დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-11-06 21:00:08

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.TOP 5 ბანკს „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა თითქმის 4-ჯერ გაეზარდათ

კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ბანკების ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 1.009.367.311 ლარი გახდა, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 256.530.591 ლარი იყო.


2.„ეპიდსიტუაციაში ჩართულობა ხარჯებთანაა დაკავშირებული, მითუმეტეს ლარის გაუფასურების გამო გაზრდილი ფასების პირობებში“ - სადაზღვევო კომპანიები

სადაზღვევო ინდუსტრია COVID-19-ის მართვაში ჩაერთო. ეპიდემიის მართვაში პირველადი მონაცემებით სადაზღვევო კომპანიების ჯამში 50-60 ოჯახის ექიმია ჩართული.


3.„3,20-ზე ლარის კურსი ეროვნულმა ბანკმა საარჩევნოდ დაიჭირა, ახლა უკვე ინტერვენციის მოტივაცია აღარ აქვს“

ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს, შეუძლებელია, ლარის კურსზე არ აისახოს. რამ გამოიწვია და გაგრძელდება თუ ლარის კურის გაუფასურებას კომერსანტი ეკონომისტებსა და ფინანსისტებს ესაუბრა.


4.MYWAY AIRLINES-ს ახალი მფლობელი ჰყავს


ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ს ახალი მფლობელი ჰყავს. ავიაკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი Plus Aviation Investment-ია.


5.Fitch: 7 ქართული ბანკის პროგნოზი დღეს ნეგატიურია

სააგენტო საქართველოში 7 ბანკს აფასებს და მათი პროგნოზი დღეს ნეგატიურია. Fitch რეიტინგის გადახედვას მომდევნო წელს გეგმავს.


6.TAV GEORGIA-ს შემოსავლები 74%-ით შეუმცირდა

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველ „ტავ ჯორჯიას“ შემოსავლებში მკვეთრი კლება აქვს. 2020 წლის 8 თვეში, დაგეგმილთან შედარებით, კომპანიის შემოსავლები შემცირებულია 144 მილიონ ლარამდე [-74%], წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კი 133 მილიონ ლარამდე [-73%].


7.„ტენდერებში მონაწილეობას აზრი აღარ აქვს, სახელმწიფოს შარშანდელი ფასები აქვს დაფიქსირებული“

პროფესიონალური სარეცხი და პერსონალის ჰიგიენის საშუალებების უმსხვილეს მწარმობელ - დისტრიბუტორ კომპანიაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო ტენდერებში, სადაც მათი თქმით, მოგების დაბალი მარჟაა, „კლინტექ“-ი არ მონაწილეობს, რადგან ლარის რეკორდულად გაუფასურების ფონზე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღება კომპანიისთვის წამგებიანია.


8.შეამცირებს თუ არა „კოკა-კოლა“ საქართველოში წარმოდგენილ ბრენდებს - თემურ ჭყონიას პასუხი

„კოკა-კოლა“ ამცირებს იმ ბრენდებს, რომელიც ადრე შეძენილი ჰქონდა სხვადასხა კომპანიისგან და არ გამოდგა ისეთი პოპულარული. ყოველ შემთხვევაში, ვერ მოიტანა ის შედეგები, რომელსაც ელოდნენ“, - ამის შესახებ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დაფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განაცხადა.


9.საქართველოს ბიზნეს ასოციაცია: „სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება საგანგაშოა და საჭიროებს დროულ ჩარევას“

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, როგორც ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას საქართველოში, გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში ლარის შემდგომ გაუფასურებას და შიდა სავალუტო ბაზარზე შექმნილ არასტაბილურ კონიუნქტურას.


