დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-10-05 21:00:16

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1.ქართული ოცნების 2012-2016 წლის საქმიანობა გაცილებით ეფექტური იყო, ვიდრე ბოლო 4 წელიწადში

„კომერსანტი“ აგრძელებს სტატიების ციკლს, სახელწოდებით — რა წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაში თითოეულმა დეპუტატმა ამ ოთხი წლის განმავლობაში. „კომერსანტი“ საქართველოს პარლამენტის წევრს, კობსერვატიული პარტიის თავმჯდომარეს ზვიად ძიძიგურს და პარლამენტარ დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა.


2.ექსკლუზივი: ძველ თბილისში მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი, ისტორიული აგრო ბაზარი აღდგება

ყოფილი კოლმეურნეობის ბაზრის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური აგრო სავაჭრო ცენტრი მოეწყობა. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია პროექტის კონცეფცია გულისხმობს პირველ და მეორე სართულზე ფუდკორტის მოწყობას, სადაც ერთ სივრცეში განთავსდება სავაჭრო პავილიონები, ასევე გაიყიდება მზა და ადგილზე მომზადებული პროდუქცია, ხოლო შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე განთავსებულ საპროექტო ტერასებზე მოეწყობა სასადილო სივრცე არაფიქსირებული დასაჯდომებით.


3.კომერსანტის ექსკლუზივი დადასტურდა - ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი მოეწყობა

კომერსანტის ექსკლუზივი დადასტურდა, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი მოეწყობა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საჩუქრად, უსასყიდლოდ გადაეცემა თბილისის მუნიციპალიტეტს. მისი თქმით, ფონდი „ქართუ“ იღებს ვალდებულებას, უახლოეს პერიოდში ამ ტერიტორიაზე ახალი მულტიფუნქციური სარეკრეაციო ზონა მოაწყოს.


4.მიკროსაფინანსოდან მიკრობანკამდე - „კრისტალი“ სტატუსის შეცვლას გეგმავს


„კრისტალისთვის“ ეს (მიკრობანკების შესახებ კანონმდებლობა) მისასალმებელი რეფორმაა და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი, ვინც მიკრო ბანკის სტატუსზე განაცხადს გააკეთებს“, — ამის შესახებ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა.


5.„საზოგადოებრივი თავშეყრის, სოციალიზაციისა და მუსიკის მოსასმენ სივრცეებს სამუდამო გაქრობა ემუქრება“ - BASSIANI

„საზოგადოებრივი თავშეყრის, სოციალიზაციისა და მუსიკის მოსასმენ სივრცეებს, რომლებმაც ქალაქებს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ახალი იდენტობა შესძინეს, სამუდამო გაქრობა ემუქრება. ამის პარალელურად, ტრადიციული საკლუბო ღამეების დროებითი ჩანაცვლებისთვის ახალი კონცეფციები იქმნება: იხსნება ვირტუალური კლუბები, ციფრული საცეკვაო მოედნები, ვიდეოსტრიმის პლატფორმები. სიმულაციური გარემოს მშენებლობა, საცეკვაო მოედნების ზონირება და სოციალური დისტანციით ცეკვა კიდევ უფრო ამძაფრებს შიშებს საკლუბო კულტურის აღსასრულზე“, — ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში კლუბი BASSIANI ავრცელებს.


6.„ჩემი რეკომენდაციაა, საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი გულშემატკივართა დასწრების გარეშე ჩატარდეს“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რეკომენდაციით გამოდის, რომ საქართველო- ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი, 8 ოქტომბერს, თბილისში, COVID19-ის პრევენციის მიზნით, გულშემატკივართა დასწრების გარეშე ჩატარდეს.


7.„520-ე დადგენილების მსგავსი მომავალშიც იქნება, რათა მოსახლეობამ მიიღოს ხარჯეფექტური და ხარისხიანი სერვისები“ - დავით სერგეენკო

520-ე დადგენილების მიღების მიზეზებზე და მის ირგვლივ არსებულ პრობლემატიკაზე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს დავით სერგეენკოს „კომერსანტი“ ესაუბრა. მისი თქმით, ასეთი დადგენილებები მომავალაშიც იქნება, რათა მოსახლეობამ მიიღოს ხარჯეფექტური და ხარისხიანი სერვისები.


8.„სექტემბერ-ოქტომბერი აჭარაში საკმაოდ აქტიური სეზონია, თუმცა დღეს ქალაქი ტურისტებისგან ცარიელია“ - რედკო

„შიდა ტურიზმის ხარჯზე სიტუაცია მეთ-ნაკლებად ნორმალური იყო. რა თქმა უნდა უცხოელ ტურისტებს ქართველები ვერ შეცვლიან რაოდენობრივად, თუმცა, სხვა რეგიონებთან შედარებით ზღვისპირეთში სასტროების მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო“ - ამბობს კუნელაური.


9.„ივანიშვილმა იპოდრომი თბილისის მერიას დაუბრუნა, რითაც მორიგი მოსყიდვის აქტი განახორციელა“ - რომან გოცირიძე

ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ გადაცემას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


10.„2020 წლის ბოლოსთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 3.15-ს ფარგლებში იქნება“ - ოთარ ნადარაია

თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თიბისი კაპიტალის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ლარი დოლართან მიმართებაში 3.15-ის ფარგლებში იქნება.


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up