დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-09-30 21:00:38

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1.საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება - რა ელის საპენსიო დანაზოგებს

საპენსიო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განაცხადა, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება და მასში სრულადაა აღრეული რისკის კონტროლის ფუნქციები და მექანიზმები.


2.„აგარის შაქარმა“ არაკონკურენტული გარემოთი ისარგებლა და ფასი გაზარდა

„გასულ კვირას „აგარის შაქარი“ 75 ლარი ღირდა, დღეს კი 81 ლარი და 40 თეთრი ღირს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ შ.პ.ს. „ლუანა“-ს კომერციულმა დირექტორმა ლევან ზეგარდელმა განუცხადა.


3.ჩვენი უინიციატივო საგარეო პოლიტიკის გამო შუამავლის როლის შესრულება არ შეგვიძლია - ვაჟა ბერიძე

„სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების ცხელ ფაზაში გადასვლა კავკასიური ომის საფრთხის მოახლოვებას ნიშნავს. ჩვენ კი, ფაქტობრივად თურქეთის ეკონომიკაზე ვართ მიბმული, რომელიც აზერბაიჯანის მოკავშირეა და დესტაბილიზაცია რეგიონში სასიცოცხლოდ საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკისთვის,“ - მთიანი ყარაბაღის უკვე აქტიურ ფაზაში გადასული დაპირისპირების შესახებ “კომერსანტთან“ პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე საუბრობს.


4.ქუთაისის აეროპორტთან ბეჟან წაქაძე „ბესტ ვესტერნის“ ბრენდის სასტუმროს მომავალ წელს გახსნის


ქუთაისის აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დაანონსდა. GDG ჯგუფის დამფუძნებელი, ბეჟან წაქაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ სასტუმროსთვის განიხილავს როგორც საკუთარი ბრენდის შექმნას, ასევე, „ბესტ ვესტერნის“ ბრენდის შემოყვანას.


5.საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს. უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტისთვის ინვესტორის შერჩევა წლის ბოლომდე დაიწყება. თითქმის, 1 მლნ დოლარით შემცირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულება და 5 მგვტ-იანი ელექტროსადგურის აშენებას ინვესტორი 3,5-4 მლნ დოლარად შეძლებს.


6. აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი -5.6 პროცენტია.


7.COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე

შრომის ინსპექციამ, Covid 19-ის საპრევენციოდ არსებული პროტოკოლის დარღვევის გამო ჯარიმასთან ერთად საქმიანობა 5 ობიექტს შეუჩერა. ამასთან, ინსპექციამ 100-მდე ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა.


8.თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს აღადგენს

თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს აღადგენს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.


9.პანდემიის პირობებში, ფორმსაჟორი არ წარმოადგენს ყველა ტიპის საწარმოსთვის და ურთიერთობებისთვის შეჩერების საფუძველს - ანა ჯალაღონია

რა არის ფორსმაჟორი და როგორი გავლენა აქვს მას სახელშეკრულებო ურთიერთობებზე, ამ საკითხებზე ისაუბრეს ადვოკატებმა გიორგი სვანაძემ და ანა ჯალაღონიამ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „ადვოკატის საათი მარიკა არევძესთან ერთად“.


10.Der Spiegel: ისევ ერდოღანი, ამჯერად ყარაბაღში

აბრძოლო მოქმედებები სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სულ უფრო ინტენსიური ხდება, ამ ფონზე თურქეთი ისე მკაფიოდ, როგორც არასდროს, მოძმე სახელმწიფოს მხარს უჭერს.


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up