10.Forbes: როგორ გადაიტანა საპრეზიდენტო არჩევნები ნიუ-იორკმა

წინა კვირის პარასკევიდან მსოფლიოს მთავარი ქალაქი არეულობის მოლოდინში იყო. თუმცა, არც არჩევნების დღეს და არც არჩევნების შემდეგ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, იყო გამოსვლებიც, შეტაკებები პოლიციასთან, თუმცა, ლოკალური და უმნიშვნელო.

თეგები:
Top 10



იპოთეკის სუბსიდირება, ბავშვთა შემწეობის გაორმაგება, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმება – პრემიერ–მინისტრის პარლამენტში გამოსვლის ძირითადი თეზისები

იპოთეკის სუბსიდირება, ბავშვთა შემწეობის გაორმაგება, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმება – პრემიერ–მინისტრის პარლამენტში გამოსვლის ძირითადი თეზისები
access_time2021-06-25 16:30:13
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის 25 ივნისის პლენარული სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  ღარიბაშვილმა ანგარიში და ქვეყნის  განვითარების 10-წლიანი გეგმა წარადგინა. მისი თქმით, ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის რეგიონების განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შემქნა...

„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს“ - ლევან ვეფხვაძე

„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს“ - ლევან ვეფხვაძე
access_time2021-06-25 14:50:47
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტურიზმის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც სექტორში არსებულ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების გადინება და შედეგად მათი სხვადასხვა ინდუსტრიებში გადანაწილება დასახელდა. ასოციაციის წევრი კომპანიებისა და კომიტეტის...

თინუსის სენდვიჩი თინუსისა და პურის გარეშე – NYT–ის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში Subway–ს წარმომადგენელი პასუხობს

თინუსის სენდვიჩი თინუსისა და პურის გარეშე –  NYT–ის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში Subway–ს წარმომადგენელი პასუხობს
access_time2021-06-25 16:00:51
Subway–ს რესტორნების ქსელს ახალი პრობლემა აქვს: The New York Times–ის დამოუკიდებელმა გამოძიებამ ირიბად დაადასტურა, რომ პოპულარულ სენდვიჩში ჩადებული თინუსი არ აღმოჩნდა რეალური თინუსი. გამოძიების შედეგი თანხვედრაშია აშშ–ში მიმდინარე წელს გაკეთებულ კოლექტიურ სარჩელთან. გასულ წელს ირლანდიის სასამართლომ დაადგინა, რომ ამ პროდუქტში არც პურია პური. ამის შესახებ The New York Times წერდა. ამ თემაზე „კომერსანტი“ საქართველოში Subway–ს  წარმომადგენელს გივი ორდენიძეს დაუკავშირდა,...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2021-06-25 13:55:24
დღეიდან თიბისი ფეის ვებგვერდსა და აპლიკაციაში ნებისმიერი სერვისის გადახდას საკომისიოს გარეშე შეძლებთ.   თიბისი ფეი არის პორტალი, სადაც თავმოყრილია 1000-ზე მეტი სერვისი. აქ შესაძლებელია გადაიხადოთ სხვადასხვა ტიპის გადასახადი, ასევე გადარიცხოთ ან მოითხოვოთ თანხა.   www.tbcpay.ge-ს მეშვეობით შეგიძლიათ დაფაროთ კომუნალური გადასახადები, საბანკო და სადაზღვევო თანხები, გადაიხადოთ სწავლის საფასური, შეიძინოთ სასაჩუქრე ბარათები...

ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოდის

ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოდის
access_time2021-06-25 13:50:20
ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საშემოსავლო გადასახადის 15–18%–მდე შემცირების ინიციატივით გამოვიდა. „თუ გვინდა რომ შემოსავალი გავზარდოთ, საშემოსავლო გადასახადი ქვეყანაში უნდა იქნას დაწეული. თუ საშემოსავლო გადასახადს დავწევთ 15-18 პროცედნტამდე, მე გარანტიას გაძლევთ, რომ ქვეყანა მიღებს მშპ–ის საკმაოდ სერიოზულ დანამატს და შეოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი...


მსგავსი სიახლეები

up