დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

access_time2020-05-08 21:30:47

დღის Top-10 საინტერესო ამბავი


1.განულებული შემოსავალი და გადავადებული საქმიანობა - სავალუტო ჯიხურების ნაწილი დახურვის საფრთხის წინაშეა

Covid 19-ს პრევენციის მიზნით, არასაბანკო ფინანსური სექტორის საქმიანობა 31 მარტს შეწყდა. დროებით მუშაობა შეწყვიტეს სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ოფისიდან მუშაობენ, ასევე, ვალუტის გადამცვლელმა ჯიხურებმა და სხვა საფინანსო სფეროში მოღვაწე კომპანიებმა. მთავრობის მიერ მომზადებულ ანტიკრიზისულ გეგმაში კი გაწერილია, რომ ყველა ტიპის საფინანსო სექტორმა საქმიანობა მეოთხე ეტაპზე უნდა აღადგინოს.თუმცა, „საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ქავთარაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სექტორმა შესაძლოა საქმიანობა დაგეგმილზე უფრო ადრე აღადგინოს, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.


2.ქართულ ტურიზმს გადარჩენის წელი აქვს-შალვა ალავერდაშვილი

ტურიზმის სექტორი 2020 წელს ქონების გადახასახდისგან სრულად გათავისუფლდება, სექტორში მომუშავე კომპანიებს კი საშემოსავლო გადასახადები 9 თვით წლის ბოლომდე გადაუვადდებათ -ამის შესახებ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე განცხადებით, სასტუმრებს, რომელთა ბრუნვა 20 მლნ ლარია სესხის პროცენტის 80%-ს დაუსუბსიდირებს.


3.თელავის ყოფილი მევენახეობა-მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის ადგილზე მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა გადაიდო

თელავში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დროებით შეჩერებულია. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ვივი“-ს წარმომადგენელი გივი ხითარიშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, პანდემიის გამო მშენებლობის განახლების ვადა განსაზღვრული არ არის.მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის გახსნა 2022 წლისთვის იგეგმებოდა. პროექტი არქიტექტურულმა კომპანია „სტუდია 9“-მ მოამზადა.


4.თემურ ჭყონია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქართული ბიზნესი არ ენდობა

“არა მარტო მე, იმ უამრავ ბიზნესმენს, რომელთაც ვიცნობ და ვესაუბრები, ჩვენ გვაკლია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ ნდობა”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BM.GE-სთან ლარის გაუფასურების მიზეზებსა და შედეგებზე საუბრისას განუცხადა.



5.ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი თბილისს-მთაწმინდის ფერდზე 700 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანება იწყება

„კომერსანტის“ ინფორმაცია დადასტურდა, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდობებზე არსებული დაზიანებული ნარგავების აღდგენის სამუშაოები იწყება.პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გამართა, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციასა და ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. საუბარია დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანებაზე.


6.მიკროსაფინანსო სექტორს დაკრედიტების გაგრძელებისთვის დამატებითი რესურსი დასჭირდება

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს გვსაყვედურობენ, ჩვენ მიკროსაფინანსო სექტორი ძალიან გავაჯანსაღეთ. იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც ფუნქციონირებენ, ჯანსაღი კაპიტალი აქვთ“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისივე თქმით, კომერციული ბანკების პარალელურად ეროვნული ბანკი კრიზისის პერიოდში მიკროსაფინანსო სექტორსაც დიდ დახმარებას უწევს.„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ ხელმძღვანელის ბესო შენგელია „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, მისო-ებისთვის გრძელვადიანი რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით არაფერი ხდება, თუმცა სებ-ის მხრიდან რამდენიმე საკმაოდ დროული ნაბიჯი გადაიდგა.


7.ივლისიდან Qatar Airways-ი საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება

კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება. ავიაკომპანიამ COVID-19-ის ფონზე შეწყვეტილი ფრენების აღდგენის განრიგი შეადგინა, რომელიც ივნის-აგვისტოზეა გათვლილი. არსებული გრაფიკიდან ირკვევა, რომ Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით ოპერირებას, სავარაუდოდ, 1-ელი ივლისიდან შეუდგება და დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე, ერთი თვის განმავლობაში, ოპერირებას კვირაში 4 სიხშირით მოახდენს. ხოლო 1 აგვისტოდან Qatar Airways-ი აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას კვირაში 5 სიხშირით განახორციელებს.


8.საექსპორტო ბაზარზე გაყიდვების კუთხით „თბილღვინოს“ კლება არ აქვს, საქართველოს ბაზარზე კი, გაყიდვები 60 %-ით შემცირდა - ზურაბ მარგველაშვილი

„ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, საწარმოო პროცესი როგორც თბილისის, ისე ყვარლის ქარხანაში ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან კომპანია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ყველა უსაფრთხოების ნორმებს იცავს. ბიზნესმენი განმარტავს, რომ „თბილღვინოს“ გაყიდვების უმეტესი წილი, 90 პროცენტი ექსპორტზე მოდის, სწორედ ამიტომ კომპანია მაქსიმალურად შეეცადა ექსპორტი არ შემცირებულიყო და როგორც ზურაბ მარგველაშვილი აცხადებს დასახულ მიზანს მიაღწიეს. ამ ეტაპზე, კომპანიას გაყიდვების კუთხით კლება არ აქვს.


9.კომპანია „სანტე“ საერთაშორისო ჰოლდინგმა „ლაქტალის ჯგუფმა“ იყიდა

რძის პროდუქტების საერთაშორისო ჰოლდინგმა „ლაქტალის ჯგუფმა“ კომპანია “სანტეში” წილი 100%-მდე შეივსო.როგორც “ბიზნესპარტნიორისთვის” გახდა ცნობილი „ბი.ეს.ეი. ინთერნეიშენალმა“ “სქაივიჟენისგან“ დარჩენილი 15%-იანი წილი 5,777 მლნ დოლარად გამოისყიდა და ქართულ კომპანიაში ერთპიროვნული მფლობელია.


10.8 მაისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი თითქმის 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2100 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.2082 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2112-ის ნიშნულზე იყო.


თეგები:
Top-10



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up