დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-10-06 21:00:41

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1.„კომერსანტის“ ექსკლუზივი : მიზანმიმართული კორუფცია თუ მცირე კლინიკების ჩაძირვის სქემა

ექსკლუზიურად „კომერსანტისთვის“ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ბრძანება გახდა ცნობილი, ბრძანება რომელიც არაოფიციალურია და მასზე ღიად არავინ საუბრობს. საქმე ეხება სავარაუდო კორუფიულ სქემას, რომლის მიხედვითაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს პაციენტები მხოლოდ რამდენიმე, ბაზრის მონოპოლისტ კლინიკაში გადაჰყავთ. სანდო წყარო, 112- დან გვიყვება, რომ პაციენტი სპეციალიზებულ კლინიკებში არ უნდა გადაიყვანონ, რადგან მათ აქვთ იმ დაწესებულებების სია, სადაც გადაუდებელი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს.


2.„ქალაქი“ დაიხურა - ობიექტი გასაყიდადაა გამოტანილი

თბილისის ერთ-ერთი ცნობილი, პრემიუმ კლასის რესტორანი „ქალაქი“ დაიხურა. ობიექტი გასაყიდადაა გამოტანილი, მისი სავარაუდო ღირებულება 5 000 000 აშშ. დოლარია. „კომერსანტი“ დაინტერესდა რატომ გადაწყვიტა „შპს კოსტავა 2016“, - მა ორი წლის წინ გახსნილი ქართულ - ევროპული რესტორნის დახურვა.


3.მიკრობანკები - ქართული საფინანსო სისტემის ახალი მოთამაშეები

საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრობანკების შესახებ კანონმდებლობის მომზადებაზე მუშაობს. სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით მიკროსესხების ბაზარი უფრო ორგანიზებულ სახეს მიიღებს.


4. ანანოვების სასახლის რეაბილიტაცია 2024 წელს დასრულდება - პროექტი ჯერ კიდევ არ მომზადებულა


მეოცე საუკუნეში ფრანგი ძმების, ანანოვების მიერ აგებული ისტორიული შენობა, რომელიც ერთ დროს სამთავრობო რეზიდენციის ფუნქციასაც ასრულებდა 2020 წლის იანვარში 1 375 000 ლარად შპს „ინვესტ ჯგუფმა“ შეისყიდა. მაშინ საუბრები იყო იმაზეც, რომ ელექტრონული აუქციონი წლის ყველაზე არახელსაყრელ და არასამუშაო პერიოდში, საახალწლო არდადეგების დროს გაიმართა და ვიღაცას სურდა, რომ ამ აუქციონს სწრაფად და შედარებით გაუმჭვირვალედ ჩაევლო.


5.ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი საავიაციო ვარდნა საქართველოშია

ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო საჰაერო ნაკადების მოძრაობის მაჩვენებლით ყველაზე ჩამორჩენილია. Eurocontrol-ის 2 ოქტომბერის მონაცემებით, საჰაერო მოძრაობის ნაკადები ქვეყანაში 2019 წლის 2 ოქტომბერთან შედარებით 87%-ით არის შემცირებული. ეს ყველაზე დიდი ვარდნაა Eurocontrol-ის წევრ ქვეყნებს შორის. სულ 2 ოქტომბერს საქართველოს საჰაერო სივრცეში მხოლოდ 17 ფრენა შესრულდა.


6.როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი, რომლის მოწყობაზეც 20 მლნ დაიხარჯება (ფოტოები)

დღეს „შერატონ მეტეხი პალასის“ ეზოში მმართველმა პარტიამ ცენტრალური პარკის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ, გამწვანებასა და ეკოლოგიაზე ისაუბრა და თქვა, რომ უკანასკნელ წლებში ქვეყანა ამ მხრივ მნიშვნელოვნად განვითარდა. დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ქალაქისთვის იპოდრომის ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემის გამო.


7.პანდემიის გამო TOP 5 ბანკს „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა თითქმის 5-ჯერ გაეზარდათ

კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა თითქმის 5-ჯერ გაიზარდა. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ბანკების ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 965,478,034 ლარი გახდა, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 199,446,277 ლარი იყო.


8.ტურიზმის 100%-იან აღდგენას მთავრობა 2025 წლისთვის პროგნოზირებს

ტურიზმის სექტორო, რომელიც COVID -19 პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა - 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 100%-ით შემცირდა. ტურიზმის 100%-იან აღდგენას კი, მთავრობა მხოლოდ 2025 წლისთვის პროგნოზირებს.


9.„კავკასუს ონლაინის“ მესაკუთრე უფლებების დაცვისთვის აბრიტრაჟს მიმართავს

საერთაშორისო გამოცემა Capacity Media საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანულ Neqsol Holding-ს შორის მიმდინარე დავის შესახებ აქვეყნებს სტატიას. გამოცემა Neqsol-ის განცხადებას ეყრდნობა და წერს, რომ კომპანია უახლოეს მომავალში საკუთარი უფლებების დასაცავად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს, კერძოდ კი მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაჭრის ცენტრს (ICSID) მიმართავს.


10.Al Jazeera: თურქეთი რუსული გაზის გაიაფებას ცდილობს

ანკარა რუსეთთან საგაზო კონტრაქტების გადახედვას და ფორმულის შეცვლას შავ ზღვაში მსხვილი საბადოს აღმოჩენის შემდეგ ცდილობს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თურქეთს რამდენიმე უპირატესობა აქვს, რომელსაც ის რუსული გაზის გაიაფებისთვის გამოიყენებს.


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up