დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანაა და მასზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად იზრდება. ამას ადასტურებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც. 2020 წლის წინასწარი მონაცემებით იანვარ-სექტემბერში რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 12.8 პროცენტია.
2.კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე.
3.„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ სამომავლოდ, საქართველოში ფრენების აღდგენას.
4.რატომ არის საქართველოში ყველაზე ძვირი სესხი რაჭა-ლეჩხუმში
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საშუალო პროცენტი სესხებზე 14,2%-ია, თუმცა, ეს მაჩვენებელი განსხვავდება რეგიონების მიხედვით.
5.განვითარებისთვის აუცილებელია კოალიციური მთავრობა, სადაც იქნება შეჯიბრი სწორი გადაწყვეტილებებისთვის
კომერსანტი“ ბიზნესმენების მოსაზრებით დაინტერესდა, თუ როგორ აისახა მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები ბიზნესგარემოსა და მოქალაქეებზე. მიიღო თუ არა ბიზნესმა „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“ და რა მოლოდინი აქვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან?
6.რაც დააანონსა მმართველმა გუნდმა, იმაზე მეტი გაკეთდა ბიზნესისთვის - ზურაბ ჩხაიძე
„რაც დაანონსდა, რა დაპირებაც იყო თავის დროზე მმართველი გუნდისგან, იმაზე მეტი გაუკეთა სახელმწიფომ ბიზნესს. ვისაც არ უნდა, რომ ეს ყველაფერი გაიგოს, ის უბრალოდ ზარმაცია, ეზარება შრომა და ასეთ ხალხს სამწუხაროდ პირი აქვს ღია და სთხოვს სახელმწიფოს მარჩინეო,“ - ასე აფასებს კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე მმართველი გუნდის ბოლო 8 წლიან საქმიანობას ბიზნეს-გარემოსთვის.
7.ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა.
8.რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“
9.ლევან კობერიძე ქართული ოცნების ვაკის კანდიდატს კიდევ ერთხელ იწვევს დებატებში
პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ ლევან კობერიძე ქართული ოცნების ვაკის კანდიდატს კიდევ ერთხელ იწვევს დებატებში.
10.Washington post: როგორ უნდა შეჩერდეს ომი ყარაბაღში
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა ნამდვილი კოშმარია დიპლომატისთვის. შემტევ მხარეს მიღწეულ გამარჯვებებზე უარის თქმა არ სურს, დამცველს კი ძალის მუქარით დათმობებზე წასვლა. ყარაბახში წლების მანძილზე არსებული სტატუს-კვო სომხეთს აწყობდა, თუმცა, დღეს უკვე მისი შენარჩუნება შეუძლებელია.