დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-10-27 21:00:05

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 

 

1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ

 

სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა. სადაზღვევო სექტორს მთავრობასთან მხოლოდ ზეპირი კომუნიკაცია ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ COVID-ის მართვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, მეტი კონკრეტიკა და დეტალები სჭირდებათ.

 

2. ბიზნესს პოზიტიური მოლოდინი არც 2021 და არც 2022 წელს აქვს - რა გააკეთა მთავრობამ კერძო სექტორისთვის?

 

„კომერსანტი“ ბიზნესმენების მოსაზრებით დაინტერესდა, თუ როგორ აისახა მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები ბიზნესგარემოსა და მოქალაქეებზე. მიიღო თუ არა ბიზნესმა „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“?

 

3. ქართული ბანკები რომლებმაც პანდემიის მიუხედავად მესამე კვარტალი მოგებით დაასრულეს

 

2020 წლის იანვარ-სექტემბერი ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 252 მილიონიანი ზარალი განიცადეს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალთან შედარებით, როდესაც 15 კომერციული ბანკიდან 14 ბანკი ზარალზე იყო, მესამე კვარტალი კი 4-მა ბანკმა მოგებით დაასრულა.

 

4. „თევზზე მოთხოვნა შემცირდა, ხალხი მაკარონზე და ბურღულეულზეა გადასული“

 


„თევზს ადამიანები პანდემიამდე უფრო ყიდულობდნენ, კრიზისის პერიოდში მოთხოვნა შემცირდა, რადგან ხალხი მაკარონზე და ბურღულეულზეა გადასული, თავის გასატანად ცხოვრობენ, ხოლო ვინც თავის გასატანად ცხოვრობს 15 და 20 ლარიან თევზს ნამდვილად ვერ იყიდის“, - ამის შესახებ  განუცხადა„კომერსანტს“ შპს „ენ პროდუქტის“ გენერალურმა დირექტორმა ნინი გაგნიძემ. კომპანია, რომელიც ძირითადად ტენდერებში მონაწილეობს ახლა ბიზნესის გადარჩენის ეტაპზეა გადასული. ნინო გაგნიძის განმარტებით, თევზზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა, ხოლო ფასები გაიზარდა.

 

5. „მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული - წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“

 

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ  ჯაფარიძემ საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასებზე  და მათი სიძვირის მიზეზებზე ისაუბრა. დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიას და მონოპოლიას ბრალდება, თუმცა მისი თქმით, წამლების სიძვირეს რაელურად სხვა მიზეზი აქვს და მათი გიაფებაც საკმაოდ მარტივია.

 

 

6. ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

 

„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.

 

 

7. კორონავირუსმა ქეითერინგ კომპანიების ნაწილი უფუნქციოდ დატოვა - ბიზნესმა მუშაობა შეწყვიტა

 

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ქორწილები, დაბადების დღეები და წვეულებები კვლავ იკრძალება, აქედან გამომდინარე ქვეყნაში დიდი ღონისძიებები არ ტარდება, რამაც „ქეითერინგ“ კომპანიებს, რომლებიც ძირითადად ფურშეტებზე მუშაობდნენ, დიდი დარტყმა მიაყენა.

 

8. SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა

 

Scroll-ის ელექტროსკუტერები უკვე უკრაინაშია. ამ ეტაპზე, გაქირავების სერვისით სარგებლობა მხოლოდ კიევშია შესაძლებელი. როგორც კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა აღნიშნა, 2021 წლის გაზაფხულისთვის, Scroll-ის ელექტროსკუტერები უკრაინის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.

 

 

9. სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში 

 

1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.ამის მიუხედავად, რუსეთში აფხაზეთში საახალწლო ტურპაკეტების გაყიდვა დაიწყო. ეს მაშინ, როდესაც საავადმყოფოები კოვიდ-პაციენტებით სავსეა.

 

10. Die Welt: ბელორუსიაში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო

 

 

ოპოზიციის მიერ წაყენებული ულტიმატუმი ორშაბათს დასრულდა და ბელორუსიაში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. მასში რამდენიმე რეგიონის მსხვილი საწარმოები და ქვეყნის ინდუსტრიის ფლაგმანები მონაწილეობენ.

თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up