დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-09-17 21:00:49

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით

ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში ერთ-ერთ მთავარ საკითხად საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების სისტემურ რეფორმას ასახელებს, რომლის შედეგადაც საკრედიტო რესურსების მკვეთრი გაიაფება მოხდება. მამუკა ხაზარაძის ინიციატივის შესაფასებლად „კომერსანტმა“ თხუთმეტივე ქართული კომერციული ბანკის წარმომადგენელს მიმართა.


2.კორონავირუსი რომ არ დაგვტეხოდა თავს, წარმატებული გეზი ჰქონდა ქვეყანას

„კორონავირუსი, რომ არ დაგვტეხოდა თავს, წარმატებული გეზი ჰქონდა ქვეყანას აღებული“, - ასე აფასებს ქართული ოცნების განვლილ 4 წელს მმართველი გუნდის წევრი ლადო კახაძე. მთაწმინდის მაჟორიტარის განცხადებით, საქართველოში ბევრი გაჭირვებული ადამიანია და ამის შესახებ, როგორც ბიძინა ივანიშვილმა, ისე ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა კარგად იცის.


3.ბიზნესმენი გელა ობოლაშვილი თბილისში 2 ფარმაცევტულ საწარმოს ხსნის

ბიზნესმენი გელა ობოლაშვილი თბილისში ორი ფარმაცევტული საწარმოს აშენებას გეგმავს. საწარმო 2022 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. გელა ობოლაშვილი ამჟამად მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია „ბიოპოლუსის“ მეპატრონეა, რომელიც ადრე „ბატფარმის“ სახელით იყო ცნობილი.


4.მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, მთავრობამ საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემის მქონე მოსახლეობისთვის დროებითი საგარანტიო მექანიზმი შექმნას


პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად შექმნას დროებითი საგარანტიო მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა, მოახდინოს თავისი ვალდებულების რეფინანსირება, მინიმუმ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით.


5.1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


6.„ამერიკული მოდელის სინთეზი ქართულ რეალობასთან, სოფლის პროდუქტებზე ფიქსირებული ფასი სესხებსაც გააიაფებს“ - გიორგი ვაშაძე

„ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტის მარკა უნდა იყოს ნატურალური და ხარისხიანი. ეს ყოველივე ილუზია კი არაა, ასე მეუბნებოდნენ იუსტიციის სახლზე, რას აკეთებო, მაგრამ 17 თვეში გავაკეთეთ“, - რადიო კომერსანტის გადაცემაში “აგრო სექტორი“, პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ, სტრატეგია აღამშენებლის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე ისაუბრა.


7.საქართველოს ადამიანური კაპიტალი ყველაზე სუსტია რეგიონში

მსოფლიო ბანკმა ადამიანური კაპიტალის ინდექსის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსის საერთო მაჩვენებელი 0.58-ია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში დღეს დაბადებული ბავშვი სრული განათლებისა და სრულყოფილი ჯანმრთელობის შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში თავისი შესაძლო პროდუქტიულობის 58%-ს მიაღწევს.


8.Wizz Air-ი და Ryanair-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს რამდენიმე კვირაში განაახლებენ - ნათია თურნავა

რამდენიმე კვირაში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები Wizz Air-ი და Ryanair-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებენ. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რეგულარული ავიარეისები რამდენიმე თვეში ეტაპობრივად აღდგება.


9.რუსეთმა პანდემიის მეორე ტალღის პირობებში ოკუპირებულ ცხინვალთან საზღვრები გახსნა

15 სექტემბრიდან რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის საავტომობილო მიმოსვლა აღდგა. ეს მაშინ ხდება, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში პანდემიის მეორე ტალღა უკვე აშკარად დაიწყო.


10.Forbes: ინვესტორები რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს ელოდებიან

ინვესტორებს, რომლებიც რუსულ ბაზარზეა არიან ორიენტირებული, სიფრთხილე მართებთ, რადგან მოსკოვს შესაძლოა ახალი სანქციები დაუწესდეს. გერმანიის ხელისუფლებამ კრემლი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამლვაში თითქმის გახსნილად დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას ამ ფაქტზე მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდა.


თეგები:
TOP 10



საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-26 11:00:33
საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს...

შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

ექსპო-ჯორჯია საგამოფენო საქმიანობის გადასარჩენად ახალ ბიზნეს მოდელზე გადადის

ექსპო-ჯორჯია საგამოფენო საქმიანობის გადასარჩენად ახალ ბიზნეს მოდელზე გადადის
access_time2020-10-26 11:30:12
გაჩერებული სასტუმროები, რესტორნები, ბარები და მაღაზიები. დაცარიელებული კინოთეატრები, მუზეუმები და კაზინოები. ასობით დაკარგული სამუშაო ადგილი და მნიშვნელოვნად შემცირებული შემოსავლები. უკვე ყველამ კარგად იცის, რომ ეს ჰოლივუდური ბლოგბასტერის სცენარი არ არის, ეს ჩვენი რეალობაა, რეალობა რომელში ყველანი ახალ ცხოვრებას ვსწავლობთ. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო, წესრიგის ახლებური გააზრების აუცილებლობის წინაშე დააყენა. ბიზნესის  გარკვეულმა სექტორებმა ეს მალევე მოახერხა და...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...


მსგავსი სიახლეები

up