიერ დაინტრესებულ პირს აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს საინვესტიციო წინადადება, თუმცა როგორც ჩანს წყნეთის სამთავრობო აგარაკები ინვესტორისთვის მიმზიდევლი არ არის, რადგან ობიექტით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.


7.საქართველოში დიდი სავაჭრო ცენტრები და ღია სივრცის მქონე რესტორნები იხსნება

დღეიდან, 1 ივნისიდან საქართველოში მუშობის განახლებას შეძლებენ ყველა სახის მაღაზია, დიდი სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები და კაფეები.ყველა ობიექტმა უნდა დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური წესები. სავალდებულოა ნიღბის გამოყენება.


8.დღეს გახსნილ „თბილისი მოლს“ ბევრი მომხმარებელი სტუმრობს

„დღეიდან „თბილისი მოლი“ გაიხსნა და დილის 10 საათიდან მომხმარებლების ძალიან დიდი ნაკადი შეინიშნება, ჩვენს მოლოდინებსაც კი გადააჭარბა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „თბილისი მოლის“ კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ განუცხადა.ნატა გოგოლაძის ინფორმაციით, „თბილისი მოლმა“ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა და არც ერთი მაღაზია არ დახურულა.


9.ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება

არაერთხელ გადავადებული მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ვერც წელს ამოქმედდება. საკითხი დღის წესრიგში სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაბრუნდება. როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფრომა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კანონის მიღებას ხელი ახალმა კორონა ვირუსმა შეუშალა.


10.1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1172 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.1531 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.0950-ის ნიშნულზე იყო.




თეგები:
Top-10



ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია

ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია
access_time2020-07-13 16:30:17
„აიგრუპის“ ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები უკვე საქართველოშია.   საწარმოო ხაზი და ტექნოლოგიური სიმძლავრეები, რომელიც კომპანიამ პარტნიორისგან, ავტოინდუსტრიის ჩინური გიგანტი კომპანია „ჩანგანისგან“ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე შეიძინა და დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო, საქართველოში 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვიდა, ვინაიდან „კოვიდ-19“-ის გამო შექმნილმა ვითარებამ ლოგისტიკური შეფერხებები გამოიწვია.   ქუთაისში,...

საზღვრის კვეთა, ტესტირება, კარანტინი და პროცედურები - საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

საზღვრის კვეთა, ტესტირება, კარანტინი და პროცედურები - საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
access_time2020-07-13 15:32:31
საქართველოს მთავრობა საზღვრის კვეთასთან, ტესტირებასთან, კარანტინთან და შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე განთავსდა.   ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი?   ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი...

ვინ და როგორ იმარჯვებს უკონკურენტოდ ტენდერებში

ვინ და როგორ იმარჯვებს უკონკურენტოდ ტენდერებში
access_time2020-07-13 17:00:29
ბოლო დროს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო სულ უფრო ხშირად მიგვითითებს ქვეყანაში კორუფციის რისკების არსებობაზე, თუმცა ხელისუფლება პასუხად ამბობს, რომ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში მხოლოდ გაუმჯობესდა და შესაბამისად, როგორ შეიძლება ქვეყანა, ერთი მხრივ, მიმზიდველი იყოს ბიზნესის, გლობალური კონკურენტუნარიანობის ან თუნდაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, კორუფციაში იფლობოდეს. რამდენიმე თვის წინ საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებდა...

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება
access_time2020-07-13 14:30:00
ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.   „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესების ასეთი...

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
access_time2020-07-13 13:30:41
„მაგთიკომის“ დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. კომერსანტი  ჯოხთაბერიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „პარასკევს, 10 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკის საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი განიხილებოდა, მაგთიკომის დამფუძნებელმა, გია ჯოხთაბერიძემ, სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა, რომ , კახი ბექაურის...


მსგავსი სიახლეები

up