დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-10-13 21:00:01

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„მიკროსაფინანსოები ვერც მიკრობანკებად გარდაქმნის შემდეგ იქნებიან ბანკების კონკურენტები“ - „იშბანკი საქართველო“

„კომერსანტი“ ყველა კომერციულ ბანკს დაუკავშირდა კითხვით, თვლიან თუ არა, რომ მიკრობანკების სტატუსის მოპოვების შემდეგ მიკროსაფინანსოები ზემოთ ჩამოთვლილი დაკრედიტების კუთხით კომერციული ბანკების კონკურენტები გახდებიან. ჩვენს კითხვაზე პასუხი მხოლოდ იშბანკი საქართველოსგან მივიღეთ. მსხვილმა ბანკებმა „საბანკო ასოციაციაში“ გადაგვამისამართეს, ხოლო დანარჩენებმა პასუხისგან თავი შეიკავეს.


2.საქართველოს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტი შესაძლოა ყარაბაღის კონფლიქტმა დააპაუზოს

შპს „ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche ყულევის მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტს, რომლის ინვესტიციის მოცულობა მილიარდ დოლარს აღემატება, რამდენიმე თვეა ახორციელებენ. თუმცა, პანდემიის და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო, საქართველოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში ინვესტირებისგან უცხოური კომპანიები თავს იკავებენ.


3.ის რაც გიყვართ გაძვირდა - „მაკდონალდსმა“ მენიუზე ფასი 10 პროცენტით გაზარდა

ჩიზბურგერი, ჰამბურგერი, როლი, ნაგეტსი, ტოსტი - ის რაც გიყვართ გაძვირდა. „მაკდონალდსმა“ მენიუზე ფასი დაახლოებით 10 პროცენტით გაზარდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მსოფლიოში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ლარის კურსის დევალვაციამ გავლენა იქონია ყველა სფეროზე, მათ შორის „მაკდონალდსის“ ბიზნეს საქმიანობაზე.


4.მათ საქართველო მოკლეს – ანუ კორონაისტერიას შეწირული საქართველოს ეკონომიკა


თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე 2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა საქართველოსთვის. მიმდინარე წელს მსოფლიოს covid-19-ის ვირუსთან გამკლავება მოუწია, გამონაკლისი არც საქართველო იყო და ქვეყანამ ისტერიული ბრძოლა გამოუცხადა უხილავ მტერს. იმდენად ისტერიული, რომ გატარდა ყველა საჭირო, თუ გამოუსადეგარი ღონისძიება მის შესაჩერებლად. ერთად მიმოვიხილოთ, თუ რამდენად მოხერხდა ამ მტერთან გამკლავება და რა შედეგები მოუტანა ამ ყველაფერმა ქვეყნის ეკონომიკას.


5.როგორ მუშაობს მამუკა ბახტაძის დაფუძნებული „ახალგაზრდობის სააგენტო“, რომელიც სამ წელიწადში 14 მილიონი ლარით დაფინანსდა

მაშინ, როდესაც პარლამენტის წინ 3-თვიანი უწყვეტი ახალგაზრდული პროტესტი მიმდინარეობდა, 2019 წლის 26 აგვისტოს, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტო” თავიდან დააფუძნა და პროტესტს ალტერნატიული ახალგაზრდული მოძრაობით უპასუხა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტქტორი“ დაინტერესდა, როგორ და რაზე იხარჯება საბიუჯეტო სახსრები.


6.„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ფასები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, ხოლო ემიგრაციაში 760 ათასი ადამიანი წავიდა“

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მმართველობას პერიოდში ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ წერს.


7.ასოციაცია: კერძო ბაღებში გადასახადი 20%-ით გაიზარდა

საქართველოს სკოლამდელ დაწესებულებებში, გარდა აჭარის რეგიონისა, სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს აღდგა. აჭარის ბაგა-ბაღებში ფუნქციონირების განახლება 19 ოქტომბრიდან იგეგმება.


8.გლემფინგური დასვენება, ახალი ტრენდი ქართულ ტურიზმში - ოქტომბერში Glamping Sioni იხსნება

ოქტომბრის ბოლოს, თიანეთის მუნიციპალიტ სოფელ სიონში Glamping Sioni გაიხსნება, რომელიც 3 პანორამულ გლემფინგ კოტეჯს სთავაზობს, ხედით სიონის ტბაზე. როგორც“კომერსანტთან“ Glamping Sion-ის დამფუძნებელმა შალვა ბერიძემ აღნიშნა, გლემფიმგ სიონს სხვა გლემფინგებისგან კოტეჯის 1/3 პანორამა გამოარჩევს.


9.ქართულმა კომპანია GlenBerries-მა აშშ-სგან გაყინული ბოსტნეულის მოწოდებაზე დიდი შეკვეთა მიიღო

ქართულმა კომპანიამ GlenBerries- მა, ახალი და გაყინული ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტების მწარმოებელმა, სექტემბერში მიიღო შეკვეთა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეერთებულ შტატებს 1080 ტონა გაყინული ქაშერული ბოსტნეულის სალათი მიეწოდოს. ქართული კომპანია GlenBerries-ის დირექტორი რაფაილ მაღალაშვილი ამერიკულ შეკვეთაზე და სამომავლო გეგმებზე east-fruit.com-თან ინტერვიუში საუბრობას.


10.„კაპიტალიზმს გადატვირთვა სჭირდება“ - კლაუს შვაბი

მე-2 მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არცერთ მოვლენას ისეთი ღრმა და დამანგრეველი გავლენა კაცობრიობაზე არ მოუხდენია, როგორც კორონავირუსის პანდემიას. მან ეკონომიკაში, სოციალური სფეროში და ჯანდაცვაში დღემდე არნახული კრიზისი გამოიწვია და ამავე დროს სისტემური პრობლემები, ისეთები, როგორც უთანასწორობაა, კიდევ უფრო გააღრმავა. ამის შესახებ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამაარსებელი და დირექტორი კლაუს შვაბი წერს.

თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up