დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-10-19 21:00:58

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 

 

1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში

 

კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა გაარკვია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, მის დაქვემდებარებაში არსებული ლაბორატორიებისთვის გარკვეული მექანიზმის დაწესება დაავალა, რათა არაუფლებამოსილ პირებს ელექტრონულ მოდულებთან წვდომა არ ჰქონოდა. კომერსანტი დაინტერესდა რეალურად ისახავს თუ არა მიზნად ახალი დადგენილება პერსონალური მონაცემების დაცვას თუ ეს არის ახალი მექანიზმი, რომლითაც საქართველოს მთავრობამ მათთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელებას შეუშლის ხელს.

 

 

2. თბილისის ყველაზე ტურისტული ქუჩა „იყიდება ან ქირავდება“


ტურისტებისთვის და ძველ თბილისში სეირნობის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩა იყიდება, ან ქირავდება. ადგილი სადაც რვა თვის წინ უამრავი ადამიანი იყრიდა თავს დღეს ცარიელია.

 

3. „ხალხი მონატრებულია კინოს“ - კინოთეატრები შემცირებული ფასებით დაბრუნდება

 

„კინოთეატრების განახლების საკითხი მილიონ დოლარიანი შეკითხვაა, პირველ ნოემბერს გამოცხადდა ბოლო ინფორმაციით გახნის თარიღი. რა თქმა უნდა, პანდემია ცუდად აისახა კინოთეატრების ბიზნესზე. თუმცა, ბილეთებზე ფასების გაზრდას არ ვგეგმავთ, პირიქით ფასების შემცირება განიხილება“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ „კავეა თბილისი მოლის“ 100% პროცენტიანი წილის მფლობელმა ბაკურ ლაშქარავამ ისაუბრა.

 

4. საერთო რეცესიის მიუხედავად საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა



იანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 14.9%-ით $1.417 მლრდ-ით, $8.121 მლრდ-მდე შემცირდა. 9 თვეში საქართველომ ექსპორტზე $2.403 მლრდ-ის პროდუქცია გაიტანა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.1%-ით ანუ $332 მლნ-ით ნაკლებია.

 

5. ვინ ააშენებს საქართველოს პირველი არხის ახალ შენობას? ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე ცნობილია


პირველი არხის მიერ 2020 წლის ივნისში გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „დაგი“ გახდა, რომელიც უკვე ოც წელზე მეტია სამშენებლო ბიზნესშია.

 

6. „მოწოდებები სამოქალაქო თვითშეგნებაზე მშიერ საზოგადოებაში არ მუშაობს“ - „ბასიანის“ დამფუძნებელი

 

„მალე უიმედო და სასოწარკვეთილ საზოგადოებად ვიქცევით, უკვე ძალიან საშიშ ფაზაშიც ვართ შესული. მოწოდებები სამოქალაქო თვითშეგნებაზე მშიერ საზოგადოებაში არ მუშაობს“, - ამის შესხაბ სოციალურ ქსელში ნაჯა ორაშვილი წერს. კლუბ „ბასიანის“ თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია მიანიშნებს იმაზე, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება და მოსახლეობა უდიდესი კოლაფსისთვის უნდა მოემზადოს.

 

7. რა ფორმით ჩაერთვებიან კერძო სადაზღვევო კომპანიები covid 19-ის მართვაში - არდი დაზღვევა

 

კორონავირუსის მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ერთვებიან. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სადაზღვევო კომპანიებთან რამდენიმე დღის წინ გამართა. სადაზღვევო კომპანია „არდი დაზღვევის“ აღმასრულებელმა დირექტორი აცხადებს, რომ კომპანია პროცესში ჩასართვად მზად არის

 

8. ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს

 

ავიაკომპანია „აირ ჯორჯიამ“ შესაძლოა, დაბალბიუჯეტიანი ფრენები დაიწყოს. როგორც ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა, პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ხვალ შემოვა, მეორე კი დაახლოებით, 1 თვეში.

 

9. Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

 

როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ტერიტორიას გასცდა და პანდემია დაიწყო, ყველა ეკონომიკა მსოფლიოში ერთბაშად და უნისონში ჩამოიშალა. ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა ისეთ დონეზე, რომელიც კაცობრიობას მშვიდობიანობის დროს არ უნახავს

 

 

10. Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

 

დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს დამეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე აცლის. ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.

 

 

თეგები:
Top 10



ლარი მცირედით გაუფასურდა

ლარი მცირედით გაუფასურდა
access_time2021-08-03 18:00:52
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1048-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსი 3.1065-ზე დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან, 0.13 თეთრით 3.69.19-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.86 თეთრით 4.3247-მდე, თურქულ ლირასთან 0.17 თეთრით 0.3729-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.55 თეთრით 4.2633-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.92 თეთრით 6.3566-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი უმნიშვნელო 0.01 თეთრით 1.8265-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-03 21:00:09
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ბიზნესმენების აზრი – იყო თუ არა გახარია „ბოლი“ პრემიერი? ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი: „ბიზნესს გიორგი გახარიამ ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა. ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, მას სექტორის სასარგებლად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია“.   2. ინფლაცია 10–წლიან...

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
access_time2021-08-03 16:00:25
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:   „სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...   შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია,...

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ
access_time2021-08-03 17:00:00
ივლისში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და ორნიშნულიან მაჩვენებელს 11.9%-ს მიაღწია, რაც 10-წლიანი რეკორდია. ამ ფონზე, Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებს 2022 წელსაც. მისი თქმით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე იქნება და შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს მიმდინარე წლის დეკემბერში. “ივნისის ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შენარჩუნდა ივლისშიც, რომელსაც კიდევ ერთი ფაქტი ემატება,...

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up