დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-09-25 21:00:35

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1.ჯანდაცვა ბიზნესია და ეს სისტემა უნდა დაიგეგმოს - ინტერვიუ დავით სერგეენკოსთან ჯანდაცვის პოლიტიკაზე

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის განმავლობაში მინისტრის თანამდებობას იკავებდა, დღეს კი დავით სერგეენკო „ქართულმა ოცნებამ“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯანდაცვის პოლიტიკაზე, გატარებულ რეფორმებზე, 520-ე დადგენილებაზე, საყოველთაო დაზღვევაზე ისაუბრა.


2.ეროვნული ბანკი აგრძელებს თავის მანკიერ პოლიტიკას, რაც პირდაპირ კავშირშია ლარის ამჟამინდელ გაუფასურებასთან - თემურ ბასილია

ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების და ზოგადად, სებ-ის ბოლოდროინდელი საქმიანობის შეფასება ვთხოვეთ, ფინანსისტსა და პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, თემურ ბასილიას.


3.სამედიცინო დაზღვევის სახეობაში ლიდერი შეიცვალა - იმედი L-მა პოზიციები დათმო

ქართული სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიის მიხედვით 2020 წლის 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განსხვავებულია. „იმედი L“-მა რომელსაც გასულ წელს ბაზრის 36% ეჭირა, წელს „ჯი პი აი ჰოლდინგის“ სასარგებლოდ პოზიციები დათმო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.


4.მცურავი კურსი არის მხოლოდ ტერმინი და ამის უკან არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა დგას

ინტერვენცია რომ არ განახორციელოს ეროვნულმა ბანკმა, გაცილებით უარესი შედეგი იქნება. ბოლო 8 წლის მანძილზე ჩვენი ლარი 100 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო სომხური დრამი მაქსიმუმ 20 პროცენტით - როგორ მოახერხა სომხეთმა ეს და რატომ ვერ ვინარჩუნებთ ჩვენ? საკითხავი ეს არის.. - ბიზნესმენი და მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ ლარის ამ ტემპით ვარდნა პროდუქციაზე ფასების მკვეთრ ცვლილებას გამოიწვევს.



5.„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“.


6.მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება

კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა და მისი გაუფასურება დღემდე გრძელდება. მიმდინარე კვირაში, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი რეკორდულად თითქმის 11 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად კი ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2295 ლარი იყო, ხოლო დღევანდელი მონაცემებით 3.3332 ლარი შეადგინა.


7.ქართული მონოგრაფის ბრენდის სასტუმროების გახსნა საზღვარგარეთ იგეგმება

„მალე, უნდა ველოდოთ შემდეგი „მონოგრაფების“ გახსნას სხვადასხვა ქალაქებში. პირველ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით განვავითარებთ სასტუმროების ქსელს, ხოლო შემდგომში ვიფიქრებთ საზღვარგარეთაც,“ – „კომერსანტს“ ამის შესახებ „მონოგრაფის“ მფლობელმა ანტონ ობოლაშვილმა ინტერვიუში განუცხადა.


8.„მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხონ“ - „ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“

„ძალიან ცუდია, რომ ეს ადამიანი კარიერას ტყუილებით იწყებს. მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხოს“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია „ლელო“ მიერ გამოქვეყნებული „ქართული ოცნების“ დეპუტატების სიას, რომლებიც მევახშეობით ფულის „ხელზე გასესხებით“ არიან დაკავებულები. ილია წულაია „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.


9.„ლელო„ აქვეყნებს „ქართული ოცნების„ დეპუტატების სიას რომლებიც „მევახშეობით„, ფულის „ხელზე გასესხებით“ არიან დაკავებულები

„ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების სია გაასაჯაროვა, რომლებიც ფულის „ხელზე გასესხებით“ იღებენ შემოსავალს. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


10.პრივატიზაციიდან მიღებული თანხები პროპორციულად უნდა გადანაწილდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე - ვახტანგ მეგრელიშვილი

რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „არჩევნები 2020“ - ში პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „გირჩის“ წინასაარჩევნო ხედვებზე ისაუბრა.



თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up