დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

access_time2020-04-29 21:30:44

დღის Top-10 საინტერესო ამბავი


1.„მთავრობამ ბიუჯეტის ხარჯების შემცირება ზოგიერთი სსიპ-ის დაფინანსების შეჩერებით უნდა დაიწყოს“-ალექსანდრე რაქვიაშვილი

„ბიუჯეტი შემოსავლების სახით დაკარგავს 1.8 მლრდ ლარს, აქ მარტივად და სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება ხარჯების შემცირების და ამან მოგვცა დაახლოებით 300 მლნ ლარი. გასათვალისწინებელი იყო ის მომენტი, რომ ყველაფერს დაემატა კოვიდ 19-ის ხარჯები და აშკარა გახდა, რომ ბიუჯეტის დასაბალანსებლად ჩვენ გვაკლია 3 მლრდ 900 მლნ ლარი. ამ საკითხზე დავიწყეთ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან, რის შედეგადაც დაფიქსირდა უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.არსებულ ვითარებაში, როდესაც ბიუჯეტიდან ხარჯვითი ნაწილის კიდევ უფრო მეტად გაზრდაა მოსალოდნელი, სპეციალისტების აზრით, მართალია, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პირველ კვარტალში წარმატებით შესრულდა, თუმცა, მეორე კვარტალში ამ მხრივ პრობლემები გარდაუვალია. ვრცლად გაეცანით commersant.ge-ზე.


2.„ტურიზმის სექტორს საშემოსავლო შეღავათები მინიმუმ წლის ბოლომდე უნდა გაუხანგრძლივდეს“ - მაია მურაჩაშვილი

„ტურიზმის სექტორს საშემოსავლო გადასახადის კუთხით შეღავათები 4 თვით გვაქვს. მაგრამ, ივნისსა და ივლისში, როცა ჩვენ მუშაობას დავიწყებთ და ოფისებს გავხსნით, ტურისტებს მაშინვე ხომ ვერ მოვიზიდავთ. სავარაუდოდ, ეს მოხდება ოქტომბრის ან ნოემბრის თვეში, შესაბამისად, ეს საშემოსავლო შეღავათები მინიმუმ წლის ბოლომდე უნდა იყოს დაწესებული.“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ისრაელისა და ევროპის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანიის დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა განუცხადა.


3.„გაყიდვების წილი შემცირებულია და კლებას სამომავლოდაც ველოდებით“- სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების მოლოდინები

კორონავირუსის გამო ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობა შეჩერდა და კომპანიების დიდი ნაწილი ზარალს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს ეკონომიკური აქტივობები ბოლომდე არ შეზღუდოს, ბიზნესის დიდი ნაწილი გაჩერებულია, მათ შორის სამშენებლო ბაზარი.დეველოპერები დღემდე ვერ საუბრობენ თუ რა მდგომარეობა იქნება სექტორში, თუნდაც, უახლოეს პერიოდში, თუმცა აცხადებენ, რომ სამშენებლო ბაზარზე გაყიდვები შემცირდება.


4.„სუფთა სახლმა“ მუშაობა განაახლა


საყოფაცხოვრებო ქიმიის, ჰიგიენური საშუალებებისა და კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელმა „სუფთა სახლი“ მუშაობა განაახლა. აღნიშნული შესაძლებელი მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილების შემდეგ გახდა, რომელიც მიხედვითაც, „სუფთა სახლს“ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცა. ცვლილება მთავრობის 23 მარტის დადგენილებაში შევიდა. ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი.


5.ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0,5%–ით, 8.50%–მდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.50 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


6.Wizz Air-ი ფრენებს 20 მიმართულებით ანახლებს

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი 1-ელი მაისიდან ლონდონიდან და ვენიდან ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ფრენებს ანახლებს.ავიაკომპანიამ ფრენების განახლების გადაწყვეტილება მიიღო ასევე ევროპის სხვა ქალაქებიდანაც. წინასწარი ინფორმაციით, Wizz Air-ი ოპერირებას 20 მიმართულებით დაიწყებს.რაც შეეხება საქართველოში Wizz Air-ის ოპერირების დაწყების თარიღს, ეს ჯერჯერობით უცნობია და ის ქვეყანაში ეპიდემიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. თუმცა არსებული NOTAM-ის საფუძველზე, საქართველო რეგულარული რეისებისთვის 23 მაისამდეა დახურული.


7.„ფრონტერა“ -„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყალბი და არაკეთილგანწყობილი პიარ კამპანია „ფრონტერასა“ და საქართველოში მომუშავე სხვა ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ“

კომპანია „ფრონტერა“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „გასულ კვირას ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ და მათ მიერ დაქირავებულმა იურისტებმა, შეგნებულად გააკეთეს არასწორი საჯარო განცხადებები, იმ საარბიტრაჟო დავის შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც 2018 წელს საქართველოს მთავრობამ წამოიწყო ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ. ვრცლად იხილეთ commersant.ge-ზე. 


8.შემოდგომაზე თაფლის ღირებულება მოიმატებს- მეფუტკრეები აკრძალვებით გამოწვეულ შედეგებზე საუბრობენ

„კორონავირუსის გამო დაწესებულმა აკრძალვებმა და ნებართვის არამიზნობრივად გაცემამ მეფუტკრეებს პრობლემები შეუქმნა, რაც აუცილებლად პროდუქტის ფასზე აისახება და მოკლე ვადაში ბაზარზე გაძვირებულ თაფლს მივიღებთ,“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელის რუსუდან გიგაშვილი ესაუბრა.„მეფუტკრეების დიდი ნაწილს აკრძალვების დროს გაუჭირდათ ფუტკრებთან მისვლა და მოვლა. რაც სერიოზული პრობლემაა, რადგან ფუტკრის პროდუქტი გაძვირდება. ახლა მიაკითხავენ სკებს, თუმცა რა ფასი დაედება ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტს ჯერ არ ვიცით,“-ამბობს გიგაშვილი.


9.იტალია კორონავირუსის კრიზისის გამო კატასტროფულ 2020 წელს ელოდება, ხოლო ტურიზმის ინდუსტრია, სავარაუდოდ, 120 მილიარდ ევროს ზარალს ნახავს

ეპიდემიის დასრულების შემდეგ, ტურიზმის გასაძლიერებლად იტალიის მთავრობა, დაბალი შემოსავლების ოჯახებისთვის “შვებულების ბონუსით“ უზრუნველყოფას განიხილავს. დაფინანსება განსაზღვრულია ტურიზმის აღდგენისთვისაც.” ერთი მხრივ, ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ოჯახებს, ბავშვებს და, ამავე დროს, ხელი შევუწყოთ იტალიაში ტურიზმის აღდგენას“ - განაცხადა ტურიზმისა და კულტურის მინისტრმა დარიო ფრანჩესკამ, რომის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.


10.29 აპრილი - ქართული ლარი და აზერბაიჯანული მანათი გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 29 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2032 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.2044 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2075-ის ნიშნულზე იყო.

თეგები:
Top-10



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up