დღის ტოპ 10 საინტერესო ამბავი

დღის ტოპ 10 საინტერესო ამბავი

access_time2022-02-18 21:00:28

დღის ტოპ 10 საიტტერესო სიახლე


1. როგორი უნდა იყოს რეალური საარსებო მინიმუმი - ,,საქსტატი“ მეთოდოლოგიას ცვლის

ფაქტს, რომ სტატისტიკა და რეალობა ერთმანეთს დასცილდა, ,,საქსტატიც“ადასტურებს. უწყების ხელმძღვანელმა სულ ცოტა ხნის წინ მოსალოდნელი ცვლილები დააანონსა, რასაც ექსპერტულ წრეშიც ეხმაურებიან. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“ საუბრობს, თუ როგორ განსხვავდება საქართველოში საარსებო მინიმუმისა და სიღარიბის მდგენელი განვითარებული ქვეყნების  სტანდარტისგან და რა ცვლილება შეიძლება გატარდეს ახალ მეთოდოლოგიაზე გადასასვლელად



2. კიევი მთელი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მზადაა

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და კიევში საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ყველაფერი მზადაა ქალაქის მთელი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის ადმინისტრაციის მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა რომან ტკაჩუკმა განაცხადა.



3. რამ გამოიწვია მიკროსაფინანსოების მოგების რეკორდული ზრდა - ასოციაციის განმარტება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეკორდულ მოგებაზე არიან. 2021 წლის მე-4 კვარტალში მისო-ების წმინდა მოგებამ 97.8 მლნ ლარს გადააჭარბა. ეს თითქმის 20 მლნ ლარით მეტია წინა კვარტალთან შედარებით (78,769 მლნ ლარი), წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან (45,127 მლნ ლარი)შედარებით კი 52,6 მლნ ლარით არის გაზრდილი.


4.4 დღიანი სამუშაო კვირა - პერსპექტივა და რეალობა საქართველოში

დღიურად სამუშაო საათებისა და კვირაში სამუშაო დღეების რაოდენობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. სამუშაო დროის ხანგრძლივობა ყოველთვის შედეგთან პირდაპირპროპორციული არ არის. ტრაქტორით 1 საათში უფრო დიდი ორმოს ამოთხრა შეიძლება ვიდრე ნიჩბით 10 საათში, იმ სამუშაოს რომლის შესრულებასაც კალკულატორით 1 დღე სჭირდება კომპიუტერით შეიძლება 15 წუთში შესრულდეს. გასული საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე 6 დღიანი სამუშაო კვირა სტანდარტულად ითვლებოდა.





5.უშედეგო რეზოლუციები დიდი ომის მოლოდინი უკრაინაში (განახლებული 13:10)

რუსულმა მხარემ ბოლო 2 დღეში ჯერ განაცხადა, რომ წვრთნების შემდეგ ჯარს მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე აბრუნებდა, შემდეგ დაიმუქრა – შეერთებულმა შტატებმა უსაფრთხოების გარანტიები არ მოგვცა და ამიტომ ჩვენ ვიმოქმედებთ მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის გზებითო.



6.სასტუმრო „გრაპა მესტიას“ მშენებლობა ჰაწვალის გრგ-ს არ არსებობის გამო შეჩერებულია

სვანეთში 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო „გრაპა მესტიას“ მენეჯმენტი ჰაწვალის განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დასრულების მოლოდინშია.როგორც დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანიას მუნიციპალიტეტში შეტანილი აქვს ესკიზი დასამტკიცებლად, თუმცა, მისი განხილვა და დამტკიცება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც კურორტს განაშენიანების გეგმა ექნება.



7.„მარნეულში ფერმერები პროდუქტს რომ წყალს ატანდნენ, ის მონაგონი იქნება“ - როგორ აისახება საქართველოზე თურქეთის მიერ საკვებზე დღგ-ს შემცირება

ინფლაციის შემცირებისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის გამო თურქეთი საკვებ პროდუქტზე დღგ-ს 8%-დან 1%-მდე ამცირებს. როგორ აისახება მეზობელი სახელმწიფოს გადაწყვეტილება ქართულ ბაზარზე და ქართველ მეწარმეებზე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა ისაუბრა.



8.საწვავის გაძვირების შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა მნიშვნელოვანია – ნავთობიმპორტიორთა კავშირი

საწვავის ფასის ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მთავრობა დაზღვევის მექანიზმებზე მუშაობას განიხილავს, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.



9.ჰაწვალის განაშენიანების რეგულირების გეგმა წლის ბოლომდე შეიქმნება

ჰაწვალის კურორტს მიმდინარე წლის ბოლომდე განაშენიანების რეგულირების გეგმა ექნება. დოკუმენტის პირველადი ვერსია უკვე მომზადებულია, დარჩენილია მიწის მესაკუთრეებთან კონსულტაციები.



10.ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 ადამიანი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ, შსს-სთან ერთად, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დააკავა 5 ადამიანი. უწყების ცნობით, ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების დიდი ოდენობის თანხებს და მათ ლეგალიზებას ახდენდნენ. ტრანსნაციონალური დანაშაულის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.



თეგები:
ტოპ 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up