დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

access_time2020-05-29 21:30:34

დღის Top-10 საინტერესო ამბავი


1.როცა ინფლაცია ასეთი მაღალია და ლარი გაცამტვერებული, როგორ ვიტყვით რომ ეროვნული ბანკი კრიზისს თავს ართმევს

ლარის კურსი პანდემიის გავრცელებამდეც მაღალი მერყეობით ხასიათდებოდა, თუმცა COVID-19 -ის ეფექტმა უფრო მეტად შეასუსტა მისი პოზიციები. მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი და უკრაინული გრივნა - აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული რუსული რუბლი, თურქული ლირა - დაახლობით 16%-ით, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ინფორმაციას რეგიონში არსებული ეროვნული ვალუტების ცვლილების შესახებ, ეკონომიკური კვლევის ცენტრი აქვეყნებს.


2.უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა

საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტი წარადგინა, რომლის ჯამური მოცულობაც 434 მლნ ლარია. მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესს გადაარჩენს და განვითარების საშუალებას მისცემს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე ბათუმში, როგორ შეცვალა ბიზნესის რეალობა შავიზღვისპირეთში კოვიდ 19-მა და რა გამოწვევების წინაშე დგას სამშენებლო და დეველოპერული სექტორი.


3.Biletebi.ge-მ ექიმთან ჩაწერის პლაფტორმა შექმნა

Biletebi.ge-მ ახალი ონლაინ-პლატფორმა Eqimtan.ge-შეიმუშავა, რომელიც რამდენიმე დღეში ამოქმედდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ჩხიკვიშვილი „კომერსანტთან“ ექსკლუზიურად აცხადებს, ეს პლატფორმა პაციენტებს კლინიკებში ჩაწერისა და სატელეფონო კონსულტაციის მიღების საშუალებას მისცემს.


4.„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი


წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.


5.„Lolita“, „Cafe Stamba“, „Rooms Hotel Tbilisi“, „Fabrika“ დაგეგმილზე ადრე, 1 ივნისს გაიხსნება

აჭარა ჯგუფი“ რესტორნებსა და კაფეებს დაგეგმილზე ადრე გახსნის. „გვსურს სიხარულით შეგატყობინოთ, რომ ჩვენი შეხვედრა იმაზე მალე იქნება შესაძლებელი, ვიდრე გვეგონა!უკვე 1 ივნისიდან გიმასპინძლებთ Lolita-სა და Cafe Stamba-ს ღია სივრცეებში. ასევე, 8 ივნისიდან შეძლებთ ისიამოვნოთ Holiday Inn Tbilisi-ის ღია საცურაო აუზითა და ბარით.


6.ქართულმა კომპანიებმა შემოსავლების 65% ვერ მიიღეს

COVID-19-მა კომპანიების 65%-ს შემოსავლები გაუნახევრა, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა კი კომპანიებს ლიკვიდობის პრობლემა შეუქმნა.PwC საქართველოს ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხული კომპანიების 28%-ს უკვე შეექმნა პრობლემები ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებით, ნახევარი ამ გამოწვევის წინაშე 1-6 თვეში დადგება, 15% კი გეგმავს შემცირებების გარეშე ლიკვიდობის შენარჩუნებას.


7.ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს.მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას განსაკუთრებული ყურადღებით მიადევნოს თვალი, რადგან, მისი თქმით, აშკარად და მაღალი ხარისხით იკვეთება უსამართლობა, დანაშაული და შესაძლო კორუფციის ნიშნები.


8.გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.


9.თბილისის ზღვის კლუბი გაიხსნა

„თბილისის ზღვის კლუბი“ გაიხსნა და მსურველებს უკვე მასპინძლობს-ამის შესახებ „კომერსანტს“ კლუბის ადმინისტრაციაში განუცხადეს.მათი ინფორმაციით,არსებული რეგულაციის შედეგად, სტუმრებს აუზით სარგებლობა ჯერ არ შეუძლიათ. დაშვებულია მხოლოდ ზღვაში შესვლა და წყლის საშხაპეებით სარგებლობა.


10.2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.


თეგები:
Top-10



პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?
access_time2020-07-09 20:30:54
პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ (ვიცე-მარშალმა), დეპუტატმა მაგოჟატა მარია გოშიევსკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეხმაურება საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ...

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-09 21:30:12
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება  - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა
access_time2020-07-09 19:00:25
პროექტი „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ გულისხმობს გრძელვადიან კვლევით საქმიანობას, რომლის პირველი ეტაპი, თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების ბაზის შექმნას მოიაზრებს. კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ყოფილი რკინიგზის ჩიხი, ელექტროსადგური, რკინისა და ფოლადის მწარმოებელი საწარმო, ქიმიური წარმოება, ქარხნები და ფაბრიკები, სამრეწველო კომპლექსები. MUA-ს (Multiverse architecture) არქიტექტურულმა გუნდმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის თბილისის ინდუსტრიული...


მსგავსი სიახლეები

up