დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

access_time2021-04-15 21:00:15

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. დაბლოკილი პარალელური იმპორტი და მოსყიდული ექიმები - რატომ ღირს ძვირი წამლები

 

მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემა რომ არის იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ ფარმაცევტული კომპანიებიც, თუმცა ფაქტი ერთია, საუბართან ერთად ფასები მხოლოდ და მხოლოდ იზრდება.

 

 

2. „სახელმწიფო ყადაღადადებულ ქონებას ჰყიდის, რომლის გასხვისება ეკონომიკის სამინისტროს აკრძალული აქვს

 

 

სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხი უკვე რამდენიმე წელია აქტუალურია, თუმცა ოფიციალურად დღის წესრიგში ეს საკითხი 2019 წლის მიწურულს დადგა, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო სახელმწიფო ქონების პირივატიზების ახალი ტალღა, „100 შეთავაზება ბიზნესს“. მასშტაბური საპრივატიზებო პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ ფარგლებში მთავრობამ ორი კვირის წინ დამატებით ახალი ობიექტები გამოიტანა გასაყიდად, თუმცა გუშინ გამოტანილი 10 სახელმწიფო კომპანიიდან ვერცერთი გაიყიდა.

 

 

3. „M2“-ის სასტუმრო მერიამ პროექტის დარღვევისთვის 15 000 ლარით დააჯარიმა

 

 

მელიქიშვილის გამზირზე სასტუმროს „RAMADA BY WYNDHAM TBILISI“ -ის გახსნის თარიღმა შეიძლება გადაიწიოს. მიზეზი არის ის, რომ კახა კალაძის მთავრობამ „M2“ მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული პროექტის შეთანხმებაზე 2020-21 წლებში უარი სამჯერ უთხრა. უმსხვილესი დეველოპერული კომპანიამ განაცხადი მეოთხედ არქიტექტურის სამსახურში 12 აპრილს შეიტანა. ჯერჯერობით უცნობია დედაქალაქის მთავრობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან პროექტი განხილვის სტადიაშია.

 

 

4. ემიგრანტებმა სამ თვეში $0.5 მლრდ გადმორიცხეს


 


ფულადი გზავნილების მოცულობა მარტში გასული წლის ანაოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად 49.5%-ით გაიზარდა და $188 მლნ-ს გადააჭარბა. რაც შეეხება კვარტალურ მაჩვენებელს წლის პირველ სამ თვეში საზღვარგერეთიდან საქართველოში რეკორდული ოდენობის - $499 მლნ-ის თანხა გადმოირიცხა - 28.4%-ით მეტი ვიდრე შარშან ამ დროს.

 

 

5. ეროვნული ბანკის რეზერვები ერთ წელიწადში $702 მლნ-ით გაიზარდა


 

ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით $4.101 მლრდ შეადგინა, რაც იანვრის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით უმნიშვნელოდ $0.3 მლნ-ითაა შემცირებული, გასული წლის მარტთან შედარებით კი $702 მლნ-ითაა გაზრდილი.

 

 

6. ნიკოლოზ ბასილაშვილს ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა უჩივის

 

 

 

მსოფლიოს 36-ე ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალი გრძელვადიანი სასამართლო განხილვა ელოდება. როგორც კომერსანტმა გაარკვია ყოფილი ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა ჩოგბურთელისგან კონტრაქტით გათვალისწინებული საკომისიოს ანაზღაურებას  მოითხოვს.

 

 

7. ნათია თურნავა - საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings - ი შეასრულებს

 

 

 

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings, რომელიც Lufthansa Group-ში შედის, საქართველოს მიმართულებით რეგულარული ოპერირების დაწყებას განიხილავს. ეკონომიკის სამინისტრო ცნობით, ავიაკომპანიამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვის მისაღებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე ოფიციალურად მიმართა.

 

 

8. „მოლოდინების მიუხედავად უძრავ ქონებაზე ფასი არ შემცირდება“ - დავით კენჭაძე

 

 

„პანდემიიდან გამომდინარე არავინ იცის რა იქნება, შესაბამისად ადამიანები გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ იმის შესახებ თუ რა ფასად უნდა შეიძინონ ან გაყიდონ ქონება“, -  ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“„DK Capital“ - ის გენერალურმა დირექტორმა დავით კენჭაძემ განაცხადა.


9.Bloomberg: რუსულ ობლიგაციებს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს



ოლო თვეებში რუსული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა მკვეთრად გაზრდილია, რამაც მათ მიმართ ინვესტორთა ინტერესი გააღვივა. თუმცა, სწორედ დღეს, როდესაც ეს მაჩვენებელი წლიურ მაქსიმუმს მიუახლოვდა, რუსული სახელმწიფო ობლიგაციების წინაამღდეგ სანქციები სრულიად რეალური პერსპექტივა გახდა.


10.Frankfurter Allgemeine: რუსეთი თურქეთს სჯის


მოსკოვმა თურქეთთან ავიამიმოსვლა 1 ივნისამდე აკრძალა. ამის მიზეზად თურქეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დასახელდა.

 

შესაძლოა, ეს მართლაც ასე იყოს - ბოლო კვირების მანძილზე ინფიცირების რიცხვი თურქეთში რეკოდრებს ხსნის, თუმცა არის მოსაზრებაც, რომ ეს მხოლოდ საბაბია, რეალურად კი საქმე სულ სხვა რამეშია.



თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up