დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

access_time2020-04-13 21:30:56

დღის Top-10 საინტერესო ამბავი


1.„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა პოპულისტურია და იმის საშიშროებას აჩენს, რომ ხელისუფლებას ეკონომიკური ხედვა არ გააჩნია“

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ არა მარტო განვითარებული, არამედ უმეტესი განვითარებადი ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა უფრო მეტად პოპულისტურია და კონკრეტულ მნიშვნელოვან დეტალებს არ მოიცავს.


2.„პანდემიის შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღარიბებაზე საუბარი პოპულიზმია“-ნინო წილოსანი

კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია. შეიძლება ითქვას, რომ კრიზისი უკვე დაიწყო საქართველოში, სადაც უამრავმა ადამიანმა შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგა და ყოველგვარი სახსრების გარეშე დარჩა.მსოფლიოში არსებული რეალური მდგომარეობა შეაფასა და კვლევის სახით წარადგინა გაერომ. კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგი გლობალურად სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობას ნახევარი მილიარდით გაზრდის.გაეროსგან განსხვავებული აზრი აქვს უმრავლესობის დეპუტატ ნინო წილოსანს, რომელიც აცხადებს, რომ ამ თემაზე დასმული ყველა კითხვა პოპულიზმი და მოცემულობის დრამატულ ფერებში დახატვაა.


3.„რამდენი რამ გვინდა უფასო, მნიშვნელოვანია რაციონალური შესაძლებლობების გათვალისწინება“ - გია მურღულია აბიტურიენტების დაფინანსებაზე

არის თუ არა სწავლების სრულად დაფინანსების იდეა მიზანშეწონილი და იზიარებს თუ არა ამ იდეას დარგის ყველა სპეციალისტი, ამასთან დაკავშირებით „კომერსანტთან“ საკუთარი პოზიცია განათლების ექსპერტმა გია მურღულიამ დააფიქსირა, რომელიც მიიჩნევს, რომ საჯაროდ და მითუმეტეს რეკომენდაციის სახით ასეთი პოზიციები მისი კოლეგების მხრიდან რეალობას და არსებულ შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს. ამასთან, მისივე აზრით, აუცილებელია მსგავსი გადაწყვეტილებებით სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი დარგი არ დაზარალდეს.


4.მერაბ ჯანიაშვილი: „როგორც ჩანს, ეს „ჯოგური იზოლაცია“ კობა გვენეტაძის „ნოუ ჰაუა“ და საკარანტინე თანხების დაზოგვას ისახავს მიზნად“...

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის კლასტერის თემას ეხმაურება და ვარაუდს გამოთქვამს, რომ თანამშრომლების ჯგუფურად იზოლირება ეროვნულმა ბანკმა საკარანტინე თანხების ეკონომიის მიზნით მოახდინა.


5.სადაზღვევო კომპანია „არდი“ სამოგზაურო დაზღვევის პოლისის მფლობელებს (როგორც საქართველოს ფარგლებს გარეთ, ისე საქართველოში მყოფ უცხოელებს) პოლისებს უფასოდ გაუხანგრძლივებს

არდის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ფლობდა არდის სამოგზაურო დაზღვევის პოლისს საზღვარგარეთ და ასევე, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც სტუმრობდა საქართველოს არდის შიდა ტურიზმის დაზღვევის პოლისით - WELCOMER, მარტის თვის განმავლობაში უკვე გაუგრძელდათ სადაზღვევო დაფარვები, უფასოდ. არდის გადაწყვეტილებით, მათთვის, ვინც აპრილის თვეშიც ვერ ახერხებენ დაბრუნებას სამშობლოში, შეუძლიათ დარჩნენ მშვიდად დროებით ადგილსამყოფელში, შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია და დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. მათი დაზღვევის პოლისების გახანგრძლივებაზე კვლავ არდი იზრუნებს.


6.ბიზნესი მთავრობას თამამი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს

საქართველოში მოქმედი 5 ბიზნესგაერთიანება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ.


7.რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა - სოციალური პასუხისმგებლობა თუ კორუფციული სქემა

„კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად რეალურია საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადის ღირებულება, რა დაუჯდა სამკერვალო საწარმოს პროდუქტის წარმოება და რამდენად ეფექტურია დოლბანდისგან შეკერილი პირბადე. საკითხზე სასაუბროდ „შპს ქართულ ტექსტილის“ დირექტორს და 100% წილის მმართველს ნიკა სიმონიშვილს დავუკავშირდით, თუმცა, სიმონიშვლმა ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და კომპანიის დირექტორთან ირაკლი გვენეტაძეთან გადაგვამისამართა. (ოფიციალურ დოკუმენტებში ირაკლი გვენეტაძე არ ფიგურირებს)


8.უნისონი VS ალდაგი - კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიმართ, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.


9.„აგრარული სექტორის განვითარებისთვის გაცილებით მეტი მიზნობრივი თანხებია საჭირო“

„კომერსანტი“ დაინტერესდა შეასრულა თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტმა, საკუთარი მიზანი და სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამა იყო თუ არა რეალური შანსი ადამიანებისთვის გადასულიყო ფერმერულ მეურნეობაზე? საკითხზე პროექტის ინიციატორი, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელია საუბრობს.


10.საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის – IMF

საქართველოში იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსისგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური სუბსიდიის სახით, მთავრობისგან 150 ლარი გადაეცემათ.ამის შესახებ ინფორმაცია სავალუტო ფონდის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი.


თეგები:
Top-10



ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე ბრუნდება. ცნობისთვის, „აია“ 1953 წელს, ქალაქ ქუთაისში გამოჩნდა. ბრენდი ქუთაისში მოღვაწე...

"თვეში 200-ლარიან დახმარებას ვერ აიღებს პირი,ვისაც დამსაქმებელმა ანაზღაურება აპრილში ან მაისში ჩაურიცხა"-როგორ გაიცემა ფულადი დახმარებები

access_time2020-05-30 14:00:19
ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარიანი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა. სწორედ 29 მაისს დაანონსდა - თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყოო. ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო და ვინ საერთოდ ვერ მიიღებს? რა ეტაპზეა ფულადი დახმარებების...

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა
access_time2020-05-30 13:00:33
ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც...

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ
access_time2020-05-30 11:30:23
– „ტელევიზორი ან სხვა რამე ტექნიკა გაქვთ? – კი, პატარა ტელევიზორი გვაქვს, ძველებური… სახლი გვაქვს გადასახურავი. წყალი ჩამოდის. შედგმული გვაქვს ვედრო და რაღაცები“ – ამბობს ქალი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანიდან. „მე არ მეგონა, ამას თუ მომიტანდით. მადლობა“. – ამბობს სოფელ რიყეთში მცხოვრები კაცი და აცრემლებულ თვალებზე  ხელებს იფარებს. ამ და სხვა ვიდეობს Facebook-გვერდზე –...

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე
access_time2020-05-30 10:22:44
ცნობილი ბიზნესმენი დავით ფანჯაკიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: „ტყუილად იშლიან ნერვებს ერთნი, სულ ტყუილად იშლიან ნერვებს მეორენი და სულ ტყუილად უშლიან ნერვებს ხალხს ორივენი... მათი წარმოდგენები სახელმწიფოს მოწყობაზე იდენტურია, ამიტომ ვერც ერთნი და ვერც მეორენი ვერ შეძლებენ სოციალისტური მმართველობის გზით ვერც სიღარიბის დაძლევას, ვერც ეკონომიკის აღორძინებას, ვერც გაჭირვებულთა დახმარებას და ვერც...


მსგავსი სიახლეები

up