დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-10-07 21:00:56

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

1.  არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი სადაზღვევო სექტორში

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიმართ, წარმოებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ქმედების ფაქტი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

 

2. 520-ე დადგენილებამ და ლარის კურსმა გვაიძულა მასალების ჩინური ალტერნატივა ვეძებოთ - ჰოსპიტალური სექტორის კრიზისი

ხელისუფლებამ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ ფაქტორად მოახლოებული არჩევნები დაასახელა და გვითხრა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება. თუმცა რადიკალურად განსხვავებულია რეალობა, რეალობა რომელშიც 25 წლის ლარის მასშტაბურმა გაუფასურებამ სხვადასხვა სექტორში ფასების ზრდა უკვე გამოიწვია. მოსახლეობას გაზრდილი ფასები უკვე დახვდებათ საავადმყოფეობში.

 

3. „უნდა შევქმნათ ერთიანი საგამოძიებო ბიურო და გაუქმდეს, ფინანსური პოლიცია, როგორც სადამსჯელო ინსტიტუტი“ - ბადრი ჯაფარიძე

რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო“ ლევან ქისტაურთან ერთად ლელოს“ გენერალურმა მდივანმა და საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პანდემიის დადგომამდე, ქართული ეკონომიკა უკვე იყო დასუსტებული, რის მიზეზადაც იგი ინვესტიციების ნაკლებობას ასახელებს.

 

4. თბილისის ცენტრალური პარკის გაშენება 19 ოქტომბერს დაიწყება და 2 წელი გაგრძელდება (ფოტოები)

თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები 19 ოქტომბრიდან დაიწყება, რომელიც დაახლოებით, ორი წელი გაგრძელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


 

5. შესაძლოა, საქართველოს 160,000-მდე მოქალაქე სიღარიბეში აღმოჩნდეს

მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული შეფასება, საქართველოში 2020 წელს აბსოლუტური სიღარიბის ზრდას პროგნოზირებს. COVID-19-ის კრიზისით გამოწვეული უმუშევრობის შედეგად,  ქვეყნის 160,000 მოქალაქე, შესაძლოა, სიღარიბეში აღმოჩნდეს.

 

6. ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების აღდგენაზე აუქციონი გამოცხადდება

იპოდრომის მიმდებარედ არსებული ჩოგბურთის კორტების დედაქალაქისთვის დაბრუნების შემდეგ, ადგილზე სპორტული კომპლექსის მოსაწყობად აუქციონი გამოცხადდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

7. Dinner in the sky - 70-მდე ქვეყანაში განვაახლეთ მუშაობა, აქ ჯერ ვერ მოვახერხეთ

ტურისტული ატრაქცია Dinner In The sky Goergia, იგივე  „ვახშამი ცაში” რამდენიმე თვეა დახურულია. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი რეგულაციებისა და შეკრებების აკრძალვის გამო ოპერირების განახლებას ვერ ახერხებს, თუმცა როგორც კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, ფრანჩიზული რესტორანი გახსნილია იტალიაშიც, ბელგიაში, ბრაზილიასა და თითქმის ყველა ქვეყანაში, მიუხედავად ეპიდსიტუაციის სიმძიმისა. 

 

8. რუსთაველი-მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა დაიწყო (ფოტოები)

რუსთაველი-მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა იწყება. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. კერძოდ, სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 6 ნოემბერს დაიწყება და 11 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 6 401 770 ლარია.

 

9. აშშ-ში სამუშაო ვიზების გაცემა გამკაცრდა

აშშ-ს ხელისუფლებამ არასაიმიგრაციო სამუშაო ვიზების გაცემის წესები გაამკაცრა. ეს პირველ რიგში H-1B-ს ტიპის ვიზებს ეხება, რომლებიც მაღალი კვალიფიკაციის მუშებისთვისაა გათვალისწინებული.

 

10. Bloomberg: 2025 წლისთვის ბიტკოინი 100 000 დოლარამდე გაძვირდება

2025 წლისთვის ბიტკოინი 100 000 დოლარამდე გაძვირდება - ნათქვამია Bloomberg-ის ანალიტიკოსის მაიკ მაკგლოუნის ანგარიშში. მისი აზრით, კრიპტოვალუტის ასეთ გაძვირებას რამდენიმე მიზეზი ექნება- ერთ-ერთია მთავრობების პოლიტიკა, რომელიც ოფიციალურ ვალუტებს აუფასურებს, რაც  შეზღუდული ემისიის აქტივების და ოქროს პოპულარობას ზრდის.

 


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up