დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-09-14 21:00:38

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1.„კომერსანტის“ ექსკლუზივი - „საქართველოს უძრავი ქონება“ m2-ის მიერ აშენებული ყველა სასტუმროს გაყიდვას გეგმავს

„კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ჰოლდინგი „საქართველოს უძრავი ქონება“ მის საკუთრებაში არსებული სასტუმროების გაყიდვას გეგმავს და ასევე ჩვენივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია „რედკოა“.


2.პანდემიის პერიოდში დადებული 2 მილიონიანი კონტრაქტი - „მტევინო“ ჩინეთში ექსპორტზე გადის

პანდემიის პერიოდში დაწყებული მოლაპარაკებები და 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია - ქართული ღვინის კომპანია „მტევინო“ 2020 წლის ბოლომდე ჩინეთში 500 000 - მდე ბოთლით 7 სახეობის ღვინოს გაიტანს.


3.საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას იწონებს

საქართველოში ახალი საფონდო ბირჟის დაფუძნება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რამდენად რეალურია მსგავსი პროექტის განხორციელება საქართველოში, როგორ დაეხმარება საერთაშორისო საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკის ამ და სხვა კითხვებზე საპასუხოდ „კომერსანტი“ საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურ დირექტორს გიორგი ფარესიშვილს დაუკავშირდა.


4.თუ პანდემიამდე გვყავდა 2 000 კლუბის წევრი დღეს 2 500 გვყავს - ვაკის საცურაო აუზი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს


„თუ პანდემიამდე გვყავდა 2 000 კლუბის წევრი დღეს 2 500 გვყავს “, - ამის შესახებ კომერსანტს ვაკის საცურაო აუზის წარმომადგენელმა ლიკა ლობჟანიძემ განუცხადა. მისი თქმით, აუზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და მაქსიმალურად არის დატვირთული. განსაკუთრებული დიდი რაოდენობა აუზს აგვისტოს თვეში დაემატა.


5.ცეზარ ჩოჩელი - რაც კეთდება კარგია, მაგრამ არ კმარა, შესაძლოა კიდევ 50-მა წელიწადმა გაიაროს და იმავე დონეზე ვიქნებით

პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიღარიბე - წლეულს არჩევნების გამართვა მძიმე ვითარებაში მოგვიწევს და შესაბამისად, კიდევ უფრო საპასუხისმგებლო იქნება ჩვენი არჩევანი, რომელ პოლიტიკურ ძალას ვანდობთ ჩვენს მომავალს.


6.Universal Pictures საქართველოთი კვლავ დაინტერესდა

საერთაშორისო კინო ინდუსტრიაში წამყვანი Universal Pictures კვლავ დაინტერესებულია საქართველოში ფილმის წარმოებით. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფრენჩაიზისთვის ფორსაჟი სცენების თბილისში გადაღების შემდეგ, ქვეყანას ესტუმრებიან გამოცდილი ამერიკელი სკაუტები ლორი ბარტონი, პიტერ გლუკი და ილტ ჯონსი.


7.შეზღუდვის მიუხედავად, ბანკები სადაზღვევო პოლისების შეძენისას საკომისიოს მაინც იღებენ - IU

არაპროფილური აქტივების ფლობის საკითხი საფინანსო სექტორში დღის წესრიგიდიან არ მოხსნილა, - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ „დაზღვევის კავშირის“ თანათავმჯდომარე ვასილ ახრახაძე.


8.14 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 14 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 2 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1308 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.1208 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1380-ის ნიშნულზე იყო.


9.Der Tagesspiegel: ბინძური და სისხლიანი რუსული გაზი

ჩრდილოეთ ნაკადის“ მშენებლობა 2005 წელს გადაწყდა იმ გათვლების საფუძველზე, რომ ევროპაში და კერძოდ გერმანიაში გაზის მოხმარება გაიზრდებოდა. თუმცა, რეალურად სულ სხვანაირად მოხდა, გაზის მოხმარება არათუ არ იზრდება, არამედ მცირდება. სწორედ იმ პერიოდში პუტინის რეჟიმი სხვა ქვეყნების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა.


10.BBC: ევროპა ზამთრისთვის ემზადება - არავითარი კარანტინი

ევროპა კორონავირუსთან ერთად ზამთრის პირობებში სრულფასოვანი თანაცხოვრებისთვის ემზადება. პანდემიის მეორე ტალღას ყველა ელოდება, თუმცა ევროპელები განმეორებით კარანტინზე მტკიცე უარს ამბობენ. საყოველთაო ლოკდაუნი მსოფლიოს ძალიან ძვირი დაუჯდა, თუმცა, მისი დასრულების შემდეგ, ცოტა ხანში დაავადების მეორე ტალღაც მოვიდა. მართალია ის გაცილებით ნაკლებ ადამიანს კლავს, ამიტომაც ევროპელები ხელმეორედ ჩაკეტვას არ აპირებენ.


თეგები:
TOP 10



„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება
access_time2020-10-28 17:30:17
IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.   ”კრიზისის პირობებში ყოველდღიურად სამუშაო ადგილების დაკარგვის და ეკონომიკური შეფერხების ალბათობა იზრდება. თუ კი სახელმწიფოები სწრაფად არ იმოქმედებენ ავიაციაში 1.3 მლნ სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშ დადგება. ამას კი დომინოს ეფექტი ექნება, რაც საავიაციო სექტორში დამატებით 3.5 მლნ სამუშაო ადგილს შეუქმნის...

საქართველოსთვის პირველი ვიკინგური ტიპის თევზსაჭერი გემის მშენებლობა იწყება

საქართველოსთვის პირველი ვიკინგური ტიპის თევზსაჭერი გემის მშენებლობა იწყება
access_time2020-10-28 15:25:13
ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრში ხელი მოეწერა პირველ სამმხრივ მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის, რომლის საფუძველზეც „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, პირველად დაფინანსდა ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა.   მოხარულები ვართ, რომ დღეს უკვე გვაქვს პირველი წარმატება. ჩვენ ბანკებთან აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ კიდევ...

საარჩევნო კომპასი - საით იხრება პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა?

საარჩევნო კომპასი - საით იხრება პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა?
access_time2020-10-28 15:00:25
რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობა ისტორიულ, დიდწილად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო სუბიექტად ათეულობით პარტია დარეგისტრირდა. რამდენად ემთხვევა მათი ხედვები თქვენსას საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების მიხედვით? ამ კითხვაზე დეტალური პასუხი შეგიძლიათ მიიღოთ “საარჩევნო კომპასი საქართველოს” ციფრულ პლატფორმაზე.   საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით,...


მსგავსი სიახლეები

up