დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

access_time2020-05-12 21:30:39

დღის Top-10 საინტერესო ამბავი


1.„მთავრობის მხრიდან ძალიან რადიკალური ნაბიჯები გადაიდგა, რასაც ეკონომიკა ფაქტობრივად გადაყვა“

რით განსხვავდება ევროპის ქვეყნების და საქართველოს შეზღუდვებიდან გამოსვლის პოლიტიკა და რა ეტაპებს მოიცავს ისინი, ამასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ირინა გურულს ესაუბრა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ძალიან რადიკალური ნაბიჯები გადაიდგა, იმის შიშით, რომ ჯანდაცვის სისტემას შესაძლოა ვერ გაეძლო, თუმცა ამ ყველაფერს რეალურად ეკონომიკა გადაყვა.


2.ორი ქვეყნის მთავრობების ეკონომიკური მხარდაჭერა - რას სთავაზობს სლოვაკეთის მთავრობა ბიზნესს და როგორია საქართველოს მთავრობის შეთავაზება

ევროპის კონტინენტზე, სადაც არაერთ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების 100 000 შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა, ნელ-ნელა იწყებენ პრევენციული ზომების შედეგად მიღებულ საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქებას. გამონაკლისი არც სლოვაკეთია, ქვეყანამ სადაც კორონავირუსის 1,455 დადასტურებული შემთხვევაა უკვე გახსნა მაღაზიები, მუშაობა განაახლეს მუზეუმებმა, რესტორნები კი კლიენტებს ღია ცის ქვეშ იღებენ. გარდა ამისა, ეკლესიებში დაშვებული იქნება ღვთისმსახურება და საქორწინო ღონისძიებები.ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების ნებართვას ელოდება სლოვაკეთში მოღვაწე ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძეც. 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც თერმული კურორტი „gino paradise ბეშენოვა“ სტუმრებს ვეღარ იღებს, არადა ოთხი სეზონის კურორტი როგორც წესი წელიწადში 600 000 ტურისტს მასპინძლობს. „gino ჰოლდინგის“ მფლობელი და მმართველი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ კომპანიას უდიდესი ზარალი მიაყენა, თუმცა ბიზნესმენს მოლოდინი აქვს, რომ 1 ივნისად „gino paradise ბეშენოვა“ გაიხსნება და სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.


3.„თუ ამ კრიზისს ჩინეთიდან ამერიკული, იაპონური, კორეული კორპორაციების მიერ წარმოების გატანა მოჰყვება, შესაძლოა ჩვენთვისაც გაჩნდეს იაფიანი წარმოების ათვისების ნიშა“

„თუ ამ კრიზისს ჩინეთიდან ამერიკული, იაპონური, კორეული კორპორაციების მიერ წარმოების გატანა მოჰყვება, შესაძლოა ჩვენთვისაც გაჩნდეს ნიშა, რათა იაფიანი წარმოება ავითვისოთ“- ამის შესახებ „კომერსანტთან“ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ისაუბრა.


4.გაგრძელდება თუ არა სესხებზე დაწესებული 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი


ბანკების მიერ მსესხებლებისთვის შეთავაზებულ 3-თვიან საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. როგორც ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამ პროცესის გაგრძელება ისე მასშტაბურად, როგორც მისი შემოღება მოხდა, აღარ იგეგმეება. თუმცა, გარკვეული შეთავაზებები ისევ განიხილება.


5.ქვეყნის მასშტაბით,42 000 ფერმერი საირიგაციო საფასურიდან სრულად გათავისუფლდება

„42 000 ფერმერი ქვეყნის მასშტაბით, სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურიდან.ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზეტნაციაზე განაცხადა.


6.„ერთ ჰექტარ მიწაზე ფერმერებისთვის მხარდაჭერა 1700 ლარამდე შეადგენს“-პროგრამის დეტალები

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერების მხარდასაჭერად ახალ პროექტებს იწყებს და მიმდინარე პროექტებში ცვლილებები შეაქვს.მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოფლის მეურეობის მიმართულებით ანტიკრიზისული ღონისძიებები განხორციელდება.„ჩვენ მოვახდინეთ 300 მილიონი ლარის მობილიზება და შევიმუშავეთ უპრეცედენტო პროგრამა იმისათვის, რომ პანდემიით შექმნილ კრიზისულ ვითარებაში სოფლის მეურნეობაში ჩართულმა ყველა მოქალაქემ, ჩვენმა ფერმერებმა სახელმწიფოსაგან დახმარება მიიღონ. ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ზიანი, რაც ქვეყანაში გლობალურმა კრიზისმა შექმნა და მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდეთ წინსვლის იმ ნიშნულს, რომელიც კრიზისამდე გვქონდა“ – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.


