დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-11-09 21:00:34

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 

 

1. წყალს წაუღია მილიონები თუ მომავალი თაობებისთვის სოციალურ გარემოს არ ქმნი - ინტერვიუ ყოფილ ომბუდსმენთან, ბიზნესმენ დავით სალარიძესთან

 

35 წელი სხვადასხვა პოლიტიკურ სტრუქტურაში, ყოფილი შს მინისტრის მოადგილე,  დამოუკიდებელ საქართველოში სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, საგადასახადო სამსახურის პირველი თავკაცი და პირველი ომბუდსმენი 90-იან წლებში, საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, პროფესიით ინჟინერი და იურისტი დავით სალარიძე უკვე ბოლო 15 წელია ბიზნესის სფეროშია.  ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა სალარიძემ ცოტა ხნის წინ მამის, სახალხო არტისტის, ვახტანგ სალარიძის სახელობის მუსიკალური დარბაზი გახსნა და მალე ძველ თბილისში სასტუმროს აშენებას გეგმავს.

 

2. „კაპიტალის ბაზრის განვითარება ხელს შეუწყობს დამატებითი ლარის რესურსის გაჩენას და ეს სესხებსაც გააიაფებს“ - „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი

 

 

საქართველოს საბანკო სექტორში არსებული გამოწვევები, ქართული და ყაზახური ფინანსური სფეროს შედარება, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები და საერთაშორისო ბანკების მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული დაბალი ინტერესი. ამ და სხვა თემებზე Commersant-თან „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ ისაუბრა.

 

3. „თუ ლარის გაუფასურების ტრენდი შენარჩუნდება, მიმდინარე კვირას პროდუქცია 10 პროცენტით გაძვირდება“

 

„თუ ლარის გაუფასურების ტრენდი შენარჩუნდება, მიმდინარე კვირას პროდუქტი დაახლოებით 10 პროცენტით გაძვირდება“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ შპს „ჯი ემ ბილდინგის“ გენერალურმა დირექტორმა თემურ მინდორაშვილმა განუცხადა. პროფესიონალური სარეცხი და ჰიგიენის საშუალებების მწარმოებელ - იმპორტიორ კომპანიაში ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ბიზნესს დიდ დარტყმას აყენებს. სწორედ ამიტომ „ჯი ემ ბილდინგში“ ახალი სტრატეგია შეიმუშავეს, კომპანიაში ცდილობენ, რომ დეკემბრამდე პროდუქტის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირონ. თემურ მინდორაშვილი „კომერსანტს“ უყვება, რომ კომპანიის მოგება შემცირებულია, თუმცა კომპანიები მაღალი კონკურენციის გამო ფასს ზარალის პირდაპირ პროპორციულად ვერ ცვლიან.

 

4. CARREFOUR-ი საქართველოში ზარალიანია

 

 


473.68 მლნ ლარის შემოსავალი და 32.5 მლნ ლარის ზარალი - საქართველოში Carrefour-ის სავაჭრო ნიშნის წარმომადგენელი კომპანია ზარალზეა.

 

 

5. „პროდუქციაზე ფასები გაზრდა დეკემბრიდან მოგვიწევს“- შარმ ტრეიდინგი

 

ყოველდღიური მოხმარების საგნებისა და თავის მოვლის საშუალებების ყველაზე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის,  „შარმ ტრეიდინგის“  დირექტორის,  ვახტანგ საძაგლიშვილის თქმით,  დეკემბრიდან ფასები ლარის კურსის მაჩვენებლის შესაბამისად გაიზრდება.

 

6. მდგომარეობა კრიტიკულია, პროცესმა ქუჩიდან ოთახში უნდა გადაინაცვლოს - ლაშა პაპაშვილი

 

ბიზნესმენი, კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ 2020 წლის არჩევნების შემდგომ პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში ახლა კრიტიკული მდგომარეობაა.

 

7. Pfizer-მა COVID-19-ის წინააღმდეგ 90%-ით ეფექტიანი ვაქცინა შექმნა

 

აშშ-ს ფარმაცევტულმა კომპანიამ Pfizer-მა და მისმა გერმანელმა პარტნიორმა ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 90%-ით ეფექტიანია.

 

 

8. BBC: საქართველო ისევ საპროტესტო აქციებმა მოიცვა

 

„დაიცავი შენი ხმა“ - ასეთი ლოზუნგით თბილისში კვირას მორიგი საპროტესტო აქცია ჩატარდა, რომელზეც საზოგადოება განმეორებით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა.

 

9. Forbes: ბაიდენომიკა, ანუ როგორი იქნება აშშ-ს ეკონომიკა ბაიდენის პირობებში?

 

 

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია ტრადიციული შაბლონების დავიწყება - მაგალითად, ისეთის თითქოს დემოკრატების ეკონომიკური პოლიტიკა სოციალური შეღავათების დარიგებით და მაღალტექნოლოგიური გიგანტების ხელშეწყობით შემოიფარგლება. რეალობა, როგორც ყოველთვის, გაცილები უფრო მრავალფეროვანი.


 

10. საქართველოში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 1033 თბილისში, 411 აჭარაში და 782 იმერეთში გამოვლინდა

 

 

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up