დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-09-22 21:00:52

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა

წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძეც ეთანხმება თავისი კოლეგის აზრს და მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყანაში არის სწრაფი განვითარებაც და კეთილდღეობაც.


2.მწვანე ზონაში ყოფნით საქართველომ სარგებელი ვერ მიიღო

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულებასთან ერთად საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ავიამიმოსვლის თანდათანობით გახსნას აანონსებს, მაშინ როდესაც ვირუსის გავრცელების სტაბილური დინამიკისას საზღვრების 100%-იანი ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. საერთაშორისო მიმოსვლებსა და ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე „კომერსანტთან“ ავიაციის ექსპერტი თამუნა თანდაშვილი საუბრობს.


3.სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებული საქმიანობის შეზღუდვა რთული იქნება, მევახშეობის აკრძალვა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მევახშეობის აკრძალვა მამუკა ხაზარაძის წინასაარჩევნო დაპირებაა და სამოქალაქო კოდექსში გათვალისწინებული საქმიანობის აკრძალვა რთული იქნება.


4.მე სულ სხვანაირი გეგმები მქონდა, მას სხვა ხედვები და ვერ შევთანხმდით - რატომ დაუთმო ვაკის აუზი პარტნიორმა დავით ქობულიას

„მე სულ სხვანაირი გეგმები მქონდა ვაკის აუზის განვითარებისთვის და მას სხვა ხედვები, თანხვედრაში ვერ მოვედით. მე ავირჩიე მეგობრობა და დავუთმე მას მთლიანი წილი,“ - ვაკის საცურაო აუზის ერთერთი ყოფილი თანამფლობელი გელა ობოლაშვილი აუზის ამჟამინდელ მფლობელთან დავით ქობულიასთან აუზთან დაკავშირებულ საერთო გეგმებზე საუბრობს.



5.საზღვრების ჩაკეტვის გამო რეგიონებში Best western-ის 4 სასტუმროს პროექტი შეჩერდა

„4 პროექტი, რომელიც აქტიურ ფაზაში იყო გაგვიჩერდა და ჯერჯერობით ინვესტორები გაგრძელებისგან თავს იკავებენ,“ - უცხოელი ინვესტორების მხრიდან ინვესტიციების შეჩერებაზე, მთავრობის მიერ გატარებულ შეზღუდვებზე და შეჩერებულ და აუშენებელ პროექტებზე „კომერსანტთან“ Best Western Hotels & Resorts-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია Capitol HPS-ის დამფუძნებელმა გოჩა ჯაიანმა ისაუბრა.


6.კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეხმაურება. როგორც ის სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე წერს, თუ სებ-ი ისეთივე სიზუსტით განახორციელებს ინტერვენციებს, როგორც გასულ კვირას მოხდა, ეს უკვე იქნება კორუფცია და ლარის კურსით თამაში ვიღაცეების სასარგებლოდ.


7.„წყალი მარგებელი“ გაყიდვებით პირველია საქართველოში და კონკურენტის გამოჩენა არ გვაშინებს

„პანდემიის პერიოდს დიდად გაყიდვებზე არ უმოქმედია. რა თქმა უნდა ჰორეკა სექტორის დაკეტვამ როგორც „ნაბეღლავზე“, ასევე „ბახმაროსა“ და ზოგადად ჩვენს წყლებზე გავლენა მოახდინა, მაგრამ, მთლიანობაში მოგეხსენებათ, რომ „ნაბეღლავი“ გაყიდვებით N1 წყალია საქართველოში და ამ პოზიციას ვინარჩუნებთ“,  აცხადებენ „წყალ მარგებელში.


8.ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


9.ყირიმი კოლაფსის ზღვარზე - უკრაინამ რეგიონი უწყლოდ დატოვა

ცენტრალური ყირიმის შემდეგ, წყლის გარეშე ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილიც დარჩა, ამის შესახებ რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე ყირიმის წყალმომარაგების სისტემის «Вода Крыма»-ს დირექტორმა ვლადიმირ ბაჟენოვმა განაცხადა.


10.WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკა, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს.



თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up