დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-10-01 21:00:32

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი


1. მართლმსაჯულება ქართულად - ყოფილი სამხედროს ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებთან


„კომერსანტმა“ გაგაცნოთ ამბავი თუ როგორ აღმოჩნდა ყოფილი სამხედრო სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლაში. წლების შემდეგ ივანე კაზაროვი იარაღის ნაცვლად დოკუმენტებით იბრძვის. იმ დოკუმენტებით რომელთა სანდოობა და უტყუარობა წესით ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგეს. საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასმართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლის მიხედვითაც ივანე კაზაროვმა თბილისის მერიას დავა მოუგო.



2. „საქართველოს ეროვნული ბანკის ახლანდელი ხელმძღვანელობის პირობებში, პრობლემის გადაწყვეტის ოპერატიულ და სწორ მიმართულებას არ ველოდები“

 

ეკონომიკა მედიცინის მძევალია, მისი სრულად აღდგენა კი შეუძლებელია, სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, - რადიო კომერსანტის გადაცემაში ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად აკადემიკოსმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ვლადიმერ პაპავამ, პანდემიის პირობებში საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.


3. ჩვენ უკეთესი სატარიფო შეთავაზებები გვაქვს - ელექტროსკუტერების ბაზარზე მაღალი კონკურენციაა

„რაც  უფრო მეტი კონკურენტი გამოჩნდება ეს ჩვენთვისაც და ქალაქისთვისაც უფრო  კარგი იქნება , რადგან ქალაქს ველობილიკებიც ემატება და შედეგად ეკოლოგიური მდგომარეობაც გაუმჯობესდება“ - ასე  გამოეხმაურა ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისის „სქროლის“ ბიზნესგანვითარების მიმართულების ხელმძღვანელი დანიელ დოინიცინი  ბაზარზე  ორი კონკურენტის kicky-ს და „ტრენდის“ გამოჩენას.



4. ჩვენ არ ვაპირებთ ქართული ბაზრის დატოვებას და გვიხარია, რომ მნიშნელოვანი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკაში - ჯონ ჰარაკი

მსოფლიო პანდემიით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობა სათამაშო ბიზნესისთვის კრიტიკული აღმოჩნდა. იმ დროს, როცა ბიზნეს გარკვეული სექტორები თანდათანობით აღდგა და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, დაწესებულება, სადაც სტუმრების ძირითად ნაწილს ტურისტები შეადგენდნენ ამ დრომდე უფუნქციოდაა.


5. „აგარის შაქარი ლარის გაუფასურებამ გააძვირა“

გასულ კვირას „აგარის შაქრის“  ღირებულება 75 ლარი იყო, დღეს მისი ფასი 81 ლარი და 40 თეთრი შეადგენს. „კომერსანტი“ დაინტერესდა თუ რატომ გაზარდა ბოლო ერთ თვეში „აგარის შაქარმა“ ფასი, ისარგებლა თუ არა ადგილობრივმა წარმოებამ ბაზარზე შექმნილი არაკონკურენტული გარემოთი.


6. რითი დაამახსოვრა თავი მე-9 მოწვევის პარლამენტმა ეკონომიკური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს - მიღებული და ჩაგდებული კანონები


საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა გუშინ, 30 სექტემბერს მუშაობა დაასრულა და არჩევნებამდე ბოლო პლენარული სხდომა გამართა.გთააზობთ, იმ რამდენიმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ კანონპროექტს რომელიც 2016 წლიდან დღემდე საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა.


7. „საავადმყოფოების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვიყავით, თუმცა ეს სამწუხაროდ ხარისხზე და საწოლების რაოდენობაზე არ აისახა“ - დავით სერგეენკო


„2012 წლისთვის საქართველო სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო, მას მხოლოდ მექსიკა უსწრებდა. საყოველთაო ჯანდაცვის პერიოდში საქართველოში გაიხსნა 75 ახალი კლინიკა, რომლიდანაც 12 რამდენიმე თვეში დავხურეთ იმიტომ, რომ არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს, ამის შემდეგაც, პირველ ადგილზე გავედით და მექსიკას გავასწარით“,— ამის შესახებ „კომერსანტს“ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.


8. 17 მილიარდი ლარის ხარჯი და 2 მილიარდი ლარის ახალი ვალი - 2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრები ცნობილია


2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მთავრობა მომდევნო წელს 17,071,432,8 ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია (2020 წლის ხარჯი 15,923,792.9). დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წელს ხარჯების ზრდა ძირითადად 2020 წელს აღებული საგარეო ვალით დაფინანსდება. 2020 წლის ბოლოსთვის ხაზინაში არსებული ბიუჯეტის ნაშთი 2,496,476.6 ლარს მიაღწევს, რაც დასახარჯად 2021 წელს გადავა.


9. რომელი ჰიპერმარკეტების ქსელი არის აგროპროდუქტების ჩაბარების და რეალიზების ლიდერი


საიტ east.fruit-ს კვლევის თანახმად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჩაბარების და რეალიზების კუთხით, საუკეთესოა სავაჭრო ქსელი დასახელდა. შეფასება 5 კატეგორიაში ხდებოდა - მათ შორისაა ქსელის პოპულარობა შესაბამისი პროდუქციის ყიდვის კუთხით, მიღებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ტემპები, დამატებით გადასახადების არარსებობა და პარტნიორების დადებითი გამოხმაურება.


10. „ყარაბაღის კონფლიქტი რეგიონულ უსაფრთხოებაზე და მსოფლიო ენერგეტიკაზე დიდ გავლენას მოახდენს“


ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდალი ადმირალი (გადამდგარი) ჯეიმს სტავრიდისი ყარაბაღის კონფლიქტის სამართლიანი მოგვარება ორივე მხარისგან მტკივნეულ კომპრომისებს და უკიდურეს პოზიციებზე უარის თქმას მოითხოვს.

თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up