დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-09-10 22:00:03

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

  1. რატომ იყიდა სამედიცინო უნივერსიტეტმა ინგოროყვას კლინიკის წილი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ცოტა ხნის წინ საკუთარი კლინიკური ბაზები კიდევ უფრო გაზარდა და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისგან“ ინგოროყვას კლინიკის 40%-იანი წილი 12 მლნ დოლარად შეიძინა.  „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, #1 სტომატოლოგიური კლინიკა, #2 სტომატოლოგიური კლინიკა  - ახლა უკვე  „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრიც“.


  1. გაზრდილი მომხმარებელი და შემცირებული იჯარა - სავაჭრო ცენტრებმა COVID-ის კრიზისიდან გამოსვლა დაიწყეს

ახალი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისისგან სავაჭრო ცენტრებმა გამოსვლა, მართალია ნელი ტემპით, მაგრამ უკვე დაიწყეს. უმსხვილესი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები სექტემბერში მომხმარებელთა ნაკადის ზრდასა და დადებით ტენდენციაზე საუბრობენ.


  1. საქართველომ მწვანე ზონის ქვეყნის სტატუსი დაკარგა


როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ბოლო 2 კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა და 100 000 მოსახლეზე ინციდენტობის მაჩვენებელმა 10,2–ს მიაღწია.


  1. შევარდნაძე: 2 დღით ადრე რომ მცოდნოდა ქორწილების რეგულაციაზე, ასე არ ვიზარალებდით



გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქორწილი, რომელიც მის სივრცეში 1 თვის განმავლობაში იგეგმებოდა, მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო ჩაიშალა. შევარდნაძის თქმით, ქორწილი დღეს უნდა ყოფილიყო, ყველა ხარჯი უკვე გაღებული იყო, თუმცა ღონისძიება არ გაიმართება.


  1. თეატრები მთავრობის გადაწყვეტილებას გაუაზრებელს და არაკომპეტენტურს უწოდებენ



მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თეატრები, კინოთეტრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება. მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებას აპროტესებს სახელოვნებო კომპანია „ღია სივრცე“. ხელოვნების ცენტრში მიიჩნევენ, რომ გადააწყვეტილება არ არის გააზრებული და არ სჯერათ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საფრთხეების გაანალიზების შედეგად. სწორედ ამიტომ თეატრი მოითხოვს, რომ გახსნის თარიღი, 1 ოქტომბერი დარჩეს უცვლელად.



  1. „გაზაფხულზე ბეღურას ზარბაზანი ვესროლეთ - გახარიას მთავრობის ბაქი-ბუქმა შექმნა განცდა, რომ საფრთხემ გადაიარა“

„გაზაფხულზე ბეღურას ზარბაზანი ვესროლეთ“, ამ სათუარით ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუს აქვეყნებს. ოპოზიციონერი დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის მუშაობაზე, თუ როგორ მართა გახარიას გუნდმა ეპიდემია. ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ეპიდემიის შეკავებით ეკონომიკის მაქსიმალურად დაზარალების ხარჯზე გახარიას მთავრობამ პოლიტიკურ ქულებს იწერდა და ბოლომდე ამ სტრატეგიას გაყვა.

  1. ერთ დღეში შეწყვეტილი მოლაპარკებები და გაუქმებული სოციალური ღონისძიებები - Mgroup- ის ზარალი 70%- ს აჭარბებს

მთავრობის გადაწყვეტილებით ქორწილები და ქელეხები ისევ აიკრძალა. დადგენილება სარესტორნო ბიზნესზე პირველივე დღეს აისახა. კომპანია „mgroup“-ის საოპერაციო დირექტორი გიორგი მურჯიკნელი აცხადებს, რომ ღია სივრცეებში 3 ღონისძიება გაუქმდა, პოტენციურ დამკვეთებთან მოლაპარაკებები კი შეწყდა. მურჯიკნელს ჰქონდა მოლოდინი, რომ წარმატება, რომელსაც უშუალოდ სახელმწიფომ მიაღწია კორონავირუსთან ბრძოლაში, ძალიან მალე ოპერირებისთვის თავისუფალ ფორმატს შესთავაზებდა, თუმცა ყველაფერთან ერთად ქონდა მოლოდინი, რომ გამკაცრებული შეზღუდვები შეიძლებოდა განმეორებულიყო.


  1. თუ ერთი დოლარი 3.10 ლარი გახდება, იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდება - ივა ჭყონია

იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ერთი დოლარის ღირებულება 3.10 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდება, იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდება - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განაცხადა.


  1. ბორჯღალოსნები ‘შემოდგომის ერთა თასი 2020’-ზე (6 ერი, ფიჯი და საქართველო) იასპარეზებენ

საქართველოს რაგბის კავშირმა განცხადება გაავრცელა —  საქართველოს ნაკრები Guinness Six Nations მიერ ორგანიზებულ ტურნირში  'შემოდგომის ერთა თასი 2020' იასპარეზებს.


  1. Covid-19 -ის  გავლენა შერჩეული  ქვეყნების ფინანსებზე

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ბევრი ქვეყნის მთავრობაზე გრძელვადიანი გლობალური ეკონომიკური გავლენა იქონიადა კრიზისმა მთავრობებისფინანსური რეორგანიზაცია გამოიწვია. - ამის შესახებ გამოცემა economicsonline წერს.

Economicsonline -მა გამოყო ის სამი ქვეყანა, რომლებმაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო იზარალეს.


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up