7.„ეროვნულ ბანკს ვურჩევ, რომ როდესაც ქართული ლარი გამყარებას დაიწყებს არ ჩაერიოს და მაშინვე არ მოახდინოს დოლარის სარეზერვო ფონდის შევსება“

„ეროვნულ ბანკს ვურჩევ, რომ როდესაც ქართული ლარი გამყარებას დაიწყებს არ ჩაერიოს და მაშინვე არ მოახდინოს დოლარის სარეზერვო ფონდის შევსება. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ კურსმა განიცადოს რევალვაცია და დაუბრუნდეს ლოგიკურ ნიშნულს“, ამის შესახებ კომერსანტს კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW ჯგუფი) დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა. ბიზნესმენი ეროვნულ ბანკს ურჩევს გუნდური თამაშის წესებით მოქმედება გააგრძელოს. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ზურაბ ჩხაიძე როგორც რეგიონში ასევე ქალაქში, ბიზნესის განვითარებაზე სწრაფ რეაგირებას ისურვებდა. KTW ჯგუფი დამფუძნებელი იმ მოლოდინებზე საუბრობს, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან ელოდება.


8.„სიცრუეა ის, რომ თითქოს იჩეხება 25 ჰა ტყე და ნადგურდება ადგილობრივი ეკოსისტემა“-სს „ონის კასკადი“

სს „ონის კასკადი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


9.„საქართველოს კაპიტალის ჯგუფი ცდილობს გამოიყენოს COVID-19-ის ფაქტორი და საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსება მიღოს„-ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


10.დაიხურება თუ არა ჩინეთში გარეული ცხოველების ბაზრები?

ჩინეთის ხელისუფლებამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ე.წ. „სველი ბაზრების“ არსებობის ფაქტი უარყო. საუბარია, მსხვილ სავაჭრო ფართებზე, სადაც ცოცხალ, მათ შორის გარეულ ცხოველებს ყიდიან. მათ ადგილზე კლავენ, წარმოუდგენელი ანტისანიტარიის პირობებში ამუშავებენ და ყიდიან.ჩინეთში მათ „სველ ბაზრებს“ უწოდებენ იმის გამო, რომ ცემენტის იატაკი სისხლისგან გასუფთავების მიზნით მუდმივად ირეცხება, ხოლო მოვაჭრეები რეზინის ჩექმებში მუშაობენ.


თეგები:
Top-10



13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს
access_time2020-09-23 13:05:21
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2520 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2940 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2100 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2920 ლარადაა...

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება
access_time2020-09-23 09:50:04
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალა. ცვლილებები ძალაში 4 ნოემბრიდან შევა და შეავსებს იმ ვაკუუმს რაც კანონის აღსრულების კუთხით იდგა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ.   ორგანულ კანონში ცვლილებებს წლებია ითხოვს სადაზღევევო სექტორი, რომელმაც ბანკების მხირდან კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა არაერთხელ საჯაროდ...

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები ერთ სივრცეში

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები  ერთ სივრცეში
access_time2020-09-23 09:50:26
Bihub.ge-ზე უკვე შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი აქტიური კომპანიების ფინანსური მონაცემების ერთიან სივრცეში ნახვა. ინტერაქტიულ დეშბორდზე ნახავთ I, II, III და IV კატეგორიაში შემავალი ბიზნესებისა და სდპ პირების ფინანსური შედეგების ანალიტიკას.   3000-ზე  მეტი I-III კატეგორიის კომპანიის დეტალური ინდივიდუალური (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგებები. სულ რამდენიმე კლიკით შესაძლებელია გაიგოთ, თუ როგორაა 25000-ზე მეტი კომპანია,...

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო
access_time2020-09-23 09:30:08
„ვარდისფერი ბუღა“, „ბუღა ტონიკი“ და „ბუღა ველნესი 0 კალორია“ ქართულ ბაზარზე სს „წყალი მარგებელმა“ ბუღას ბრენდით, სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო.   კომპანიის პორტფელში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს, ქართულ ენერგეტიკულ სასმელ, „ბუღას“, 2020 წლის სექტემბრიდან ორი ახალი ენერგეტიკული სასმელი და მატონიზირებელი წყალი დაემატა. მომხმარებელს ახალი გემოების დაგემოვნება უკვე შეუძლია. ენერგეტიკული სასმელი „ვარდისფერი...

„air georgia“ პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც „Wizzair“-ის და „ryanair“ - ის კონკურენტი იქნება

„air georgia“ პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც „Wizzair“-ის და „ryanair“ - ის კონკურენტი იქნება
access_time2020-09-23 11:00:02
„Wizzair და ryanair“ შემდეგ ქართულ ავიაბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიანი კომპანია იწყებს ოპერირებას. პროექტი ბრიტანული და არაბული ინვესტიციით ხორციელდება. „air georgia“-ს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან გადამწყვეტ ფაზაშია. ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს რთული გამოწვევების პარალელურად ახალი შესაძლებლობები შეუქმნა.   „უპირობოდ გვაქვს შანსი, რომ...


მსგავსი სიახლეები

up