დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-09-11 21:00:50

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1.საქართველოში წარმოებული იაფფასიანი სადეზინფექციო საშუალებები სტანდარტებს არ შეესაბამება

რა შემადგენლობისაა და გვიცავს თუ არა covid 19-ისგან ბაზარზე არსებული ანტისეპტიკური ხსნარები, რომელსაც სრულიად მოსახლეობა ყოველდღიურად დეზინფექციისთვის ვიყენებთ? რატომ ვლინდება ინფიცირების მზარდი მაჩვენებელი სხვადასხვა დაწესებულებებში, სადაც აუცილებელია ზედაპირებისა და ხელების სწორედ ამ ხსნარებით დამუშავება?


2.ჩვენმა ოთხწლიანმა მოღვაწეობამ ქვეყანას დაპირებული კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება ოპოზიციის გამო ვერ მოუტანა

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინასაპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება დაპირდა.


3.კარფური, ნიკორა, სპარი... - ბათუმში, საცალო და საბითუმო ვაჭრობის 7 ობიექტი დააჯარიმეს

2020 წლის 10 სექტემბერს, შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელების მიერ ქ. ბათუმში კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, სუპერმარკეტების ობიექტებისა და სასტუმროების შემოწმება განხორციელდა.


4.თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე გადავადდა


თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის დაწყება პრიველ ოქტომბრამდე გადავადდა.


5.საზოგადოებრივი მაუწყებელი წლის განმავლობაში 69 მლნ ლარს განკარგავს, მაშინ როცა ქვეყნის ეკონომიკა რეცესიის გზით მიდის - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებელი 69 მლნ ლარს განკარგავს წლის განმავლობაში, მაშინ როცა ქვეყნის ეკონომიკა რეცესიის გზით მიდის“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ვაკის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ ისაუბრა.


6. Top 5 ქართული სადაზღვევო კომპანია ავტოდაზღვევის ბაზარზე ანაზღაურებული პრემიის მიხედვით

2020 წლის 6 თვის განმავლობაში 17 სადაზღვევო კომპანიის ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 32,653,737 ლარი აუნაზღაურა.


7. 2020 წელს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო კვლავ დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში მე-8 პოზიცია დაიკავა

„Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს ქულა და პოზიცია გაუმჯობესდა და 8.18 ქულით ლიდერი ქვეყნების ათეულში მე-8 პოზიციას იკავებს. საქართველო 2019 წლის ანგარიშში მე-9 ადგილს იკავებდა.


8.„აკრძალვის მიუხედავად პატარძლებს ჯვრისწერისთვის და ფოტოსესიისთვის საქორწილო კაბები მაინც მიაქვთ“

აკრძალული ქორწილების მიუხედავად პატარძლები თეთრ კაბაზე უარს მაინც არ ამბობენ. როგორც მოდის სახლ „მარიონელა“- ში აცხადებენ, შაბათ-კვირას დაგეგმილი არც ერთი ჯავშანი არ გაუქმებულა. ამის მიზეზი კომპანიის შემუშავებული სტრატეგიაა.


9.13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1222 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.1520 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1222 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.0988 კურსით დაიწყო.


10.ბაზარზე ახალი ქართული სასმელი თაფლიანი წყალი შემოდის

სტარტაპი, რომლის წამოწყების ერთ-ერთი მიზეზიც ქართველი მეფუტკრეების ხელშეწყობაა, ბაზარზე ორშაბათიდან გამოჩნდება. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ზიპის“ დამფუძნებელმა ლუკა სულაბერიძემ აღნიშნა, ბოთლის ვიზუალიც თაფლის დადებითი თვისებების შესანარჩუნებლად შეარჩიეს.


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up