დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-10-16 21:00:25

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„მთავრობა გამკაცრებული რეგულაციით პასუხისმგებლობას თავს არიდებს“- დედაქალაქის თითქმის ყველა ბარი დაკეტილი დაგხვდებათ

თუ დღეს, პარასკევ საღამოს, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ თბილისში, აჭარასა და იმერეთში განტვირთვას გადაწყვეტთ, გართობა 10 საათამდე უნდა მოასწროთ. სანამ კონრეტულ დაწესებულებაში მიხვალთ, მანამდე აუცილებლად შეამოწმეთ გახსნილია თუ არა ობიექტი, რადგან საქართველოს მთავრობის დაწესებული ახალ შეზღუდვის გამო დედაქალაქის თითქმის ყველა ბარი დაკეტილი დაგხვდებათ.


2.„საგარეო ვალი 55%-მდე გაიზრდება, რაც ჩვენმა გადაწყვეტილებამაც გამოიწვია შეგვექმნა მაღალი ფისკალური რეზერვები“ - ნიკოლოზ გაგუა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ, საგარეო ვალის გაზრდის მიზეზებისა და შედეგებზე ისაუბრა.


3.„ფულადი გზავნილების რეკორდული ზრდა იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში დიდი გაჭირვება და უმუშევრობაა“

2020 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 192.7 მილიონი დოლარი (611.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც ქვეყანაში ერთი თვის განმავლობაში გადმორიცხული ფულადი გზავნილების რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ფულადი გზავნილების ასეთი დიდი რაოდენობით ზრდა, ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული.


4.„რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, ვერაფერს ვიზამთ“ – „მაჭახელამ“ 6 რესტორანი დახურა


ისანში, ავლაბარში, კოსტავა, აღმაშენებელსა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე და ბათუმში „მაჭახელა“ დაიხურა. რესტორნების ქსელი მუშაობას 7 ფილიალით აგრძელებს. კომპანიაში ელოდებიან როგორ შეიცვლება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რის შემდეგაც სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.


5.„საქართველოში შეიქმნება ელექტროენერგიის ბირჟა, სადაც ვაჭრობა და ფასების ფორმირება მოხდება“ - სემეკი

სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი ენერგეტიკული სექტორის გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად პანდემიისა და რეგიონში არსებული დაძაბული სამხედრო ვითარებისა, ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმა არ შეფერხებულა და პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.


6.სიკვდილს შეზღუდვა სჯობს - ლაშა პაპაშვილი

ქვეყანაში ეპიდემიის მეორე ტალღაა, გუშინ კი მთავრობამ სარესტორნო ბიზნესს შეზღუდვები დაუწესა. რა მოლოდინი აქვს ბიზნესს და რას აპირებს იმ პირობებში, თუ მკვეთრი ზომები სხვადასხვა სექტორზე უფრო გლობალურად დაწესდება? მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც განვითარებული და ძლიერი ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველო გაცილებით ღარიბი და მაღალი რისკების ქვეყანაა. აქვს თუ არა ქართულ ბიზნესს მკვეთრი ზომების მიღების ფუფუნება - ბიზნესმენი, „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი.


7.COVID-19-მა საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 81.23%-ით შეამცირა

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 81.23%-იანი კლებაა, რაც პირდაპირ COVID-19-ის პანდემიას და მის გამო მსოფლიოსა და საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.


8. საქართველოს საბანკო სექტორი აღდგენას 2020 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს - Fitch

საქართველოს საბანკო სექტორი აღდგენას 2020 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს და 2021 წელსაც გააგრძელებს, ამის შესახებ შეფასება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა გამოაქვეყნა.


9.ლევან კობერიძე არჩევნების გადადების საკითხზე საპარლამენტო მსჯელობის გამართვას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი და პარტია „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან კობერიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და არჩილ თალაკვაძესა და დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს.


10.„როგორც კი ლარი აიწევდა-დაიწევდა, ივანიშვილი გვირეკვდა, ძალიან გთხოვთ იქნებ ჩაერთოთო“ - მამუკა ხაზარაძ

„როგორც კი ლარი აიწევდა-დაიწევდა, გვირეკავდა, ძალიან გთხოვთ იქნებ ჩაერთოთო,“-ამის შესახებ, „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაიხსენა.

თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up