დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-10-21 21:00:53

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძევლები აიყვანეს

ზუგდიდში, მერიის მოპირდაპირედ მდებარე საქართველოს ბანკთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული სპეცრაზმთან ერთად. აქ, შეიარაღებული პირი იმყოფება, რომელსაც ბანკის რამდენიმე თანამშრომელი და მოქალაქე მძევლად ჰყავს აყვანილი.


2.„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება


3.„ქართული ოცნების“ ჩანაფიქრის შესრულება შეფერხდა, მაგრამ ამის გამო არ უნდა ჩავუსაფრდეთ“ - დეპუტატი 4 წლის წინანდელ დაპირებებზე

ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბევრი რამ იცვლება და მიუხედავად იმისა რომ „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ ბევრი კარგი რამ ჩაიფიქრა, სხვადასხვა მიზეზების გამო ეს გეგმები ცოტათი შეფერხდა და ტემპი დავარდა.


4.„კალაძის გადაწყვეტილებას დემონტაჟზე ჯერ არ ვიცი ვეთანხმები თუ არა“ - ისტორიულ გალავანზე მშენებარე სასტუმრო


თბილისის მერიამ ისტორიულ გალავანზე მშენებარე სასტუმროს ბოლო სართულის დემონტაჟი მოსთხოვა. დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მშენებლობა შეთანხმებული პროექტის ესკიზებს არ შეესაბამება, რის გამოც ბოლო სართულის დემონტაჟი განხორციელდება.


5.Top 5 ბანკის საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 1,380,384,291 ლარია - საქართველოს ბანკმა ლიდერობა დათმო

ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის საპროცენტო შემოსავალმა სესხებიდან 1,380,384,291 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 122,880,475 ლარით მეტია (2019 წლის მეორე კვარტალში 1,257,503,816 ლარი).


6.ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და პირველკურსელების ფიცის დადების ცერემონიალში მიიღო მონაწილება. ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ გახსნა.


7.22:00 საათის შემდეგ მუშაობის შეზღუდვის დარღვევისთვის 12 რესტორანი 10 000 - 10 000 ლარით დაჯარიმდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 22:00 საათის შემდეგ მუშაობის შეზღუდვის დარღვევის გამო 12 რესტორანი დაჯარიმდა.


8.„M group“ - „მთავრობა რესტორნებთან მიმართებით ლონდონის პრაქტიკას იყენებს, ამ ყველაფერმა შედეგი უნდა მოიტანოს“

„მიღებული გადაწყვეტილება ობიექტის დახურვას ნაკლებად გამოიწვევს, თუმცა ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, გარკვეული კონტრაქტები დაპაუზდება, რეალურად იგივე მოხდება რაც წინა შეზღუდვების შემთხვევაში მოხდა“, - ასე აფასებს „m group“- ის საოპერაციო დირექტორი გიორგი მურჯიკნელი ხელისუფლების ახალ შეზღუდვას.


9.ოსმან თურანი: პანდემიამ ბევრ თურქ ბიზნესმენს თუ კომპანიას საქართველოში შემოსვლა გაურთულა

თურქეთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის. შესაბამისად, ამ ბიზნესურთიერთობისთვის ე.წ. ეგზისტენციალური საფრთხე არ არსებობს, თუმცა, მცირე ზომის პრობლემები, რომელიც პანდემიის პირობებში წარმოიქმნა, ყოველდღიურ ურთიერთობებს, გარკვეულწილად, მაინც აფერხებს, - ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან თურანი თურქი ინვესტორებისთვის შექმნილ ბარიერებზე საუბრობს.


10.კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.

თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up