დღის Top-10 საინტერესო ამბავი
1.ქაღალდზე ყველაფრის დათვლა შეიძლება, მაგრამ მთავარია რეალობა - ბიზნესი ხაზარაძის ინიციატივას აფასებს
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მთავრობას 3-მილიარდიანი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნას სთავაზობს. როგორც პარტიის ლიდერი, მამუკა ხაზარაძემ განმარტავს ფონდი ნულოვანი ინტერესით გაჩერებულ ბიზნეს საბრუნავ კაპიტალს მისცემს, მხოლოდ ერთი პირობით შეინარჩუნონ თანამშრომლების 80%. თემას „კომერსანტთან“ „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი და გადამზიდავი კომპანიის „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი აფასებენ.
2.ბიზნესები კარანტინში - ვაჭრობის და სერვისის სექტორებში განწყობის ინდექსი ყველაზე მეტად გაუარესდა
2020 წლის II კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 53.0 პუნქტით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს, -27.2-ს მიაღწია. ბიზნესის განწყობა გაუარესდა ყველა სექტორში, ყველაზე დიდი კლება კი ვაჭრობის და სერვისის სექტორებში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ახალ კვლევაშია მოცემული.ISET-ის მკვლევარი გიორგი მჟავანაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კვლევაში 35 დიდი და 123 მცირე და საშუალო კომპანია მონაწილეობდა. მისივე თქმით, BCI-ის შემცირება განაპირობა როგორც მიმდინარე საქმიანობის ნეგატიურმა შეფასებამ, ისე მნიშვნელოვნად პესიმისტურმა მოლოდინებმა.
3.წლევანდელი ტურისტული სეზონი ფაქტობრივად მკვდარია, ამას უნდა შევეგუოთ
„წლევანდელი ტურისტული სეზონი არის ფაქტობრივად მკვდარი და ამას უნდა შევეგუოთ, აქედან არავითარი გამოსავალი არ არსებობს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა განუცხადა. ტურიზმის ექსპერტის განმარტებით, უცხოელი ტურისტების შემოდინებას არ უნდა ველოდოთ.იგი ამბობს, რომ ეკონომიკის გამოცოცხლებაზე საუბარი ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან არ ვიცით შექმნილი კრიზისი როდის დამთავრდება. ასათაშვილი აცხადებს, რომ მძიმე შედეგების შემსუბუქება თვითორგანიზებული ტურიზმით შეიძლება, მისი განმარტებით, მიმდინარე წელს ეს იქნება მთელი ქართული ტურიზმის აქტივობა.
4.ეროვნული ბანკი მსოფლიო ტრენდს არ მიჰყვება - რეფინანსირების განაკვეთი მხოლოდ 8.5%-მდე შემცირდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 8.50 პროცენტამდე შეამცირა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტებით, სწორი ნაბიჯებით და მონეტარული პოლიტიკის სწორი რეაგირებით ინფლაცია მიზნობრივ დონეს ეტაპობრივად დაუბრუნდება.ეკონომიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი ნიკა შენგელია მიიჩნევს რომ ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირება არასაკმარისია და ეს ეკონომიკურ სექტორს მნიშვნელოვნად ვერ წაადგება.
5.„კობა გვენეტაძემ დოლარიზაციაში ქართულ ბანკებს გადაუსწრო, ის საკუთარი დანაზოგის 75%-ს დოლარში ინახავს“ -მერაბ ჯანიაშვილი
ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ.
6.სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტების თანადაფინანსება ერთი წლით გახანგრძლივდება
სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტების თანადაფინანსება ერთი წლით გახანგრძლივდება და აქამდე არსებული 24 თვის ნაცვლად, 36 თვეს შეადგენს, – აღნიშნულს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები ითვალისწინებს, რომლის პრეზენტაციაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გამართა.
7.100%-იან ზარალზე ვართ, გამოსავალს კი ვერაფერში ვხედავთ -სილამაზის სალონებმა შესაძლოა შემცირებული პერსონალით განაახლონ მუშაობა
ერთ თვეზე მეტი გავიდა რაც კორონავირუსის გამო მუშაობა შეაჩერეს სილამაზის სალონებმა და პერსონალი შემოსავლის გარეშე დარჩა. როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, კორონავირუსის გამო მათი სალონები 100%-იან ზარალზე არიან, რადგან შემოსავალი ყოველდღიურ მუშობაზე იყო დამოკიდებული.სილამაზის ცენტრების ხელმძღვანელები იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა ახალი თანამშრომლების ძიება გახდეს საჭირო.
8.Ryanair-ი ფრენების გააქტიურებას ივლისიდან ელოდება
Ryanair-ი ფრენების გააქტიურებას ივლისიდან ელოდება. თუმცა ავიაკომპანია ვარაუდობს, რომ ამის შემდეგაც მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი შემცირება მოხდება.
9.სახელმწიფომ ტექინსპექტირების ქართულ-გერმანულ კომპანიასთან დავა წააგო- ბიუჯეტს შესაძლოა მილიონობით ზარალის ანაზღაურება მოუწიოს
ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ბაზარზე მომუშავე ქართულ-გერმანული კაპიტალით შექმნილმა სასწავლო საგამოცდო ცენტრმა PTI-მ საქართველოს მთავრობასთან 2 წლიანი სასამართლო დავა მოიგო და უახლოეს მომავალში საქართველოში ოპერირებას იწყებს. კომპანიას 2018 წელს სახელმწიფოსგან უარი ეთქვა ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის გახსნაზე, რის გამოც ორი წლის მანძილზე ჩადებული ინვესტიცია და მათ მიერ მოპოვებული მშენებლობის უფლება შეჩერდა. კომპანიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება კი სახელმწიფოს ბიუჯეტს მილიონები დაუჯდება.
10.