დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

access_time2020-05-15 20:45:59

დღის Top-10 საინტერესო ამბავი


1.კოვიდ-19-ის მსოფლიო ზარალმა შესაძლოა $8.8 ტრილიონს მიაღწიოს-ADB-ის ანგარიში

მსოფლიო ეკონომიკამ ახალი კორონავირუსის (კოვიდ19) პანდემიის შედეგად შესაძლოა 5.8-დან 8.8 ტრილიონ აშშ დოლარამდე იზარალოს, რაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6.4%-დან 9.7%-მდეა, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის დღეს გამოქვეყნებულ (ADB) ანგარიშში.


2.„პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფოს პროგრამამ მოლოდინს გადააჭარბა“-„ფერმერთა ასოციაცია“

საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც მცირე, საშუალოდ და მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას ისახავს მიზნად. პროგრამის ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა და ის საწვავის, ქიმიკატების, მელიორაციის, ლიზინგის, ხვნის, აგროწარმოებისა და სესხების სუბსიდირება-თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროექტი, ასევე ითვალისწინებს რამდენიმე უკვე არსებული პროგრამის, იაფი აგროკრედიტის, „დანერგე მომავალის“ და სხვების დაფინანსებების გაფართოებას.საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილმა პროგრამამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მასში ფერმერთა თითქმის ყველა სურვილია გათვალისწინებული.


3.„ 25 მილიონი დოლარის მოთხოვნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მიერ შეიძლება ფინანსურ სიძნელეებთანაც იყოს დაკავშირებული“-სერგო ჩიხლაძე

„25 მილიონი დოლარის მოთხოვნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიერ“ შეიძლება ფინანსურ სიძნელეებთანაც იყოს დაკავშირებული, თუმცა, თუ მათ წლიურ ანგარიშებს გადავხედავთ, საკმაოდ დიდ მოგებაზე გადიან და სუფთა მოგების მაღალი მაჩვენებელი აქვთ.“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ჯანდაცვის ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.


4.„ახტალაში“ ტურისტული სეზონი შეზღუდვების მოხსნისთანავე განახლდება, კურორტის სრული რეაბილიტაცია კი 2023 წელს დასრულდება

სამკურნალო-ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალას“ ახალი შენობა 2023 წელს დასრულდება.ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, საუბარია, მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე. კურორტზე არსებული ძველი შენობა კი სეზონის გასხნას, 15 ივნისიდან ქართველ, ხოლო ივლისიდან უცხოელ დამსვენებლებსაც ელოდება-ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის ხელმძღვანელმა გიორგი უტიაშვილმა განუცხადა.



5.“საქართველოდან 100 მილიონამდე ბოთლი ღვინო გადის, რომლის საშუალო ფასი 2.30 დოლარია, ეს არის სამარცხვინო ფასი ღვინისთვის”

პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, იმ ღვინის ფასი, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე გადის, სამარცხვინოა.


6.თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია გახდა

„კომერსანტის“ ინფორმაცია დადასტურდა, თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი ებანოიძემ თანამდებიობა დატოვა. აღნიშნულ პოსტზე ის ანდრია ბასილაიამ შეცვალა.ამის შესახებ ინფორმაცია „„კომერსანტს“ თბილისის მერიაში დაუდასტურეს.


7.“ქვეყანაში დღეს ნატურალური რძის დეფიციტია და ამას რძის ფხვნილით ვავსებთ“- მინისტრის მოადგილე

“ქვეყანაში დღეს გვაქვს ნატურალური რძის დეფიციტი და ამას რძის ფხვნილით ვავსებთ,“- ასეთია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის პასუხი იმ ფერმერებსა და ასოციაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც მთავრობას ნატურალური რძის სუბსიდირება მოსთხოვეს.


8.„არ ვარ დარწმუნებული ანაკლიის პორტის პროექტის საჭიროებაში, ყველამ იცის რომ არარენტაბელურია, მაგრამ ამის თქმის ეშინიათ“-გიორგი ქობულია

„ზოგადადაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საერთოდ საჭიროა, ბოლომდე გააზრებული არ არის. ყველამ იცის რომ ეს არარენტაბელური პროეტია, მაგრამ ახლა ეშინიათ რომ თქვან პროექტი არ ვარგაო, ამიტომ რაღაცეებს იგონებენ. გამოაცხადებენ ტენდერს და არავინ მიიღებს მონაწილეობას, იტყვიან ვეცადეთ მაგრამ აი არ გამოვიდაო“, - ასე აფასებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.


9.Georgian Airways-ი ფრენას 1 ივლისიდან განაახლებს

1 ივლისიდან ჯორჯიან ეარვეისი რეგულარულ ფრენებს იწყებს.ამის შესახებ კომპანის Facebook გვერდზეა დაანონსებული. „გუშინ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააანონსა რეგულარული რეისების აკრძალვის შესახებ, რომელიც 31 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს. მგზავრებს, რომელთაც აქვთ მაისი/ივნისის ბილეთები, შეუძლიათ უფასოდ გადაჯავშნონ, სხვა ალტერნატიულ თარიღებზე. მოუთმელად გელით ბორტზე“-ნათქვამია განცხადებაში.


