დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-10-02 21:00:16

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

1.  ლარი 25 წლისაა

საქართველოს ეროვნულ ვალუტას, ლარს, 25 წელი შეუსრულდა. ზუსტად 25 წლის წინ, 1995 წლის 2 ოქტომბერს, ლარი გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

 

2. დონალდ და მელანია ტრამპებს Covid19 დაუდასტურდათ

აშშ–ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსზე მისი ტესტის შედეგი დადებითი აღმოჩნდა. ვირუსი დაუდასტურდა მის ცოლს, მელანიასაც. მანამდე კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს ტრამპის თანაშემწეს, რომელიც მასთან ბოლო დღეებში მუშაობდა.

 

3. საპარლამენტო ინიციატივა, რომელმაც გადატრიალება მოახდინა არ მქონია, ან თუ მქონდა, ვერ გავიდა - ალექსანდრე ქანთარია

„კომერსანტი“ აგრძელებს სტატიების ციკლს, სახელწოდებით — რა წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაში თითოეულმა დეპუტატმა ამ ოთხი წლის განმავლობაში. ამჯერად „კომერსანტი“ „ქართული ოცნების“ მოქმედ დეპუტატს ალექსანდრე ქანთარიას დაუკავშირდა.

 

4. „ვერ აკრძალავ იმას, რაც ისედაც აკრძალულია“ - მიკროსაფინანსოები მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე


საქართველოში მევახშეობის აკრძალვასა და კანონით მის დასჯასთან დაკავშირებით, მოსაზრება „კომერსანტმა“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სთხოვა. „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მევახშეობა ეროვნული ბანკის მიერ უკვე წლებია აკრძალური და დასჯადია.

 

5. დაიცავს თუ არა სკოლებს საქართველოში წარმოებული იაფფასიანი სადეზინფექციო საშუალებები

1 ოქტომბრიდან საჯარო სკოლების I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ.  სტუდენტები კი 19 ოქტომბრიდან კვლავ განაახლებენ სააუდიტორო სწავლებას.  ამის გამო, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება ჯერ კიდევ გუშინ გააქტიურდა. სასწავლო დაწესებულებებში კი მოსწავლეებსა და პედაგოგებს უსაფრთხოების სხვადასხვა ზომების დაცვა მოუწევთ, მათ შორის უმთავრესი დისტანციის დაცვა და სადეზინფექციო საშუალებების ხშირი გამოყენებაა.  „კომერსანტმა“ექსპერტების მოსაზრებაზე დაყრდნობით, აღნიშნული სადეზინფექციო ხსნარების ეფექტურობა Covid 19-ის წინააღმდეგ, უკვე მიმოიხილა და არაერთი კითხვის ნიშანიც გაჩნდა.

 

6. „ღვინის ქარხანას“ წლის ბოლომდე ორი ახალი ობიექტი ემატება

კვების ობიექტები პანდემიით გამოწვეული ჩაკეტვის შემდეგ ივნისში გაიხსნა, მაშინ ღვინის ქარხანაში აცხადებდნენ, რომ სტუმრების რაოდენობა შთამბეჭდავია, თუმცა გარკვეული პერიოდით ქარხანას ზარალზე მუშაობა მოუწევდა. „კომერსანტი“ ობიექტის დირექტორს არჩილ ივარდავას გაესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა კაფე თუ რესტორანი, რაც ვრცელ მულტიფუნქციურ ზონაშია განთავსებული შეუფერხებლად მუშაობს, თუმცა მომხმარებლების რაოდენობა ბოლო პერიოდში შემცირდა. ამასთან, ტერიტორიას წლის ბოლომდე ორი ახალი ობიექტი შეემატება, თუმცა რომელ სივრცეებზეა საუბარი ჯერჯერობით არჩილ ივარდავა არ ასახელებს.

 

7. საქართველოდან წელიწადში საშუალოდ 500 პაციენტი გადის, ხოლო სამკურნალოდ 10 000-ზე მეტი შემოდის - დავით სერგეენკო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო „კომერსანტთან“ საუბრისას, საქართველოს ჯანდაცვის სექტორის პოტენციალს აფასებს და აცხადებს, რომ რიგ მიმართულებებზე საქართველო ევროპული ხარისხის სამედიცინო სერვისს სთავაზობს პაციენტებს.

 

8. ჯაფარიძე: იმის მაგივრად, რომ სიღარიბის დასამარცხებლად ნაბიჯი გადაედგათ, დღესაც წუმპეში ვართ

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, 1-ელ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის განცხადებები უტიფარი იყო. ამის შესახებ ჯაფარიძემ ფორმულას გადაცემაში კომენტარი ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი პრობლემა, რაც გამოსვლაში ივანიშვილმა აღიარა, ეს სიღარიბეა, თუმცა ჯაფარიძის თქმით, მმართველ პარტიას პრობლემის მოსაგვარებლად არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

 

9. რატომ პასიურობს რუსეთი მთიან ყარაბაღში?  

საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო, მაგრამ რუსეთი აქტიურობას არ ჩქარობს და ჩრდილშია. რუსეთმა ყველა მხარისგან საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვა  თუმცა, არა ულტიმატუმის სახით.

 

10. ევროკავშირის სანქციები ბელორუსის წინააღმდეგ - რატომ არ არის ლუკაშენკო შავ სიაში?

შავ სიაში 40 ბელორუსი მაღალჩინოსანი მოხვდა, თუმცა თავად ალექსანდრ ლუკაშენკოს სახელი მათ შორის არ ფიგურირებს. სანქციები ძალაში წერილობითი დამტკიცების შემდეგ შევა. 2 ოქტომბრიდან სანქციები 40 ადამიანის წინააღმდეგ ამოქმედდება, რომელიც არჩევნების გაყალბების და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზეა პასუხისმგებელი. ამის შესახებ ევროსაბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა განაცხადა.

 


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up