დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-09-28 21:30:52

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

1. ისევ გვატყუებენ?!


„მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდი ლარი დახარჯოს“, - ამის შესახებ გასულ კვირას პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „კომერსანტი“ დაინტერესდა ამჟამინდელი პრემიერმინისტრის განცხადებაც არის თუ არა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგი წინასაარჩევნო დაპირება, არსებული ბიუჯეტის პირობებში როგორ უნდა დახარჯოს 20 მლრდ. ლარი მხოლოდ ინფრასტრუქტურაში და იქნება თუ არა ფულის წყარო ისევ საგარეო ვალი?


2. ფულის დაბანდების პრაქტიკა ჩვენთან პრიმიტიულ დონეზეა - ბიზნესმენები კაპიტალის ბაზარზე


პოლიტიკურმა მოძრაობა „ლელომ“ საკუთარ ეკონომიკურ პროგრამაში კაპიტალის ბაზრის განვითარებაც ერთ-ერთ გეგმად დაასახელა. „კომერსანტი“ დანტერესდა რამდენად რეალურად მიაჩნია ბიზნესს საფონდო ბირჟის პრინციპების აქტიურად გამოყენება საქართველოში და რამდენად დიდია ბანკების როლი ამ ყველაფრის გაჭიანურებაში.


3. ერთადერთი გამოსავალია, რომ დოლარიც თავისუფალ ბრუნვაში დაუშვან - ტოიოტას გაყიდვები 90 პროცენტით შემცირდა


„ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ დოლარი ოფიციალურდ ბრუნვაში მიიღონ, როგორც ადრე  -  ლარიც იყო და დოლარიც. ეს მეტ-ნაკლებად დააბალანსებს სიტუაციას. ლარის კურსის ასეთი ცვლილება იწვევს უმუშევრობას, კომპანიების გაკოტრებას. იძულებული ვართ ავწიოთ ფასები, ხოლო იმას,  ვისაც ლარში აქვს შემოსავალი პროდუქტი 30-40 პროცენტით უძვირდება, “ - ამის შესახებ „კომერსანტს“„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანმა განუცხადა.


4. „ქართულ ოცნებას“ საკმარისი დრო ჰქონდა, მაგრამ მათი არცერთი დანაპირები შესრულებულა - კახა ოქრიაშვილი

 


„კომერსანტი“ აგრძელებს სტატიების ციკლს, სახელწოდებით — რა წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაში თითოეულმა დეპუტატმა ამ ოთხი წლის განმავლობაში. ამჯერად „კომერსანტი“ „ქართული ოცნების“ პარტიიდან გასულ დეპუტატებს დაუკავშირდა.

 

კახა ოქრიაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ცეზარ ჩოჩელთან ერთად პარტია დააარსა ცალსახად აცხადეებს, რომ მმართველი გუნდის დანაპირები , რისთვისაც „ქართულ ოცნებას“ საკმარისი დრო ჰქონდა, ვერ შესრულდა, ეკონომიკური წინსვლის მაჩვენებელი გაუარესდა, ხოლო  ბიზნესგარემო არ არის იმედისმომცემი.


5. „თიბისი“ ლიდერია - ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით

ბანკების აქტივები მიმდინარე წლის აგვისტოში 50.98 მლრდ ლარამდე, 197 მლნ ლარით შემცირდა (მიმდინარე ფასებში) ანუ კლებაა 0.39%, (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 0.01% პროცენტით შემცირდა). ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.



6. პირდაპირი რისკები უსაფრთხოებისა და ლოგისტიკის სფეროში გვაქვს - გია ხუხაშვილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე


„მე არ მგონია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ენერგეტიკის სექტორში რამე პრობლემას შეგვიქმნის. ვფიქრობ, უფრო სხვა მიმართულებებით გვექნება სერიოზული შეფერხებები, როგორიცაა ლოგისტიკა - მოგეხსენებათ, სომხეთი მთლიანად საქართველოს გავლით მარაგდება. ეს ფაქტორი ჩვენი ეკონომიკის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს,“ - ასე აფასებს სომხეთსა და აზერბაიჯანში შეიარაღებული კონფლიქტის სავარაუდო შედეგებს საქართველოზე პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი.


7. თემურ ჭყონია: ლარის არასტაბილურობის მიუხედავად ინვესტირებას მაინც ვრისკავ

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს და აცხადებს, რომ  მიუხედავად ეროვნული ვალუტის არასტაბილურობისა, ის მზად არის რისკზე წავიდეს, ქვეყანაში ინვესტიციები განახორციელოს და არსებული პროექტები განავითაროს, მათ შორისაა, „მაკდონალდსის“ ქსელი.


8.რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში ყარაბახის კონფლიქტზე 2 კვირის წინ საუბრობდნენ


რუსული გამოცემა „Коммерсант“-ის ინფორმაციით, ჯერ კიდეც 2 კვირის წინ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში ყარაბახის კონფლიქტის მოსალოდნელ გართულებაზე საუბრობდნენ. წყაროების ინფორმაციის თანახმად, ამაზე სომხური მხარის მიერ სამმხრივი შეთანხმების რეალიზებაზე ფაქტიურად უარის თქმა მიანიშნებდა. საუბარია ფარულ შეთანხმებაზე, რომელიც ერევნის მიერ 1993 წელს ყარაბახის გარდა 5 შიდა აზერბაიჯანული რაიონის დაბრუნებას გულისხმობდა.


9.ევროკავშირი მიგრანტთა საკითხზე შეთანხმებას ცდილობს


ევროკომისიამ მიგრაციის საკითხზე რეფორმების პაკეტის პროექტი წარადგინა. ბრიუსელის მთავარი მიზანია - კავშირის ყველა ქვეყანას შორის ლტოლვილების თანაბარი და სამართლიანი განაწილდება. სავარაუდოდ შეთანხმება საკმაოდ რთული იქნება - ბევრი ქვეყანა არასასურველი და პრობლემური ლტოლვილების მიღებაზე საერთოდ უარს აცხადებს.


10. საკონდიტრო საიდანაც აჭარაში ეპიდაფეთქება დაიწყო, იხსნება


„დონას“ კლასტერი ბათუმში სექტემბრის დასაწყისში ჩამოყალიბდა და იგი ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება, რომლის შემდეგაც აჭარა კოვიდინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ „დონა“ აჭარაში ეპიდაფეთქების პირველწყარო იყო.


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up