დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-09-24 21:30:36

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა

„კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და დაბალ პროცენტში, ვიდრე ორი კრედიტი და მაღალ პროცენტში,“ - ასე აფასებს ბიზნესმენი და პარტია “პროგრესი და თავისუფლების” დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას საკრედიტო რესურსების გაიაფებასთან დაკავშირებით.

 

2. ქართულმა ოცნებამ თავისი დაპირებები არ შეასრულა - კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება, კორუფციამ და სიღარიბემ შეცვალა

დეპუტატი გედევან ფოფხაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დანაპირები არ შეასრულა და სლოგანი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“ კორუფციამ, ფულის კეთების სურვილმა ჩაანაცვლა.

 

3. აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება

აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

4. ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.


 5. 7 თვის ჭრილში, ჩვენს ბიზნესში პოზიტიური არაფერი მომხდარა, მომავალ წელს ვერ ვგეგმავთ - კახა ხაზარაძე


„ ბოლო  ორი კვირაა ლარი ძალიან გაიქცა და 50 პროცენტით შემცირებულია ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია და ტენდენცია ცუდისკენ მიდის.  7 თვის ჭრილში პოზიტიური არაფერი მომხდარა, იყო რაღაც პერიოდის გადაგორება და შემოდგომაზე, ეს პრობლემები დამძიმდა,“ - ბიზნესმენმა და კორპორაცია ICR-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კახა ხაზარაძემ  „კომერსანტთან“ საცალო ვაჭრობის გამოწვევებზე და ლარის მერყეობათან ერთად რიგი ბრენდების გაყიდვების შემცირებაზე ისაუბრა.

 

6. 5 თვე ინერციით გავიარეთ, ახლა სატრანსპორტო ინდუსტრია სერიოზულ ვარდნას განიცდის - ირაკლი იაშვილი

„2020 არანორმალური წელიწადია,  ჩვენ ამას ვერ განვიხილავთ, როგორც ნორმალური  ეკონომიკური  წელიწადი. ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემაა ის, რომ ეკონომიკის ერთ  სექტორზე საკმაოდ დიდი კონცენტრაცია გვაქვს და ეს არის  ტურისტული სექტორი,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“„ისთ გეით ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი ესაუბრა.

 

7. სასტუმროში თითქმის არავინ შემოდის, 90-დან 3 ნომერი გვაქვს დაკავებული - IOTA Hotel

სტუმრების გარეშე დარჩენილი თბილისის სასტუმროები დახურვის პირას არიან. როგორც „კომერსანტს“ IOTA HOTEL-ის გენერალურმა დირექტორმა დავით კუპრაშვილმა განუცხადა, საზღვრების ჩაკეტვამ სასტუმროს მუშაობა თითქმის 100%-ით შეაჩერა. 

 

8. ბერდია ყამარაული - ბრიტანეთზე კარგი ადგილი ბიზნესის დასაწყებად არ არსებობს, ეს პანდემიის დროსაც გამოჩნდა

„კომერსანტი“ ბიზნესმენს ბრიტანეთში მოსახლეობისა და ბიზნესის განწყობაზე, კოვიდსიტუაციაზე და ქართული ღვინის პოზიციებზე გაესაუბრა. რუბრიკა „დიასპორა კაპიტალით“ გთავაზობთ ინტერვიუს ბიზნესმენ ბერდია ყამარაულთან

 

9. Financial times: კორონავირუსის პირველი ოფიციალური ცდები ბრიტანეთში იწყება

კორონავირუსის ვაქცინის ეფექტურობის პირველი ცდები ვაქცინაციის შემდეგ მოხალისეების დაინფიცირების მცდელობის გზით,  ბრიტანეთში მომავალ კვირას იწყება.

პირველ ეტაპზე მოხალისეების გაუკეთებენ ვაქცინას - კონკრეტულად რომელს  - ამ დროისთვის უცნობია.  1 თვის შემდეგ კი, მათ შეუყვანენ კორონავირუსს და ორგანიზმის რეაქციას დააკვირდებიან. თუ მოხალისეები არ დაავადდებიან - ეს ნიშნავს, რომ ვაქცინა მოქმედებს.

 

10. Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?

მასობრივმა საპროტესტო ტალღამ ბელორუსიაში ცხადყო, რომ ლუკაშენკომ თანამემამულეთა უმრავლესობის ნდობა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა, ამავე დროს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ის თავის პოპულარობას მაინც ინარჩუნებს.  მისი მმართველობა შენარჩუნებულ საწარმოებთან, სოციალურ გარანტიებთან, აყვავებულ სოფლის მეურნეობასთან და გაწკრიალებულ ქალაქებთან ასოცირება.

 


თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up