10.თავისუფლების მოედანზე ახალი შენობა გამოჩნდება (ფოტოები)

თავისუფლების მოედანზე, პუშკინის N 17-ში, რკინის ცნობილი კონსტრუქციების მრავალფუნქციური კომპლექსით ჩანაცვლების პროცესი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ განახლდება. უკვე რამდენიმე წელია დედაქალაქის ცენტრში რკინებით შემოსაზღვრული ნაგებობის იერსახე არ იცვლება, თუმცა, მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის ავტორი, შპს „STUDIO 9”-ს დირექტორი ზურაბ წიკლაური „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ პროცესები ინტენსიურად მიმდინარეობდა და დაწყებული იყო რკინის კონსტრუქციების მოშორებაც.



თეგები:
Top-10



„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული - წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული -  წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“
access_time2020-10-27 15:03:08
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ  ჯაფარიძემ საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასებზე  და მათი სიძვირის მიზეზებზე ისაუბრა. დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიას და მონოპოლიას ბრალდება, თუმცა მისი თქმით, წამლების სიძვირეს რაელურად სხვა მიზეზი აქვს და მათი გიაფებაც საკმაოდ მარტივია. ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში არსებული 9 მედიკამენტის ფასი თურქეთში იდენტური მედიკამენტების ფასებს...

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა
access_time2020-10-27 14:29:21
Scroll-ის ელექტროსკუტერები უკვე უკრაინაშია. ამ ეტაპზე, გაქირავების სერვისით სარგებლობა მხოლოდ კიევშია შესაძლებელი. როგორც კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, 2021 წლის გაზაფხულისთვის, Scroll-ის ელექტროსკუტერები უკრაინის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.   „შემდეგი წლის განმავლობაში ვაპირებთ სხვა ქალაქებშიც შევიდეთ, თუმცა ჩვენი გაფართოება სხვადასხვა ნიუანსზეა დამოკიდებული. მაგალითად, მნიშვნელოვანია როგორი მდგომარეობა იქნება პანდემიის კუთხით და...

სამსუნგის ფესტივალი მეგატექნიკაში!

სამსუნგის ფესტივალი მეგატექნიკაში!
access_time2020-10-27 11:30:31
მეგატექნიკაში სამსუნგის ფესტივალი დაიწყო! მეგატექნიკას ყველა ფილიალსა და ონლაინ მაღაზიაში, სამსუნგის ნებისმიერი ტექნიკის შეძენისას თქვენ  დასაჩუქრდებით ისეთი გრანდიოზული საჩუქრებით როგორიცაა ტელევიზორი, მიკროტალღური ღუმელი, საუნდბარი და სასაჩუქრე ვაუჩერები. მაგალითად თუ თქვენ უახლესი სმარტფონის შეძენა გსურთ, აუცილებლად უნდა გვეწვიოთ ფილიალებში და მიიღოთ საუკეთესო შეთავაზებები სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიან სმარტფონებზე. ფესტივალის ფარგლებში Trade In აქციით სარგებლობაც არის...

ნათია თურნავა - შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა

ნათია თურნავა - შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა
access_time2020-10-27 13:00:22
პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და სწორედ ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვები აბსოლუტურად სწორ დროს, ეს იყო პანდემიის დასაწყისი, როდესაც არც არავინ საქართველოში და მსოფლიოში არ იცოდა სწორი რეაგირება პანდემიაზე; არ იყო ჯერ კიდევ ტესტირება იმ დონეზე;...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ აფხაზეთის თემატიკაზე მხატვრული ფილმისთვის 150 000 ლარი გამოყო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ აფხაზეთის თემატიკაზე მხატვრული ფილმისთვის 150 000 ლარი გამოყო
access_time2020-10-27 12:55:55
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საკუთარი ბიუჯეტიდან მხატვრული ფილმის „სად მიდის ლიზა?“ გადაღებას 150 ათასი ლარით დააფინანსებს. ფილმის პროდიუსერი და რეჟისორი ნანა ჯანელიძე, ხოლო სცენარის ავტორები ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი და ნანა ჯანელიძე არიან. აღსანიშნავია, რომ ქალბატონ ნანა ჯანელიძეს, რომელიც ბევრი საერთაშორისო კონკკურსის ჯილდოს მფლობელია, ქართველი მაყურებელი მას ფილმებიდან „მონანიება“ და „იავნანა“ იცნობს. ფილმი რეალურ ფაქტებზე არის აგებული და ეფუძნება ომში მონაწილე ქართველების და...


მსგავსი სიახლეები

up